» » » 7 მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებები პოდაგრის სიმპტომების შესამსუბუქებლად

7 მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებები პოდაგრის სიმპტომების შესამსუბუქებლად

პოდაგრა ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დაავადება გამოწვეულია სისხლში შარდმჟავის მაღალი შემცველობით, რომელიც გროვდება სახსრებში, წარმოქმნის კრისტალებს და იწვევს ანთებას, შეშუპებასა და ტკივილებს. ყველაზე ხშირად ზიანდება სახსარი, რომელიც დიდი თითის ფალანგას ტერფთან. პოდაგრა, ასევე, ჩნდება სხვა სახსრებზეც, მათ შორის, ხელებზე, იდაყვებსა და მუხლებზე.

თუ ეჭვობთ, რომ პოდაგრა გაქვთ, მიმართეთ ექიმს. როცა დიაგნოზი დადასტურდება, მკურნალობის ძირითად ნაწილს დაუმატეთ საშინაო საშუალებები, რომლებიც შეამსუბუქებს ტკივილს.



7 საშინაო საშუალება პოდაგრის სიმპტომების შესამსუბუქებლად
რჩევების რედაქცია გთავაზობთ 7 საშუალებას, რომლებიც მოგიხსნით ტკივილსა და ანთებას, შეამცირებს პოდაგრით გამოწვეულ შეშუპებას:

  1. ბალი და ალუბალი


    ბალსა და აუბალში არსებული ანტიოქსიდანტები ამცირებს ანთებასა და პოდაგრის შეტევების სიხშირეს. იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ ამ პროდუქტისგან, მიირთვით ბუნებრივი სახით - ერთი ფინჯანი ბალი/ალუბალი ყოველდღიურად. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ მისი წვენი დღეში რამდენჯერმე.

  2. ვაშლი


    ვაშლი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც ხელს უშლის შარდმჟავას და ამცირებს პოდაგრის სიმპტომებს. იმისათვის, რომ რაციონში ვაშლის რაოდენობა გაზარდოთ, მიირთვით იგი ახალი სახით, გამოიყენეთ დესერტებში ან სალათებსა და ფაფებში.

  3. ბანანი
    7 მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებები პოდაგრის სიმპტომების შესამსუბუქებლად

    ბანანში არსებული კალიუმი გათავისუფლებთ შარდმჟავის კრისტალებისგან, რომლებიც იწვევს პოდაგრის სიმპტომებს. თქვენივე სარგებლისთვის, მიირთვით ერთი ან ორი ცალი ბანანი ყოველდღე. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ იგი სალათებს, სმუზის, ფაფებსა და დესერტებს.

  4. ჯანჯაფილი


    ჯანჯაფილი ცნობილია თავისი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით მთელი საუკუნეების მანძილზე, ამიტომ მის ფესვს იყენებენ პოდაგრის განკურნებისთვისაც. უბრალოდ დაუმატეთ რამდენიმე ნაჭერი ჯანჯაფილი საკვებს ან მოამზადეთ ჩაი ლიმონთან ერთად.

  5. ლიმონი


    ლიმონის წვენი ამცირებს შარდმჟავის დონეს სისხლში. მიირთვით ლიმონის ნაჭრები ან დაუმატეთ მისი წვენი წყალს და მიირთვით დღის განმავლობაში.

  6. ანანასი


    ანანასი ბრომელინის განსაკუთრებულად მდიდარი წყაროა. ბრომელინი არის ფერმენტი, რომელსაც ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს. ანანასის ღეროში ბრომელინის ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა, თვითონ ნაყოფი, ასევე, შეიცავს ფერმენტის რაღაც ოდენობას. შეგიძლიათ მიიღოთ ბრომელინის დანამატებიც, თუ ექიმი დაგინიშნავთ, ან რეგულარულად მიირთვათ ანანასი.

  7. ვაშლის ძმარი


    ვაშლის ძმარი კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც ატუტოვანებს თქვენს ორგანიზმს და ებრძვის დაავადებებს, რომლებსაც შარდმჟავის მაღალი შემცველობა იწვევს. პოდაგრის სამკურნალოდ დაუმატეთ 1 ჩ.კ. ძმარი ერთ ჭიქა წყალს და დალიეთ ეს ხსნარი დღეში 2-3ჯერ.


ზემოხსენებული საშუალებების გარდა, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციასაც:
  • მიირთვით დიდი რაოდენობით სუფთა წყალი (8 ჭიქა დღეში, არანაკლებ), რათა გამორეცხოთ ორგანიზმიდან შარდმჟავა.
  • შეზღუდეთ მავნე პროდუქტებისა და ინგრედიენტების რაოდენობა რაციონში, მათ შორის, მარილი, რაფინირებული შაქარი და კოფეინი.
  • თუ პოდაგრა ფეხის სახსრებზე მიმაგრდა, ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რათა მოერიდოთ ჭარბ ზეწოლას სახსრებზე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.