» » » შეიძლება თუ არა ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული? ქალბატონებისა და მედიკოსების აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა

შეიძლება თუ არა ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული? ქალბატონებისა და მედიკოსების აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა

ბუნებრიობა ახლა ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. საერთაშორისო ორგანიზაცია "Free the Nipple" ქალბატონებს მოუწოდებს მკერდის ისე თავისუფლად მიშვებას, როგორც ამას მამაკაცები აკეთებენ. დიზაინერები, ქალების მხარდასაჭერად ქმნიან ტანსაცმელს, რომელსაც არ სჭირდება თეთრეულის ტარება. მაღაზიებში კი სულ უფრო ნაკლები კლასიკური ლიფი გვხვდება.



ქალბატონები მისდევენ ამ ახალ ტრენდს, თუმცა ექიმებს თავიანთი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ. რჩევების რედაქცია გეტყვით, შეიძლება თუ არა ქალისთვის ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული.

ლიფების ტიპები
ლიფების დიდი ნაწილი არაკომფორტულია და მკერდს აზიანებს, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მათი უამრავი სახეობა არსებობს. სწორი ბიუსტჰალტერის შესარჩევად უნდა გაითვალისწინოთ ზომა, სიმკვრივე, ფორმა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქტიურობის სახეები (სპორტი, სეირნობა, სინათლეზე გასვლა).



ექიმი მამოლოგები ამტკიცებენ, რომ ბიუსტჰალტერზე უარის თქმა კარგია ქალბატონებისთვის, რომელთა მკერდის ზომაც 3-ს არ აღემატება. ლიფის გარეშე ხდება სარძევე ჯირკვლების შემაერთებელი აპარატის ბუნებრივი გაძლიერება. ამასთან, გოგონებს 3 ზომა მკერდით სჭირდებათ ლიფი ფიზიკური აქტივობის დროს.



მამოლოგები გამოდიან უხილავი ლიფების წინააღმდეგ, რომლებიც მაგრდება მკერდზე სილიკონის ფუძით. მათი გამოყენებისას მკერდი ხურდება, მასში ძლიერდება სისხლის მიწოდება, რაც ანომალური უჯრედების გაჩენის ან ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის მიზეზად შეიძლება იქცეს. გასაგებია, რომ მსგავსი ლიფების იშვიათი გამოყენება ტრაგედიას არ წარმოადგენს.



4-5 ზომა მკერდის მქონე ქალბატონებიც ამბობენ, რომ ბიუსტჰალტერის გარეშე ყოფნა მოსახერხებელია, თუმცა, ამ ზომის ბიუსტს ესაჭიროება საყრდენი, რადგან სიმძიმის ძალა ისევ მოქმედებაშია. იმისათვის, რომ მკერდი არ ჩამოგეწელოთ, ატარეთ ლიფი. ოღონდ არა პუშაპითა და რკინებით, არამედ მაქმანის, აბრეშუმის ან ბამბის ლიფები და ტოპები. მთავარია, მათ კარგად დაიჭირონ მკერდი.



სილიკონის მკერდის მფლობელებს კი არ ვურჩევთ ღრუბლის თასებს. უნდა ითქვას, რომ სწორედ აქედან წამოვიდა ლიფის გარეშე სიარულის მოდა. მკერდი ხომ ფორმას ინარჩუნებს და მომხიბვლელად გამოიყურება ფუშაპის ეფექტის გარეშეც. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ლიფი ყველამ უნდა ატაროს.



მაგალითად, არ შეიძლება ლიფზე უარი თქვან მეძუძურმა დედებმა. ისინი სპეციალურ ბიუსტჰალტერს უნდა ატარებდნენ, რომელიც განკუთვნილია ძუძუთი კვებისთვის. აქ მთავარ როლს არა ესთეტიკა და კომფორტი, არამედ სამედიცინო ჩვენებები ასრულებს. ასევე, აუცილებელია სპეციალური თეთრეულის ტარება ფეხმძიმობის დროსაც. კონკრეტული ოპერაციების შემდეგ იყენებენ ბანდაჟურ ლიფებს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.



როგორც ხედავთ, ყველა ქალისთვის არ შეიძლება ლიფზე სავსებით უარის თქმა. მას ხომ არამხოლოდ მიმზიდველი, არამედ მკერდის ფორმის შენარჩუნებისა და ხერხემლის დახმარების ფუნქციაც აქვთ.

თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.