» » » უძლიერესი ნარევი, რომელსაც "ვიტამინურ ბომბს" უწოდებენ. სასარგებლოა აბსოლიტურად ყველა ორგანოსთვის.

უძლიერესი ნარევი, რომელსაც "ვიტამინურ ბომბს" უწოდებენ. სასარგებლოა აბსოლიტურად ყველა ორგანოსთვის.

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება საკმარისი რაოდენობით ვიტამინები და მინერალები, რათა გამართულად იფუნქციონიროს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემებისა და დარღვევების თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ საჭირო საკვები ნივთიერებებით მის მომარაგებაზე. სასურველი შედეგების მისაღებად, სულაც არ არის აუცილებელი აფთიაქში წასვლა და სპეციალური აბების შეძენა, რადგან ბუნება გვასაჩუქრებს სხვადასხვა საოცრად სასარგებლო ნატურალური პროდუქტებით, რომლებიც ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდი წყაროა.



დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია გიზიარებთ მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ნარევის დამზადების რეცეპტს, რომელიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან შედგება.

ჩირების ნარევი



მოცემული საშუალება დატვირთავს თქვენს ორგანიზმს ენერგიით, დაარეგულირებს გულის მუშაობას, გაწმენდს სისხლს, გააძლიერებს იმუნურ სისტემას, გაგიჯანსაღებთ ძვლებს, სახსრებსა და ხერხემალს.

ინგრედიენტები:
  • 300 გრამი ნიგოზი;
  • 300 გრამი კურაგა;
  • 300 გრამი ლეღვის ჩირი;
  • 300 გრამი შავი ქლიავის ჩირი;
  • 300 გრამი შავი ქიშმიში;
  • 2 ჩაი ჭიქა თაფლი;
  • 2 ლიმონი.

კარგად გარეცხეთ ინგრედიენტები თბილი წყლით და მიეცით დრო გასამშრალებლად. ამის შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში თავის კანთან ერთად, თუმცა კურკებისა და წიპწების გარეშე. მიღებული ნარევი მოათავსეთ შესაბამისი ზომის მინის ქილაში, ჩაწურეთ ორი ლიმონის წვენი და დაასხით მოცემული რაოდენობით თაფლი.

ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ცივ ადგილზე. მიიღეთ მზა ნარევი 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველდღიურად, უზმოზე. თუ იმუნიტეტი ძალიან დაქვეითბული გაქვთ და ხშირად ავადმყოფობთ, რეკომენდებულია ყოველდღიურად 2-3 სუფრის კოვზი ამ ნარევის მიღება. კურსის ხანგრძლივობა - ნარევის ამოწურვამდე, რის შემდეგადაც აუცილებელია 1 თვიანი შესვენების გაკეთება.

ჩირების ნარევი

როგორც უკვე გითხარით, ეს საშუალება ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, კერძოდ კი: გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ძვლოვანი სისტემისთვის, სახსრებისთვის და ა.შ.

თითოეული კომპონენტის სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე:
  1. კურაგა
    კურაგა
    მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, პექტინსა და ვიტამინ B5-ს. გარდა ამისა, კურაგა მდიდარია ორგანული მჟვებით, რომლებიც გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებსა და რადიონუკლიდებს. განსაკუთრებით სასარგებლო ეს ჩირი გულის დაავადებებისას, ანემიისას და იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების დროსაა. ის წმენდს ჩვენს სისხლძარღვებსაც და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი მთელ ორგანიზმზე.



  2. შავი ქლიავის ჩირი
    შავი ქლიავის ჩირი
    კიდევ ერთი ნამდვილი ვიტამინური ბომბი. შავი ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ორგანულ მჟავებს, სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს. ეს ხილი არაჩვეულებრივია გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების, ონკოლოგიური დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს.



  3. ქიშმიში
    ქიშმიში
    ენერგიის ძალიან დიდი ბუნებრივი წყარო. ქიშმიში მდიდარია კალიუმით, რკინით, მანგანუმით, მაგნიუმით, უჯრედისით, B1, B2 და B5 ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა მოცემული პროდუქტის მიღება ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებისას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ქიშმიში ხშირად გამოიყენება ანემიის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.


  4. ნიგოზი
    ნიგოზი
    არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ნიგვზის სასარგებლო თვისებების შესახებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ სმენია. მოცემული პროდუქტი წარმოადგენს ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. რეგულარულად ნიგვზის მიღებით ონკოლოგიური დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკი ჯერადად მცირდება.

დაიწყეთ ამ საშუალების მიღება დღეიდანვე და ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაცინო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ საოცრად სასარგებლო ნარევის არსებობის შესახებ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.