ყაბაყის რულეტი
დარწმუნებული ვარა, შემწვარი ყაბაყის რულეტი შიგთავსით ბევრ დიასახლისს გაუკეთებია.ეს უნივერსალური საკვებია: სუფრაზე ლამაზია, კუჭი დანაყრებულია, და ძვირიც არ ღირს.
დღევანდლამდე მსგავსი რულეტი "რჩევების" რედაქციის საყვარელი კერძი იყო. რბილი ყაბაყის რულეტის ხაჭოს შიგთავსით გასინჯვის შემდეგ, ის საზაფხულო კერძებს შორის ჩვენი ფავორიტი გახდა. მომზადების რეცეპტი მარტივია, მთავარია ახალი ყაბაყი შეარჩიოთ, სასურველია თეთრი ან ოქროსფერი.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 600 გრ ყაბაყი
- 100 გრ ფქვილი
- 60 გრ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- ნებისმიერი მწვანილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 400 გრ ხაჭო
- 1 კონა კამა
- 2 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. ყაბაყი გათალეთ, თესლები მოაშორეთ. გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაამარილეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
2. როცა ყაბაყი წვენს გამოუშვებს, ის უნდა გაწუროთ. საბოლოოდ 350 გრ ყაბაყის მასას მიიღებთ.
3. ყაბაყს არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, წიწაკა და კვერცხის გული დაუმატეთ. ცილა არ გადაასხათ, ის გამოგვადგება!
4. ღუმელი წინასწარ 180 გრადუს ტემპერატურამდე გააცხელეთ. სანამ ის ცხელდება, ცილა ათქვიფეთ და ქაფი ფრთხილად ყაბაყის ცომს აურიეთ.
5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კარაქი წაუსვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, ასე რომ არ დაგავიწყდეთ.
6. პირდაპირ პერგამენტზე მწვანილი დააწყვეთ, ზემოდან ცომი დაასხით და ფორმაზე გაათანაბრეთ. ისეთი ფორმა აირჩიეთ, რომ ფენა ძალიან მაღალი არ გამოვიდეს, დაახლოებით 2 - სმ საკმარისია.
7. აცხვეთ 15-30 წუთით, ფორმის სისქეზე არის დამოკიდებული. არ გამოაშროთ!
8. როცა ცომი მზად იქნება, მშრალ პირსახოცზე გადმოიტანეთ და 30-40 წუთით გააგრილეთ.
9. ამ დროის განმავლობაში შიგთავსი მოამზადეთ. ხაჭოს გახეხილი მწვანილი, ნიორი და მარილი დაუმატეთ. თეორიულად ნებისმიერი შიგთავსის გამოყენება შეგიძლიათ.
10. გაგრილებულ ცომის ფენას პერგამენტი მოაშორეთ და მას შიგთავსი წაუსვით.
11. რულეტი დაახვიეთ და საკვები ცელოფანი შემოახვიეთ, რომ კერძმა ფორმა არ დაკარგოს და მაცივარში 2 საათით შედგით. ამ დროის განმავლობაში რულეტი გაგრილდება. გემრიელად მიირთვით!
ყაბაყის რულეტი ძალიან გემრიელი კერძია ვახშმისთვის და სადღესასწაულო სუფრისთვის. თეთრებად ღირებულ ბოსტნეულს გვერდი არ აუაროთ, მისგან გემრიელი, არომატული კერძის მომზადება შეიძლება.
თქვენ ყაბაყის რულეტი შიგთავსით მოგეწონათ? გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!