ყაბაყის რულეტი
დარწმუნებული ვარ, ყაბაყის რულეტი ბევრს გაუკეთებია. ეს უნივერსალური კერძია: მაგიდაზე ლამაზია, კუჭისთვის მსუყე და ჯიბისთვის - იაფი.
დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ ყაბაყის რულეტს ხაჭოთი, რომელიც აქამდე არასდროს გიცდიათ, გასინჯვად კი 100%-ით ღირს! რეცეპტი მარტივია, მთავარია, შეარჩიოთ ახალგაზრდა ყაბაყი, სასურველია თეთრი ან ოქროსფერი.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 600 გ ყაბაყი
- 100 გ ფქვილი
- 60 გ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- ნებისმიერი მწვანილი
- 400 გ ხაჭო
- 1 კონა კამა
- 2 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გათალეთ ყაბაყი, მოაშორეთ გული, თუ აქვს. დახეხეთ დანარჩენი რბილობი დიდ სახეხზე. დაამარილეთ და გააჩერეთ 15 წუთით.
- როცა ყაბაყი წვენს გაუშვებს, გაწურეთ. შედეგად მიიღებთ დაახლ. 350 გრ ყაბაყის მასას.
- დაუმატეთ ყაბაყს არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, წიწაკა და კვერცხის გული. ცილა არ გადაასხათ, დაგვჭირდება.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. სანამ იგი ცხელდება, ათქვიფეთ ცილები ქაფამდე და ნიჩბით შეურიეთ ყაბაყის მასას.
- დააფინეთ საცხობს პერგამენტი და გამეტებით წაუსვით მას მცენარეული ზეთი. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, სწორად უნდა გადაანაწილოთ იგი.
- პირდაპირ პერგამენტზე დაალაგეთ მწვანილის ფოთლები, ზემოდან დაასხით ცომი და გაასწორეთ ზედაპირზე. შეარჩიეთ ფორმა ისე, რომ ცომის სისქე არ იყოს მაღალი - დაახლ. 2 სმ.
- გამოაცხვეთ ცომი 15-30 წუთით, ეს ფორმაში ცომის სისქეზეა დამოკიდებული. არ გააშროთ!
- როცა ცომი მზად იქნება, დაადეთ მას მშრალი ქსოვილი და აცადეთ გაგრილება 30-40 წუთით.
- ამ დროში მოამზადეთ შიგთავსი. შეურიეთ ხაჭო დანაყულ მწვანილს, დაჭყლეტილ ნიორსა და მარილს. თეორიულად, ნებისმიერი შიგთავსის გამოყენება შეგიძლიათ.
- გაგრილებული ცომი ფრთხილად მოაშორეთ პერგამენტს და წაუსვით შიგთავსი.
- დაახვიეთ რულეტი, შეახვიეთ საკვებ ფოლგაში, რათა კერძმა არ დაკარგოს ფორმა და შედგით მაცივარში 2 საატით. ამ დროში რულეტი გაიჟღინთება და გაცივდება. გემრიელად მიირთვით!