მოდა ბრუნვადია, მაგრამ არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებსაც ამ სეზონზე ვერ გამოიყენებთ. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელ ნივთებზე უნდა თქვათ უარი დიდხანს. ხანდახან, საზაფხულო მოდური ლუქისთვის საკმარისია კარადის გადალაგება და არა ახალი ნივთების შეძენა.
2018 წლის ზაფხულის ანტიტრენდი
- ძალიან მოკლე შორტები
ულტრამოკლე შორტები დაბალი წელით მოდიდან ჯერ კიდევ 5 წლის წინ გადავიდა. თუმცა მას ჯერ კიდევ ატარებენ როგორც მოზარდები, ასევე ქალბატონებიც ნებისმიერი აღნაგობით. ასეთი მოდელი ფიგურას ყველა ღირსებას უკარგავს და ხშირად ვულგარულადაც გამოიყურება. უმჯობესია, ატაროთ შორტები თავისუფალი დაფარვით და მაღალი წელით - ელეგანტურია და არც დაგცხებათ. ასეთ მოდელს არამხოლოდ მაისურებს, არამედ ბლუზებსაც შეუხამებთ. - ფატინი
სქელი ქვედაბოლოები და გამჭვირვალე კაბა 2 წლის წინ ყველას ეცვა. თუმცა, ქუჩაში მსგავსი ლუქების სიმრავლის გამო ისინი ავტომატურად იქცა ანტიტრენდად. ასე, რომ დროა უპირატესობა მიანიჭოთ ბამბის ან სელის ქსოვილებს, რომლებიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს. - დახეული ჯინსები
ექსტრემალურად მოკლე შორტებთან ერთად, გარდერობიდან უნდა გადადოთ დახეული ჯინსები, რომლებზეც უფრო მეტი ხვრელია, ვიდრე ქსოვილი. ეს უკვე გასული საუკუნეა. შეგიძლიათ, თავისუფლად გამოიყენოთ ისინი აგარაკზე გასასეირნებლად, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ გამოგადგებათ. პატარა ნახეხები კლასიკაა, მაგრამ ხვრელები და ამოჭრილი რგოლები მუხლებზე უკვე წარსულის გადმონაშთია. უკვე მესამე წელია, რაც მოდაშია ერთტონიანი, თავისუფალი დაფარვის მაღალწელიანი ჯინსები. - ბლუზები ღია მხრებით
ბლუზები და ტოპები ღია მხრებით, რომლებიც ფრანგული სოფლის მოტივებით შეიქმნა, უკვე შორს უნდა გადადოთ. იყო მოდური, მაგრამ ამ ნივთის დიდების ეპოქა დასრულდა. ისინი ყოველთვის გამოგადგებათ პლაჟზე, მოდური ქალაქური ლუქისთვის კი ამ სეზონზე იგი არ უნდა გამოიყენოთ. სხვა საქმეა ბლუზები და ტოპები ასიმეტრული დაფარვით, მაგალითად, ერთ მხარზე. - თეთრეულის სტილი
ამ სიაშია კოსტუმები და ტოპები პიჟამების სახით. რამდენიმე წელი ატარეთ - საკმარისია. დღეს არ ღირს ატლასის ან ველიურის მაქმანებიანი ტოპების ტარება. არსებობს უამრავი საბაზისო ნივთი, რომლებიც მათ ღირსეულად ჩაანაცვლებს. - ჩოკერები
თუ აქამდე ეს სამკაული მოდური იყო, ახლა იგი უბრალოდ უადგილო აქსესუარია. უკვე რამდენიმე წელია, სტილისტებმა იგი მოცემულ სიაში შეიყვანეს, თუმცა ქალბატონები აგრძელებენ შეძენას და ტარებას. თუ ყელის ზოლის გამოკვეთა ქსურთ, გაიკეთეთ გრძელი საყურეები, ხოლო თუ ულტრამოდურად გინდათ გამოიყურებოდეთ - ერთი საყურე. - შლოპანსები
არ არსებობს უფრო საშინელი ფეხსაცმელი, რომელიც ამდენად აუფასურებს და აუარესებს ქალის გარეგნობას, როგორც შლოპანსები. მაგრამ ქალაქში მათი ტარება ნამდვილად არ ღირს! ახლა მოდაშია სხვადასხვა სახის შლოპანსები, რომლის შერჩევაც საკუთარი გემოვნებით შეგეძლებათ.