რჩევების რედაქციამ შეადგინა ყველაზე მარტივი საშუალებების სია, რომლებიც დაგეხმარებათ სამკაულების სიყალბის გამოვლინებაში. მათი დახმარებით თქვენ შეამოწმებთ ძვირფასეულობას, რომლებიც სახლში გაქვთ, ზოგიერთ მათგანს კი მაღაზიაშიც კი გამოიყენებთ.
მეტალი
სინჯი და საფირმო ნიშანი
შემოწმების ყველაზე მარტივი საშუალებაა შეხედოთ სინჯსა და საფირმო ნიშანს. საფირმო ნიშნით მარტივად მოიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, შემდეგ კი მხოლოდ მონაცემთა შედარებაღა დარჩება ნივთსა და მოძიებულ ინფორმაციას შორის. ციფრები მკვეთრი და მარტივად გასაგები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ გარისკავთ და არ შეიძინოთ ასეთი სამკაული. იმისათვის, რომ სინჯით გაიგოთ, რამდენად ძვირფასია მეტალი, გონებაში დასვით მძიმე მეორე ციფრის შემდეგ და მიიღებთ ძვირფასი მეტალის პროცენტულობას ნივთის შემადგენლობაში.
- ოქროს სინჯები - 375, 500, 583, 585, 750, 916, 958, 999
- ვერცხლის სინჯები - 800, 830, 875, 925, 960, 999
- პლატინის სინჯები - 850, 900, 950, 999
ფოლადის ან სხვა რკინისშემცველი შენადნობის ოქროთი ან მისი იმიტაციით დაფარვა გავრცელებული პროცედურაა სამკაულების დამზადებისას. ყალბი ნაკეთობა ძვირფასი მეტალის მაღალი შემცველობით არ მიიზიდება მაგნიტით. ამიტომ, საიუველირო მაღაზიაში შესვლისას შეიარაღდით მაგნიტით.
დაზიანებები
ვერცხლი და პლატინა გარედან ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ ძვირ მეტალს მარტივად ანაცვლებენ იაფფასიანით. ვერცხლის ყალბ ნაკეთობას პლატინისგან შავი ელფერითა და მოქნილობით გაარჩევთ: პლატინას ეს თვისებები არ აქვს.
ოქრო კერამიკულ ფილაზე ან ფაიფურზე, რომელიც არაა დაფარული გლაზურით, ტოვებს ოქროსფერ კვალს, ყალბი ნაკეთობის კვალი კი ნაცრისფერი ან შავია. თუ ნაკეთობის ამ სახით შემოწმებას დააპირებთ, ეცადეთ, არ შეგამჩნიონ.
ხსნარები
ცარცი
კიდევ ერთი ძალიან მარტივი საშუალებაა ცარცით შემოწმება. ვერცხლის ნაკეთობას გაუსვით ცარცი - თუ იგი გაშავებას დაიწყებს, თქვენ წინ ნამდვილი ვერცხლია.
იოდი
ოქროს შემოწმება იოდით შეგიძლიათ. თუ ტესტის შემდეგ სამკაულზე ლაქა დარჩა, ეს სიყალბის ან შედნობის ნიშანია, რომლის შემადგენლობაშიც იაფფასიანი მეტალები ჭარბობს.
პლატინის ზედაპირზე დატანილი იოდი ტოვებს მუქ კვალს, რაც უფრო მაღალია მისი სინჯი, მით უფრო მუქი ფერი ექნება ლაქას.
ძმარი
ოქროს ყალბი ნაკეთობა მუუქდება ძმარში, ამიტომ, ნაკეთობის ნამდვილობის შესამოწმებლად საკმარისია ჭიქაში ჩაასხათ ძმარი და ნაკეთობა მასში 5 წუთით გააჩეროთ.
გოგირდის მალამო
ვერცხლის შემოწმება გოგირდის მალამოთი შეგიძლიათ. თუ ნაკეთობა ნამდვილი ვერცხლისგანაა, მასზე მალამო დატოვებს მუქ-მოცისფრო ლაქას. მოგვიანებით იგი მარტივად გაიწმინდება.
ნიშადურის სპირტი
მეტალების უმრავლესობასთან ზემოქმედების დროს ნიშადურის სპირტი იწვევს გამუქებას მათ ზედაპირზე. პლატინის შემთხვევაში ასე არ ხდება.
ქვები
ბრილიანტი
ნატურალური ქვა არ იორთქლება, თუ მას დაასუნთქებთ, რადგან მას მაღალი თბოგამტარობა აქვს.
ზურმუხტი
ზურმუხტის ნამდვილობის შესამოწმებლად გამადიდებელი შუშა დაგჭირდებათ: ძვირფას თვალში არ გვხვდება მილაკების ან სპირალისებრი ნახატები. ასევე, ნამდვილი ზურმუხტი ცუდად ატარებს სითბოს - იგი ყოველთვის ცივია.
მარგალიტი
ნატურალური მარგალიტი ძალიან ძვირია, ამიტომ არ გქონდეთ იმედი, რომ იაფფასიანი ნაკეთობა მარგალიტისაა. მისი სინამდვილის შესამოწმებლად გამოიყენეთ კბილები. მარგალიტის კბენის დროს უნდა იგრძნოთ, როგორ ჭრიალებს კბილებზე.
ქარვა
ჩაუშვით ქარვა თბილ, მარილიან წყალში. შუშის ან პლასტმასის ნაკეთობა, ისევე, როგორც "ქარვა" ეპოქსური რეზინისგან, მაშინვე ჩაიძირება. ნამდვილი ქარვა კი იტივტივებს: მისი სიმკვრივე უფრო დაბალია, ვიდრე მარილიანი წყლისა.