ასეთი აჯიკა გამოდის გამაცხელებელი და არომატული, თავისებური სიმჟავით. ამბობენ, რომ შინ მომზადებული აჯიკა ქლიავით აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას და აძლიერებს იმუნიტეტს.
აჯიკა ქლიავით
ინგრედიენტები
- 1 კგ ქლიავი
- 1 კგ ბულგარული წიწაკა
- 10-14 კბილი ნიორი
- 3 წითელი ცხარე წიწაკა
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ს.კ. მარილი
- 500 მლ ტომატ-პასტა
- 1 ჩ.კ. ძმარი
- გაწმინდეთ წიწაკა თესლებისგან, დაჭერით კუბიკებად და გაატარეთ ხორცსაკეპში. შეგიძლიათ, წიწაკა ბლენდერში დააფქვიოთ.
- გააცალეთ ქლიავს კურკები და ისიც გაატარეთ.
- ნიორი და ცხარე წიწაკა გაწმინდეთ, დაჭერით და გაატარეთ ხორცსაკეპში.
- მოათავსეთ გატარებული ინგრედიენტები ღრმა ქვაბში, დაუმატეთ ტომატ-პასტა, შაქარი და მარილი. ხარშეთ სოუსი 30 წუთით, საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად მოურიეთ. თუ სოუზს ზამთრისთვის ამზადებთ, ხარშვის ბოლოსკენ დაუმატეთ 1 ჩ.კ. ძმარი.
- ცხელი მზა აჯიკა ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში და დაახურეთ ახალი თავსახურები. გადააბრუნეთ ქილები, შეახვიეთ საბანში და გააჩერეთ გაგრილებამდე.
- მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებისგან გამოდის 4-5 ნახევარლიტრიანი ქილა აჯიკა, რომელსაც ერთ დაჯდომაზე ვერ შეჭამთ. მიირთვით იგი კარტოფილთან, ხორცთან, ახალგამომცხვარ პურთან ერთად.