» » » მითი თუ რეალობა, რომელ პერიოდშია საჭირო ვიტამინების მიღება

მითი თუ რეალობა, რომელ პერიოდშია საჭირო ვიტამინების მიღება

"გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვიტამინები აუცილებელია, მათი დახმარებით ვუმკლავდებით სტრესსა და გაციებას", - ამბობენ ერთნი. "ვიტამინები ყველას გვაკლია, მათი ყოველდღიური მიღება აუცილებელია", - ირწმუნებიან მეორენი. ვინ არის მართალი და რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ექიმები?
ბოლო ხანს ვიტამინების მიმართ მეტისმეტად ზედაპირული დამოკიდებულება დამკვიდრდა: თავის ტკივილით თუ გაციებით შეწუხებულები, შევდივართ აფთიაქში, ფარმაცევტის დახმარებით ვირჩევთ პოლივიტამინს, ვიღებთ ერთი კვირის განმავლობაში და მალე მისი არსებობაც კი გვავიწყდება, ერთი წლის შემდეგ კი აღმოვაჩენთ, რომ ვადა გასვლია და სანაგვე ყუთში მოვისვრით.
რატომ ვიქცევით ასე? ან ვერ ვაცნობიერებთ მათ მნიშვნელობას, ან იმდენს გვესაუბრებიან მათი მარგებლობის შესახებ, რომ უნებურად ეჭვი გვიჩნდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლო არ არის. რა აჩენს მას? ალბათ ის, რომ სტატისტიკა ნდობას არ იწვევს. ხშირად გაგვიგონია, რომ მოსახლეობის 80 პროცენტს ესა თუ ის ვიტამინი ან მიკროელემენტი აკლია, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ლაბორატორიული კვლევა მათთვის არავის ჩაუტარებია.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღების მომხრეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი თანამედროვე საკვების დაბალი ხარისხია. ხშირად აღნიშნავენ, რომ მიკროელემენტების დეფიციტი ბალანსირებული კვების დროსაც კი ვითარდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ჩვენს რაციონში მცირდება ახალი პროდუქტების წილი, ხოლო გაყინული, კონსერვირებული, დამუშავებული საკვებისა იმატებს;

  • სათბურში მოყვანილი და დიდხანს შენახული პროდუქტები ვიტამინებით ღარიბია;

  • მაცივარში შენახვისას სამ დღეში C ვიტამინის 30% იკარგება, ხოლო ოთახში შენახვისას - 50 %.

  • მომზადებისას საკვები კარგავს ვიტამინების 25-100%-ს;

    მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული ადამიანი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიტამინების მოთხოვნილება უცვლელია.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი; არსებობს მონაცემები, რომ როცა ენერგიის ხარჯვა იკლებს, ვიტამინებზე მოთხოვნაც მცირდება, ხოლო მწარმოებლები გამუდმებით ზრუნავენ თავიანთი პროდუქტების ვიტამინებით გამიდიდრებასა და მათთვის ნატურალური სახის შენარჩუნებაზე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.