საუბარია სახის ნიღაბზე გამაახალგაზრდავებელი ეფექტით. იგი შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა დაღლილი, გაუფერულებული და გაუწყლოებული კანისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და ისე ხშირად, როგორც თქვენ მოგესურვებათ. მისი უპირატესობა ისაა, რომ ინგრედიენტები აბსოლუტურად ხელმისაწვდომია.
მაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახისთვის, საშინაო პირობებში
ინგრედიენტები
- 1 ჩ.კ. რძე ან ნაღები
- 1 ჩ.კ. დაფქული ბრინჯი
- 1 ჩ.კ. დაფქული შვრიის ფანტელი
- 1 ჩ.კ. დაფქული ბერზნული კაკალი
- 1/3 მწიფე ბანანი
მომზადება და გამოყენება
- დააფქვიეთ ცალკე ბრინჯი, შვრია და კაკალი ფქვილის კონსისტენციამდე. გაცერით წვრილ საცერში.
- დაჭყლიტეთ ბანანი პიურემდე, დაუმატეთ რძე/ნაღები.
- ჩაყარეთ დაფქული მასა ბანანის მასაში. თუ მიიღებთ თხევად კონსისტენციას, დაუმატეთ ცოტაოდენი შვრიის ფქვილი.
- გაიწმინდეთ კანი სკრაბით, დაიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ 5 წუთით დაიდეთ სახეზე ცხელ წყალში ჩალბობილი სუფთა პირსახოცი, რათა გაიხსნას ფორები.
- დაიტანეთ ნიღაბი 15-20 წუთით. როცა მასა გაშრება და კანის დაჭიმვას იგრძნობთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- დაასრულეთ პროცედურა სახის კრემით.
ამ რეცეპტით მომზადებული ნიღაბი უნდა გამოიყენოთ დღეგამოშვებით, სასურველი ეფექტის მიღებამდე. მოამზადეთ მშრალი კომპონენტები წინასწარ, ბანანი და რძე კი ახალი უნდა იყოს მომზადებამდე.
ასეთი ნიღაბი არ ცურდება ან იყრება სახიდან, ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად დაკავდეთ სახლის საქმეებით, სანამ კანი ჯანსაღდება. საიამოვნოა ასეთი ნიღბით ჯდომა და საყვარელი ფილმის ნახვა.
თხილის ზეთი ნელა აღწევს კანის ფენებში, აძლიერებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის სახეზე წითელი კაპილარული ქსელის გაჩენას. ბრინჯი აპრიალებს სახეს, ავიწროვებს ფორებს. ბრინჯში არსებული ანტიოქსიდანტები დევნის ტოქსინებს. ნაღების ბიოლოგიურად აქტიური ელემენტები ზრდის კანის უჯრედების გამძლეობას, ხელს უწყობს ტენის ნორმალური დონის შენარჩუნებას კანქვეშა ფენებში. შვრია აღიავებს კანს და აცილებს ქერცლებს.