წყალი უნდა იყოს ცივი, რათა თაფლმა არ წარმოქმნას მასში კლასტერული ბმები. მიირთვით ეს ხსნარი დილაობით და მიიღეთ უდიდესი სარგებელი ორგანიზმისთვის.
თაფლიანი წყლის სარგებელი
- არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას, გათავისუფლებთ დისბაქტერიოზისგან.
- აძლიერებს იმუნიტეტს. კურნავს ქრონიკულ ბრონქიტს, სურდოს, ათხევადებს ლორწოს, რომელიც ფილტვებში გროვდება.
- გამოდევნის პარაზიტებს საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან.
- გამოაქვს შლაკები, კოლტები, ფეკალური ქვები.
- წმენდს მთელს ორგანიზმს უჯრედულ დონეზე.
- თავისი ჰიგროსკოპულობის წყალობით, გათავისუფლებთ ენურეზისგან.
სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტისთვის, ხსნარი უნდა მიირთვათ უზმოზე, გაღვიძებისთანავე. არაუმეტეს ერთი ჭიქისა - როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, იგი არ უნდა მოიხმაროთ ედმეტად. თუ მთელ ლიტრს მიირთმევთ, უფრო ჯანმრთელი ვერ გახდებით.
ერთბაშად მთელი ჭიქის გადაცლით წყალი ხდება ნაწლავებში, მისი კედლების გავლით კი შეუჩერებლად იწოვება სისხლის მიერ. თაფლიანი წყლის სარგებელი დილაობით უდავოა.
თაფლიან წყალს, ასევე, იყენებენ გარეგანადაც. იწმენდენ სახეს, იყენებენ ნატურალური კოსმეტიკის სახით. მას შეიწოვს კანი, ხდება უფრო ნაზი, რბილი და ხავერდოვანი.
სამუშაო დღის შემდეგ, თაფლიანი და დარიჩინიანი ჩაი დამამშვიდებლად მოქმედებს. გახდომის მსურველები მას ძილის წინ სვამენ. მიუხედავად იმისა, რომ თაფლი ტკბილია, საჭირო პროპორციითა და დარიჩინთან კომბინაციით იგი მოქმედებს ცხიმის მწველი ეფექტით.
აადუღეთ წყალი. ერთ ფინჯან მდუღარეს მოაყარეთ ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი. როცა სასმელი გაგრილდება, დაუმატეთ ჩ.კ. თაფლი.
გახსოვდეთ: იმისათვის, რომ მაღალმა ტემპერატურამ თაფლის ფერმენტები არ გაანადგუროს, დაუმატეთ იგი მხოლოდ თბილ ან ცივ, ოღონდ არა ცხელ წყალს.
დარიჩინი თაფლთან ერთად გათავისუფლებთ იმ მიზეზებისგან, რომელთა გამოც ორგანიზმში გროვდება ცხიმი, მათ შორის, კნტ-ში ტოქსიკური ფენები ან სისხლის მომატებული ტუტოვანი რეაქცია.
თაფლი - ესაა ტკბილეული, ამიტომ მისი მიღებისას უნდა გახსოვდეთ ზომიერება. თუმცა, შაქარი, მაგალითად, ძირითადად შედგება საქაროზისგან, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო და მავნეა ორგანიზმისთვის, მის საკვებად გამოყენებას თანამედროვე ექიმები არ გვირჩევენ.