» » » გიზიარებთ ოდესური აჯიკის საიდუმლოს შაქრის და ძმრის გარეშე 

გიზიარებთ ოდესური აჯიკის საიდუმლოს შაქრის და ძმრის გარეშე 

ნამდვილი სახლში დამზადებული აჯიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ მაღაზიაში ხშირად შავ წიწაკიან პომიდვრის სოუსს ვაწყდები. 



გემრიელი სახლში მომზადებული აჯიკა ზომიერად ცხარე და სქელი უნდა იყოს, რომ კოვზი გაჩერდეს და აჯიკა ბოსტნეულს კარგად წაესვას!

ასეთი აჯიკის რეცეპტი იმდენია, რამდენი დიასახლისიც არსებობს, მაგრამ (გაკრიტიკება არ იჩქაროთ!) იდეალურ აჯიკასთან მაქსიმალურად ახლოს დგას რეცეპტი, რომლის შესახებაც ოდესაში მითხრეს.



როგორც ჩანს, მათ საკვების ფასი იციან! ოდესელების რეცეპტი საიდუმლო მარტივია: არანაირი სანელებელი, არანაირი ძმარი, მხოლოდ მზეზე მოყვანილი ბოსტნეული, ნიორი, ცხარე წიწაკა და მარილი. 

გემრიელი აჯიკა

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი

  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა

  • 1 საშუალო ზომის ხახვი

  • 2 საშუალო ზომის სტაფილო

  • 1 ვაშლი

  • 3 მცირე ზომის ცხარე წიწაკა

  • 1 თავი ნიორი

  • მარილი გემოვნებით


მომზადება

1. პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და ვაშლი ხორცის გასატერებელ მანქანაში გაატარეთ. სტაფილო გახეხეთ. ნიორი და ცხარე წიწაკა წვრილად დაჭერით. 



2. ყველაფერი ქვაბში მოათავსეთ, ცეცხლზე დადგით, აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ ცეცხლს დაუკელით და 30 წუთით ადუღეთ. 



3. ნიორი და ცხარე წიწაკა დაუმატეთ. 

4. აჯიკას კარგად აურიეთ და კიდევ 10-15 წუთით ადუღეთ. ზედმეტი სითხე აორთქლდება და აჯიკა სქელი, პასტის მსგავსი გახდება. 



5. აჯიკა მინის სტერილურ ქილებში ცხელი სახით გადაანაწილეთ. თავსახურ გადმობრუნებული ქილები პირსახოცში შეახვიეთ და აჯიკა ასე გააგრილეთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ. 

6. აჯიკა პომიდვრით და ნივრით მზადაა! გემრიელად მიირთვით!



ასეთ აჯიკას მხოლოდ ერთი მინუსი აქვს - მას ძალიან სწრაფად ჭამენ! გასაოცარი არცაა, რადგან პრაქტიკულად ნებისმიერ კერძთან მიდის, უბრალოდ პურზე წასმულიც კი ძალიან გემრიელია!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.