» » » 7 პროდუქტი, რომელთა მიღებაც პოდაგრის დროს აკრძალულია 

7 პროდუქტი, რომელთა მიღებაც პოდაგრის დროს აკრძალულია 

პოდაგრა უსიამოვნო ავადმყოფობაა, რომელიც კაცობრიობისთვის უძველესი დროიდან ცნობილია. ეს დაავადება ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რომლის დროსაც სხეულში დიდი რაოდენობით შარდის მჟავა გროვდება. ამ უსიამოვნების შეტევები საშინელ ტანჯვას იწვევს. მას შეიძლება თავი სწორი კვებით დააღწიოთ. 



მიუხედავად იმისა, რომ პოდაგრა განუკურნებელია, მისი შეტევები შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოთ. როგორ? საკმარისია უბრალოდ რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტი გამორიცხო. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ რისი მირთმევა არ შეიძლება პოდაგრის დროს და რომელი პროდუქტი არის სასტიკად აკრძალული.

კვება პოდაგრის დროს



კვება პოდაგრის დროს
როგორც კი პურინის მეტაბოლიზმის დარღვევა ხდება, ადამინს პოდაგრა ეწყება. შარდის მჟავას რაოდენობა ორგანიზმში უბრალოდ დიდი მასშტაბით იზრდება. ასეთ პროცესს იქამდე მივყავართ, რომ პერიარკულარული ქსოვილებში შარდის მჟავას მარილები დაგროვებას იწყებს. მოდით გავარკვიოთ, რომელი პროდუქტები მოხვდნენ ამ სიაში. 


  1. ცორც პროდუქტები

    ცორცის პროდუქტები
    ​პოდაგრით დაავადებულმა მკაცრი დიეტა უნდა დაიცვას. პირველ რიგში, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ - ხორცის პროდუქტები. განსაკუთრებით ეს ეხება გულს, ღვიძლს და თირკმელს. აკრძალულია ღორი და ბატი, უმჯობესია თუ რაციონიდან საერთოდ ამოიღებთ. 

    ცნობილი და ყველაზე საყვარელი ქათმის ფეხები შარდის მჟავას მაღალი შემცველობით არის გამორჩეული. ხოლო ქათმის მკერდი ამ მხრივ უფრო უსაფრთხოა. სრულად ხორცის გარეშე დარჩენა არ შეიძლება, ამიტომ ქათმის ფილე შეგიძლიათ დატოვოთ. უბრალოდ მისი მოხმარება შეზღუდეთ. 



  2. თევზი

    თევზეული
    ზოგიერთი თევზის სახეობა დიდი რაოდენობით პურინს შეიცავს და პოდაგრის დიეტის სრულად არ არის შესაფერისი: ქაშაყი, კალმახი, შპროტი და სარდინი. თევზის კონსერვიც უნდა დაივიწყოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რაციონიდან თევზის ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან მასში უბრალოდ დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები არის, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელია.



  3. ბოსტნეული

    ბოსტნეული
    ბოსტნეული პოდაგრის დროს შეუზღუდავად მიიღეთ, მაგრამ დააკვირდით მათ შორის კომბოსტო და მჟაუნა არ უნდა იყოს. ასევე ბოლოკი და პირშუშხა უნდა გამორიცხო. აკრძალულია ისპანახიც. 



  4. პარკოსანი

    პარკოსანი კულტურები
    პურინის მაღალი შემცველობით პარკოსანი გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მათი რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. პარკოსანი, განსაკუთრებით, ბარდა ცილებით არის მდიდარი ერთი თეფში გოგრის წვნიანს შეუძლია პოდაგრის შეტევა გამოიწვიოს და დაავადებულის მდგომარეობა გაართულოს. 



  5. სოკო

    სოკო
    პურინის დონის ექსპერტული კვლევის შედეგების მიხედვით 1 ადგილას თეთრი სოკო აღმოჩნდა. პროდუქტი პოდაგრით დაავადებულისთვის კატეგორიულად აკრძალულია. პურინის რაოდენობა მთელი მასის 12,8%-ს შეადგენს. ქამა სოკო და თეთრი სოკო ახალი სახით 5.5%-ს აკრძალულ ინგრედიენტს შეიცავს. სოკოს წვნიანის, სოუსის და ბულიონის მიღება დაავადებულის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. 



  6. სანელებლები

    სანელებლები
    სანელებლები - განსაკუთრებული შეკითხვაა. ზოგიერთ ადამიანს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პოდაგრის დროს სანელებლები სასტიკად აკრძალულია. აქვე სამკურნალო ნაყენები, რომლის შემადგენლობაშიც სანელებლები შედის. ასეთი ნაყენი სასურველი შედეგის ნაცვლად მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. 



  7. ალკოჰოლი

    ალკოჰოლური სასმელები
    ყველაზე მთავარი პროდუქტი, რომელიც პოდაგრის დროს აკრძალულია - ესაა ალკოჰოლი. ნებისმიერი ალკოჰოლი, გამონაკლისის გარეშე. არსებობს მითი, რომ პოდაგრა წითელი ღვინით განიკურნება. მაგრამ ეს მითია! ნებისმიერი სპირტიანი სასმელი უკუჩვენებულია პოდაგრით დაავადებულისთვის. ღვინო ორგანიზმში შარდის მჟავას რაოდენობას ზრდის და საშინლად მტკივნეულ შეტევებს იწვევს პოდაგრის დროს. 




აი, ასეთი პატარა პროდუქტების სია, რომელიც აკრძალულია. სწორედ ისინი იწვევენ დაავადების შეტევებს, საშინელ ტკივილს და ტანჯვას. დიახ, პოდაგრას განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი შეკავება შეიძლება, თუ მხოლოდ სწორ პროდუქტებს მიიღებთ, რომლებიც შარდის მჟავის დონეს ამცირებს. 

არ დაგავიწყდეთ პოდაგრის სახლის საშუალებების შესახებ, რომლებიც მოულოდნელ შეტევებს გაუმკლავდება. ამისთვის საჭირობა სწორი პროდუქტი შეარჩიოთ. მისდიეთ წესებს და იყავით ჯანმრთელი! მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.