» » » ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ბევრი ყავა მავნებელია? ავხადოთ ფარდა ამ და კიდე 8 პოპულარულ მითს.

ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ბევრი ყავა მავნებელია? ავხადოთ ფარდა ამ და კიდე 8 პოპულარულ მითს.

კვებასთან დაკავშირებით დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში მრავალი მითია გავრცელებული. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ შავი პური თეთრ პურზე გაცილებით სასარგებლო და დიეტურია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, მათი კალორიულობა თითქმის ერთნაირია.

ყოველ ნაბიჯზე ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა "სასარგებლო" რჩევებს, რომელთა ავტორები მათივე რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში სასურველი შედეგების მიღებას უმოკლეს ვადაში გვპირდებიან. დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ 9 ყველაზე გარვცელებული და პოპულარული მითი კვების შესახებ, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს.

მითები კვების შესახებ



№ 1. დიეტები საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

მითი: აბსოლიტურად ყველა დიეტა ვნებს ორგანიზმს და მათი დაცვის მიუხედავად, წონის დაკლება შეუძლებელია.

რეალობა: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით მცენარეულ უჯრედისზე და უცხიმო ცილებზე დაფუძნებული დიეტები არა საფრთხის შემცველი, არამედ პირიქით - სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა წონის სწრაფი კლებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორებისა, ასეთი დიეტა საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, გვავსებს სასიცოცხლო ენერგიით და სასარგებლო გავლენა აქვს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე.

№ 2. კალციუმის საუკეთესო წყარო - რძე



მითი: რძე - კალციუმის უდიდესი ბუნებრივი წყარო, რომელიც გვიმაგრებს კბილებსა და ძვლებს, თავიდან გვარიდებს მოტეხილობებს.

რეალობა: უკვე არაერთი წელია, რაც მეცნიერები ადამიანების კვების რაციონს შეისწავლიან. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველდღიური რაციონის რძით გამდიდრებას არანაირი გავლენა არ აქვს ძვლებისა და კბილების სიძლიერეზე და სიჯანსაღეზე. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ჩვევა ვერ გვეხმარება მოტეხილობებისა და ოსტეოპოროზის თავიდან არიდებაში. ძვლების ჯანმრთელობისთვის უმჯობესია რძის მაგივრად სპეციალური ვიტამინური დანამატების მიღება.

№ 3. დღის განმავლობაში 1 ფინჯანზე მეტი ყავის მირთმევა მავნებელია



მითი: ბევრი ყავის სმა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ჩვევამ შეიძლება მიგვიყვანოს ორგანიზმის გაუწყლოებამდე, ტაქიკარდიის შეტევებამდე და სისხლძარღვების სპაზმებამდე.

რეალობა: დღის განმავლობაში 3 ფინჯანი ყავის მირთმევა არაჩვეულებრივია დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების პრევენციისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღის განმავლობაში 5 ფინჯან ყავას მიირთმევთ, მას უარყოფითი გავლენა არ ექნება წყლის ბალანსზე ორგანიზმში. გარდა ამისა, ყავა ეხმარება თავის ტვინს ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობაში.

№ 4. ცხარე საკვები მავნებელია



მითი: სანელებლები და ცხარე კერძები აღიზიანებს კუჭს, იწვევს გულძმარვასა და შებერილობას.

რეალობა: მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ წითელი წიწაკა ნაადრევი სიკვდილის რისკს 13%-ით ამცირებს. სანელებლები არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ორგანოებში ლიპიდების კატაბოლიზმს, იცავს ორგანიზმს გაცხიმოვნებისგან და ა.შ. ცხარე საკვები ბედნიერების ჰორმონის, ენდორფინის გამომუშავებასაც კი სტიმულირებს, რის გამოც მათთვის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტია დამახასიათებელი.

№ 5. პოპკორნი - მავნე ფასტფუდი



მითი: პოპკორნში იმდენივე კალორიაა, რამდენიც ნებისმიერი სახის ფასტფუდში.

რეალობა: პოპკორნი სუფთა სახით - უჯრედისით, ნახშირწყლებით, ცილებით, B1 და B2 ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია. თითოეული ეს ნივთიერება იცავს ჩვენს ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან, დიაბეტისგან, ქოლესტერინის დონის მატებისგან და ა.შ.


№ 6. უნდა იკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით



მითი: ხშირი კვების შედეგად ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, მცირდება მადა და ქრება ზედმეტი კილოგრამები.

რეალობა: ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც ის დღის განმავლობაში 3-ჯერ ან 6-ჯერ იკვებება. კვების განსხვავებული რეჟიმების მიუხედავად, მათ ადამიანების ორ ჯგუფში საერთოდ ვერ შენიშნეს განსხვავება ცხიმების დაჯანგვით პროცესებსა და წონის კლების პროცესებს შორის. გარდა ამისა, მადა იმ ადამიანებში, რომლებიც დღის განმავლობაში 6-ჯერ იკვებებოდნენ, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელთა კვების რეჟიმი მხოლოდ საუზმისგან, სადილისგან და ვახშამისგან შედგებოდა.

№ 7. ქოქოსის ზეთი სხვა ზეთებზე სასარგებლოა



მითი: ქოქოსის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო საკვები ნივთიერებებს, რის გამოც ის იმსახურებს ყველაზე სასარგებლო ზეთის ტიტულს.

რეალობა: მართალია, ქოქოსის ზეთი ნამდვილად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა გადაჭარბება მის გამოყენებაში არასდროს არ ღირს, რადგან ამ პროდუქტის 90% გაჯერებული ცხიმებისგან შედგება.

№ 8. ყავისფერი ბრინჯი - ვიტამინების ძალიან დიდი წყარო



მითი: ყავისფერი ბრინჯი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მინერალებს და აქვს სასარგებლო გავლენა ადამიანსი ორგანიზმის აბსოლიტურად ყველა სისტემაზე.

რეალობა: მართალია, ყავისფერი ბრინჯი შეიცავს სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, თუმცა ეს პროდუქტი ბოლომდე არ არის დამუშავებული და შეიძლება შეიცავდეს არაორგანულ დარიშხანს.

№ 9. მწვანე ჩაი შეგვიძლია მივირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით



მითი: გამომდინარე იქიდან, რომ მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტია და ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, ის შეგვიძლია მივირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით.

რეალობა: გარდა ანტიოქსიდანტებისა, მწვანე ჩაი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კატეჰინს, რომლის მაღალი კონცენტრაციაც ტოქსიკურია ღვიძლისთვის. დღის განმავლობაში რეკომენდებულია მაქსიმუმ 3 ფინჯანი მწვანე ჩაის მიღება, რათა არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ გავრცელებული მითების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.