» » ელეგანტურობა, სიმკვეთრე, სილამაზე! როგორ გავწმინდოთ მელქიორის ჭურჭელი საშინაო პირობებში

ელეგანტურობა, სიმკვეთრე, სილამაზე! როგორ გავწმინდოთ მელქიორის ჭურჭელი საშინაო პირობებში

მელქიორი სპილენძისა და ნიკელის თეთრი ფერის შენადნობია. ფერით, იგი ძალიან ჰგავს ვერცხლს, ამიტომ წარმატებით იყენებენ იუველირიაში, მონეტების, ჭურჭლისა და სხვა ნაკეთობების დასამზადებლად, ვერცხლის უფრო იაფი ანალოგით ჩანაცვლების მიზნით.

მელქიორის შენადნობი შექმნეს ფრანგმა გამომგონებლებმა მაიომ და შორიემ მეცხრამეტე საუკუნეში, სახელწოდებაც სწორედ მათი სახელების კომბინაციიდან მოდის(Maillot(მაიო) და Chorier(შორიე).

როგორ გავწმინდოთ მელქიორი
მელქიორის ნაკეთობასთან სწორი მოპყრობის შემთხვევაში, მას რთულად თუ გაარჩევთ ვერცხლისგან, ფერითა და ძირითადი თვისებებით. ვერცხლისგან განსხვავებით, მელქიორი უფრო გამძლე მასალაა და დიდხანს მოგემსახურებათ, თუმცა, უნდა იცოდეთ, როგორ მოუაროთ მას სწორად.



მელქიორს ახასიათებს გაშავება ნესტის მოქმედების შედეგად. იმისათვის, რომ მელქიორის ნაკეთობა არ გამუქდეს დროთა განმავლობაში, აუცილებელია მათი რეგულარული წმენდა.



არ გამოიყენოთ მათზე ძლიერი ქიმიური საშუალებები და აბრაზული ნივთიერებები, რეცხვის შემდეგ კი გაამშრალეთ. დაკაწვრის აღსაკვეთად არ გამოიყენოთ კბილის პასტა და ფხვნილები, ქლორისშემცველი საშუალებით გაწმენდა კი საერთოდ გაუფუჭებს ჭურჭელს იერს.



რჩევების რედაქციამ მოაგროვა ხალხური საშუალებების სია, რომლებიც დაგეხმარებათ მელქიორის ნაკეთობების გაწმენდაში ისე, რომ მეტალი არ დააზიანოთ და არ გამოიწვიოთ კოროზიული პროცესები.

  1. სპირტი
    თუ ჭურჭელი ოდნავ გაშავდა, საკმარისია მათი გაწმენდა სპირტში ჩალბობილი ღრუბელით. მეორე ვარიანტი: ჩაუშვით ნაკეთობა ნიშადურის სპირტში, გაავლეთ და გაამშრალეთ.


  2. ლიმონმჟავა
    გახსენით ლიტრ წყალში 2 ს.კ. ლიმონმჟავა, ჩადეთ ხსნარში სპილენძის მავთულის პატარა ნაჭერი. ჩაალაგეთ ჭურჭელი 2 საათით, გაავლეთ და გაამშრალეთ.


  3. ძმარი
    ნესტის ლაქების ამოყვანა შეგიძლიათ თბილი ძმრის ხსნარის გამოყენებითაც(1 ჩ.კ. ძმარი ჭიქა თბილ წყალში). ჩაალბეთ მასში ტილო და გაწმინდეთ ჭურჭელი. გარეცხეთ და გააშრეთ.


  4. სოდა
    მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში საკმარისია სოდის ხსნარიც(50 გ სოდა 1 ლ წყალზე). მელქიორის ასეთი წმენდა რეკომენდებულია ყოველი გამოყენების შემდეგ. წაუსვით სოდა ნოტიო ღრუბელს და ფრთხილად გაწმინდეთ ნაკეთობა. გაავლეთ ცივი წყლით და გაწმინდეთ.


  5. კვერცხის ნაჭუჭები
    1 ლ წყალზე გჭირდებათ ორი უმი კვერცხის ნაჭუჭი. აადუღეთ ხსნარი და ჩაყარეთ მასში ჭურჭელი რამდენიმე წუთით. შემდეგ გაავლეთ სუფთა წყლით და გაამშრალეთ.


  • ნივრის ნაჭუჭი
    კიდევ ერთი ხალხური საშუალებაა ნივრის ნაჭუჭი. დიდი რაოდენობით ნაჭუჭს დაასხით წყალი. როცა ნახარში ადუღდება, ჩაყარეთ მასში მელქიორის ნაკეთობა და ხარშეთ, სანამ არ გაპრიალდება. რაც უფრო ბინძურია ჭურჭელი, მით მეტი დრო დაგჭირდებათ.


  • რძის შრატი
    გაათბეთ რძის შრატი და ჩაყარეთ მასში მელქიორის ნაკეთობა. გააჩერეთ ისინი სითხეში 15-20 წუთით, გარეცხეთ და გააშრეთ.


  • გაზიანი სასმელები
    გამუქებული ჭურჭელი დაალაგეთ ქვაბის ფსკერზე. დაასხით ტკბილი გაზიანი სასმელი(კარგია კოკა-კოლა), მთლიანად დაფარეთ ჭურჭელი. ორი საათის შემდეგ გაავლეთ ჭურჭელი წყლით და გაწმინდეთ ხელსაწმენდით.


    როგორ შევინარჩუნოთ შედეგი
    იმისათვის, რომ ჭურჭლის მოხმარების ვადა გაახანგრძლივოთ, დაიცავით შემდეგი წესები:
    1. შეინახეთ ჩანგლები და კოვზები ნაკლებად ტენიან ადგილში.
    2. არ გამოიყენოთ მათ გასაწმენდად მათეთრებელი და ანალოგიური ქლორისშემცველი საშუალებები.
    3. არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
    შეინახეთ მელქიორის ნაკეთობები ფოლგაში ან საკვებ ცელოფანში მჭიდროდ გახვეულ მდგომარეობაში, ეს ხელს შეუშლის მასზე ჟანგბადის აგრესიულ ზემოქმედებას და, ნებისმიერი ჭურჭელი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ბზინვარებას.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.