პოდაგრას თან ახლავს ძალიან ძლიერი ტკივილები სახსრებში, ართრიტის შეტევები, კანქვეშა ახალწარმონაქმნები, თირკმლის კოლიკები. პაციენტს აღენიშნება თითის ძვლების, კოჭისა და ტერფების სისუსტე. რეგულარული კონტროლი - გამოსავალი ერთადერთია. ხოლო თუ თქვენ საშინაო თერაპია გაინტერესებთ..
დიეტა პოდაგრის დროს
სპეციალისტები გვირჩევენ ვეგეტარიანულ დიეტას. ჩართეთ რაციონში ხილის ნახარშები, რძის პროდუქტი, ბოსტნეულის სუპები, დიდი რაოდენობით რძემჟავის პროდუქტი. აუცილებლად მიირთვით მეტი ხაჭო და რბილი ყველი, მაკარონი და ფაფები.
ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად ითვლება სტაფილო და თეთრი კომბოსტო, ყაბახი და კარტოფილი, კიტრი და ბადრიჯანი. შეამცირეთ სატაცურის, ნიახურის, ისპანახისა და ბოლოკის მოხმარება.
თუ ძალიან გიჭირთ მარილზე უარის თქმა, სცადეთ მისი შემცირება მაინც, საკვების მომზადებისას. აუცილებლად მიირთვით დიდი რაოდენობით სუფთა წყალი მთელი დღის მანძილზე და დაუმატეთ მწვანე და ბალახის ჩაი, ლიმონი, ასკილი, ნატურალური ბურახი ან ახალდაწურული ხილის წვენი.
დაავადების გამწვავება სიგნალია იმის შესახებ, რომ რაციონიდან უნდა გამორიცხოთ თევზი და ხორცი. ყოველი მესამე დღე უნდა განიტვირთოთ (ხილი და ბოსტნეული, კეფირი, უცხიმო ხაჭო).
თევზისა და ხორცის გარდა, უარი უნდა თქვათ ყველა სახის პარკოსან მცენარეზე, მაგარ ყავასა და ჩაიზე, შოკოლადზე, კრემიან ტკბილეულზე, ლეღვზე, ყურძენსა და ჟოლოზე. ცხარე საკვებიც აკრძალულია.
დიეტა გეხმარებათ ნივთიერებათა მიმოცვლის ნორმალიზებაში, რაც პოდაგრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. აი გარეგან ნიშნებთან საბრძოლველად კი სხვა საშუალება - სოდა გჭირდებათ. სწორედ ეს თეთრი ფხვნილი ახდენს მცირე სასწაულებს.
სოდა პოდაგრის დროს
სოდის აბაზანები ხსნის სახსრების დაღლილობას, რისი მიზეზიც ძვალზე გამონაზარდია. გახსენით 3 ლ თბილ წყალში 3 ს.კ. სოდა და 9 წვეთი იოდი. ჩაალაგეთ ფეხები ხსნარში 5-7 წუთით. დაღლილობა უეცრად მოიხსნება.
მოამზადეთ სპეციალური მალამო 0.5 ს.კ. სოდით, 30 გ დახეხილი 72%-იანი საპნით, 100 მლ მზესუმზირის ზეთითა და 50 მლ ნავთით. შეინახეთ ბნელ ადგილას 72 საათით. შემდეგ წაისვით მალამო სახსრებზე, გადაიხვიეთ გასათბობად. გააჩერეთ 30 წუთით მაინც.
ზოგი პაციენტი სოდის ხსნარს შინაგანად იღებს, ეფექტის გასაძლიერებლად. თუმცა, ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის. თუ დიეტასა და ექიმის რეკომენდაციებს არ დაიცავთ, ეს თეთრი ფხვნილიც კი ვერაფერს გიშველით.
ადრე ამბობდნენ, რომ პოდაგრა მდიდრების დაავადებაა, რადგან იგი აწუხებთ მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც თევზსა და ხორცს მიირთმევენ.