გემრიელი ყაბაყი ზამთრისთვის!
ინგრედიენტები:
- 0.5-0.6 ყაბაყი
- 1 ს/კ მარილი
- 2 ს/კ შაქარი
- 50 მლ ძმარი
- 1 ჩ/ლ მშრალი მდოგვი
- კამა
- ნიორი
- წიწაკა და სანელებლები გემოვნებით
მომზადება
1. ყაბაყი გარეცხეთ, 1,5 სმ სისქის რგოლებად დაჭერით. ქილის ძირში კამა და ნიორი ჩაყარეთ. ალუბლის, შავი მოცხარის და დაფნის ფოთლები დაუმატეთ, მაგრამ ეს უკვე თქვენი გემოვნებით. თუ გსურთ უფრო ცხარე გამოვიდეს, წითელი ცხარე წიწაკა დაუმატეთ.
2. ახლა ყაბაყი მჭიდროდ ჩაალაგეთ, ეცადეთ რომ ქილის ძირში უფრო დიდი ზომის ყაბაყი მოათავსოთ და უფრო წვრილი ქილის ზემოთ. პირდაპირ ქილაში ძმარი ჩაასხით, მარილი, შაქარი და მდოგვი მოათავსეთ.
3. ახლა ქილა ბოლომდე მდუღარე წყლით აავსეთ. ქილები თბილი წყლით სავსე დიდ ქვაბში მოათავსეთ სტერილიზაციისთვის. მას შემდეგ რაც წყალი ადუღდება, ქილები კიდევ 5 წუთით დატოვეთ. შემდეგ ქილა ამოიღეთ, თავსახური დაახურეთ, გადააბრუნეთ, თბილ პირსახოცში შეახვიეთ და ბოლომდე გაგრილებამდე ასე დატოვეთ. აი ყაბაყი მზადაა!
ყაბაყის მომზადება ძალიან მარტივია, დანახარჯი მინიმუმია და ბევრ დროსაც არ საჭიროებს. ზამთარში კი მისი გასინჯვა ერთი დიდი სიამოვნებაა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ყაბაყის კერძია!
მოგეწონათ შესანიშნავი რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!