» » ალექსანდრ დროჟნიკოვი მოგვითხრობს, როგორ გავიჯანსაღოთ ხერხემალი მარტივი, სწრაფადმოქმედი პრაქტიკით.

ალექსანდრ დროჟნიკოვი მოგვითხრობს, როგორ გავიჯანსაღოთ ხერხემალი მარტივი, სწრაფადმოქმედი პრაქტიკით.

ბუნებამ ადამიანი პირდაპირი სიარულით დააჯილდოვა, მაგრამ ამის გამო ხერხემლის სხვადასხვა სახის დაავადებით ვიტანჯებით და არა მხოლოდ. ხერხემალი ჩვენი სხეულის მხარდამჭერია და მთელი ცხოვრების განმავლობაში ის უზარმაზარ ზეწოლას განიცდის. სიარული, ხტუნვა, სირბილი, სწრაფი ჩაჯდომები, მოხვევები, სიმძიმეების აწევა - ეს ყველაფერი ამა თუ იმ დონით ჩვენი ხერხემლის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. 



დროთა განმავლობაში ხერხემალი უფრო მეტად "ჯდება" და მალებს შორის დაშორება მცირდება, მალთა შუა დისკები ერთმანეთს ეხება. ეს დისკების შერევას და დეფორმაციას იწვევს, აწვება ნერვების დაბოლოებას და სისხლძარღვებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ?

"რჩევების" რედაქცია გიზიარებთ ხერხემლის გაძლიერების ვარჯიშს, რომელიც სწრაფად გასწორებაში დაგეხმარებათ. 

ჯანსაღი ხერხემალი

ადამიანების უმეტესობას ისეთი ცხოვრების წესი აქვს, რომელიც ჯანმრთელ და ხანგრძლივ ცხოვრებას საერთოდ არ უწყობს ხელს. თანამედროვე ცხოვრება ადამიანს უფრო მეტხანს დაჯდომას აიძულებს, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე დამღუპველად მოქმედებს, განსაკუთრებით ხერხემლის მდგომარეობაზე. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ფრაზა: "დაჯდომა - ეს ახალი მოწევაა" და ეს ნამდვილად ასეა. დაჯდომა ორგანიზმზე ნაკლებ ზიანს არ აყენებს. 



ხშირად ცხოვრების სრულად შეცვლის შანსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა მეტი დრო ჩვენს ხერხემალს დავუთმოთ. ამისთვის ბევრი არ არის საჭირო. ხანგრძლივი ცხოვრების ექსპერტი ალექსანდრ დროჟენიკოვი გირჩევთ მხოლოდ ერთ ვარჯიშს, რომელიც პოზას შეცვლის და ხერხემალს გაასწორებს. 



ამ ვარჯიშის შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ სკამი ან ტაბურეტი. საწყისი პოზა - მჯდომარე, მუხლები სწორი კუთხით, ფეხებით იატაკზე მყარად უნდა გქონდეთ მიბჯენილი. ხელები ამ დროს თეძოზე უნდა გქონდეთ, მაჯა მუცლის ქვედა ნაწილზე. ახლა ნელ-ნელა ხერხემლის გამართვა დაიწყეთ. 

თქვენ ისე უნდა მოიხაროთ, რომ კუდუსუნი იატაკის პარალელურად იყოს. თქვენ ეს მოხრა უნდა იგრძნოთ, მხოლოდ ამ მდგომარეობაში ხერხემლის ყველა ნაწილი იმართება. მას შემდეგ რაც ამ მდგომარეობაში ხერხემალს დააფიქსირებთ, ხელებით თეძოებს დააწექით. 



მთელი სხეულით ზემოთ აიწიეთ, ამასთან უნდა იგრძნოთ, რომ თითოეული მალა ერთმანეთს შორდება. თავში ეს წარმოიდგინეთ, ფიზიკურად თეძოებს დააწექით და უფრო ზემოთ აიწიეთ. თითოეული მალა იგრძენით. 

ახლა მთელი ყურადღება კისერზე გაამახვილეთ. ხელებზე ზეწოლა მოადუნეთ და ნელნელა კისრის დაჭიმვა გააგრძელეთ. უფრო კეფა დაჭიმეთ და არა ნიკაპი, არ დაგავიწყდეთ ჩაღუნვის შენარჩუნება. კუნთები ზურგის ზედა ნაწილში დაჭიმეთ და კვლავ ხელებით ზეწოლა დაუმატეთ. თქვენ ისე უნდა მოიხაროთ, რომ ხელები მთლიანად დაიჭიმოს. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით გაჩერდით, შემდეგ კი მოდუნდით.



თითოეულ ადამიანს ვარჯიშის შესასრულებლად სხვადასხვა დროს სჭირდება. ვარჯიში მაშინ უნდა დაასრულოთ, როცა ხერხემლის მალების სრულად დაყოფას იგრძნობთ. ხოლო ვარჯიშის სიხშირე თქვენს სურვილზე არის დამოკიდებული, თუმცა რაც უფრო ხშირად, მით უკეთესი. 

ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ თავისუფლებას, დისკი თავის ადგილზე იქნება, ხერხემალი გასწორდება. თუ ამ ვარჯიშს რეგულარულად გააკეთებთ, შეამჩნევთ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაუმჯობესდა. ხერხემალზე ბევრი შიდა ორგანოს მუშაობა არის დამოკიდებული. ეს ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აღადგენს და მთელი ორგანიზმის მუშაობას გააუმჯობესებს. 



ამ ვიდეოში ალექსანდრ დროჟენიკოვი გიამბობთ და გიჩვენებთ, როგორ შეასრულოთ ეს შესანიშნავი ვარჯიში. 



ხერხემალსა და ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა გვიანი არასდროს არ არის და ამისთვის ტიტანური ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. მხოლოდ ერთი მსუბუქი ვარჯიში, რომელიც ბევრ დროს არ მოითხოვს, მაგრამ ბევრ სარგებლობას მოგიტანთ. ჩვევად გადააქციეთ ამ ვარჯიშის ყოველდღე შესრულება და თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე თქვენ! 

თუ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო - მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.