» » ღებავენ, ბერავენ, ჰორმონებითა და ქიმიკატებით რწყავენ ბადრიჯანსა და ვაშლს: რატომაა საშიში ჩინური პროდუქტი

ღებავენ, ბერავენ, ჰორმონებითა და ქიმიკატებით რწყავენ ბადრიჯანსა და ვაშლს: რატომაა საშიში ჩინური პროდუქტი

ჩინეთი კაცობრიობის ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებების(ქაღალდი, ბეჭდვა, დენთი, კომპასი და ა.შ.) სამშობლოა. თანამედროვე ჩინელების გამოგონებებიც აღმაშფოთებელია, თუმცა სხვაგვარად.



ჩინურ სიყალბეს თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით, თუმცა ბრენდული ნივთების გაყალბების ოსტატები უფრო შორს წავიდნენ - ისინი უკვე საკვებს აყალბებენ.

ჩინური პროდუქტი
იმ საკვებს, რომელსაც ყიდიან, "მოთხოვნად" იერს აძლევენ: ღებავენ, ცვილს უსვამენ, ბერავენ სხვადასხვა პრეპარატებით, რწყავენ ჰორმონებითა და ქიმიკატებით.



ჩინური საკვების "საწარმოს" თანამშრომელმა გადაიღო შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ღებავენ მკვახე ხილს საღებავებით.

ვიდეორგოლის დასაწყისში ჩანს ქალი მარწყვით სავსე ყუთით. მარწყვი თითქმის მწვანეა. გამყიდველი რწყავს მათ ქიმიკატებით, რის შემდეგაც კენკრა თვალსა და ხელშუა წითლდება. გასაგებია, რომ ამ მარწყვისგან ჯანმრთელობისთვის სარგებელს არ უნდა ველოდოთ.



ჩინთები საკვები საქონლის უდიდესი ექსპორტიორია, რომელსაც ხელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიუწვდება. თუმცა, ეს საკვები სერიოზულად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია მათი შეტანა შავ სიაში.



ყველაზე ხშირად, ჩინელები ბრინჯს აყალბებენ. კორეულმა გაზეთმა The Korea Times გაარკვია, რომ მსგავს ბრინჯს პლასტმასისა და კარტოფილის სახამებლისგან ამზადებენ. იმისათვის, რომ ამ "ბრინჯს" ნამდვილი სუნი ჰქონდეს, მას ორთქლზე ამუშავებენ სპეციალური არომატიზატორით.



პლასტმასის ბრინჯის გარჩევა ნამდვილისგან მარტივია: წყალში პლასტმასის ბრინჯი იტივტივებს. ცეცხლზე იწვება და საშინელ სუნს გამოსცემს.

2003 წლიდან ჩინელმა ფალსიფიკატორებმა წაართვეს სამსახური ქათმებს: მათ წარმოუდგენელი სიზუსტით შეძლეს ქათმის კვერცხების გაყალბება.



ამ "კვერცხების" ნაჭუჭი კალციუმის კარბონატისგან შედგება, ცილა - სახამებლის, რეზინისა და ცელულოზის კოაგულანტებისგან, ხოლო გულს სპეციალური საკვები საღებავებით ამზადებენ.

ქათმის კვერცხების გაყალბება ჩინეთში სარფიან იატაკქვეშა ბიზნესად ითვლება. მათი თვითღირებულება ხომ არ აღემატება ნამდვილი კვერცხის ღირებულების 25%-ს.

რამდენიმე წლის წინ, ჩინეთში აღმოაჩინეს ყალბი მწვანე ბარდა. მას მედიის მიხედვით, ბარდა არ რბილდება მომზადების პროცესში და წყალს უცნაურ მწვანედ ღებავს.



როგორც აღმოჩნდა, ყალბი ბარდა სოიოს მარცვლებისგან იქმნებოდა მწვანე საღებავისა და ნატრიუმის მეტაბისულფიტის დამატებით(ქიმიური ნივთიერება, რომელიც მათეთრებლის სახით გამოიყენება).

აღნიშნული საღებავი აკრძალულია საკვებად მოხმარებისთვის. ცნობილია, რომ კვების პროდუქტით მისი მოხმარება იწვევს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენას და ხელს უშლის ორგანიზმის უნარს, აითვისოს კალციუმი.

ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ჩინეთში აყალბებენ. ამიტომ, როცა პროდუქტის შეძენას გადაწყვეტთ, ყურადღებით შეათვალიერეთ ეტიკეტი. ყალბი პროდუქტების ყიდვით არამხოლოდ საკუთარი, არამედ ახლობლების ჯანმრთელობითაც რისკავთ.

ეს ყველაფერი არაა: ჩინელებმა ნიორიც კი გააყალბეს! სტატისტიკა ამბობს, რომ დღეისათვის, ჩინური ნიორი სუპერმარკეტებში განთავსებული მთელი საქონლის 80%-ს იკავებს. ნამდვილი ნივრისა და ჩინური სიყალბის გასარჩევად, აიღეთ ხელში ნიორი: ჩინური პროდუქტი მეტისმეტად მსუბუქია, იდეალურად გამოიყურება და ყველა თავი ერთმანეთს ჰგავს. მთავარი გარეგნული თავისებურება ისაა, რომ მას ფესვი მთლიანად მოჭრილი აქვს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.