დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ სახის ნიღაბზე, რომელსაც არაჩვეულებრივი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც არა უბრალოდ საჭირო, არამედ აუცილებელია კანის უჯრედების აღსადგენად. განურჩევლად ასაკისა, ჩაიტარეთ სტატიაში აღწერილი პროცედურა კვირაში 2-ჯერ და თქვენი კანი ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იქნება. მისი დახმარებით თქვენ მარტივად, მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ კანსი დატენიანებას, გამოკვებას, მის გადაჭიმვას და მცირე ზომის ნაოჭების გაგლუვებას, დაზიანებული უჯრედების აღდგენას და კანის დაბერების პროცესის შეფერხებას.
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. რძე ან ნაღები
- 1 ჩ.კ. დაფქული ბრინჯი
- 1 ჩ.კ. დაფქული შვრიის ფანტელები
- 1 ჩ.კ. დაფქული ნიგოზი
- 1/3 მწიფე ბანანი
მომზადება და გამოყენება:
- ცალ-ცალკე, ყვავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით დაფქვით ბრინჯი, შვრია და ნიგოზი.
- 1/3 კარგად დამწიფებული ბანანი დასრისეთ ჩანგლის გამოყენებით. მიღებულ პიურეში ჩაამატეთ რძე ან ნაღები.
- მიღებულ ნარევში დაამატეთ დაფქული ბრინჯი, შვრია და ნიგოზი, კარგად გადაურიეთ. თუ წარმოქმნილი მასა ზედმეტად თხევადი იქნება, კიდევ დაამატეთ დაფქული შვრია.
- მოცემული საშუალების გამოყენებამდე გაიწმინდეთ კანი სკრაბით და შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით. სუფთა პირსახოცი ჩაალბეთ ცხელ წყალში და დაიფინეთ ის სახის კანზე 5 წუთით, რათა ფორები კარგად გაიხსნას.
- ფორების გახსნის შემდეგ კარგად წაისვით მთელ სახეზე მომზადებული ნარევი და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15-20 წუთით. ამ დროში მასა შეგაშრებათ და იგრძნობთ, თუ როგორ იჭიმება სახის კანი. 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნარევი თბილი წყლით.
- დაასრულეთ პროცედურა სახეზე დამატენიანებელი კრემის წასმით.
თუ თქვენი კანი საგრძნობლად დაზიანებულია და ის სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს, გამოიყენეთ ეს საოცრად სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი დღეგამოშვებით. თუ მოცემული საშუალების გამოყენებას პროფილაქტიკური მიზნებისთვის გადაწყვეტთ, კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება სასურველი შედეგების მისაღებად.