ზოგ შემთხვევაში, ტკივილის გაყუჩება შესაძლებელია ნატურალური საშუალებებისა და ფიზიკური სავარჯიშოების გამოყენებით.
რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ მარტივ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ ზურგის ზედა, შუა და ქვედა ნაწილებში ტკივილისა და დაძაბულობის მოხსნაში.
- სითბო და ნახევრადმჯდომარე ძილი
თუ ხშირად იღვიძებთ წელის ტკივილებით, მიიდეთ საღამოობით სათბური პლობემურ ზონაში. სითბო კარგად ადუნებს კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის სპაზმებს.
დილაობი
თ ზურგის ტკივილი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ მატრასი ან ბალიში, რადგან ისინი სხეულის არასწორ პოზას ქმნის და ხერხემალს უხერხულ პოზიციაში ტოვებს.
სცადეთ წოლა სხვადასხვა პოზაში, რათა უფრო შესაფერისი პოზა იპოვოთ. ზოგიერთი სპეციალისტი გვირჩევს მჯდომარედ ძილს, რათა შევამსუბუქოთ დაძაბულობა და ტკივილი წელის არეში. - ეპსონის მარილის აბაზანა
თუ ზურგის ტკივილი ყოველდღიური სტრესისა და გადაღლის შედეგია, მასთან გამკლავებაში 20-წუთიანი ეპსომის მარილის აბაზანა გაიკეთეთ. მაგნიუმის სულფატი შესანიშნავად ხსნის ტკივილსა და სპაზმებს კუნთებში, ასევე, ადუნებს ხერხემალს.
უნდა აღინიშნოს, რომ აბაზანა უნდა მიიღოთ მწოლარე და არა მჯდომარე მდგომარეობაში: ეს უზრუნველყოფს ხერხემლის საუკეთესო მდგომარეობას და მაქსიმალურად იყენებს მომადუნებელ ეფექტს! Arthritis Foundation-ის თანახმად, წყლის ტემპერატურა 33-38°C უნდა მერყეობდეს. - მასაჟი
ნუ უგულებელყოფთ ამ პოპულარულ საშუალებას ტკივილის მოხსნისთვის. მასაჟის რამდენიმე სეანსი მძლავრად იმოქმედებს ორგანიზმზე. ეს სასიამოვნო პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამსუბუქებს სტრესს, ადუნებს კუნთებს და აძლიერებს ენდორფინის გამომუშავებას - ესაა ჰორმონი, რომელიც მოქმედებს ტკივილგამაყუჩებლად.
რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ პროფესიონალს მიმართავთ, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ, გაიკეთეთ მასაჟი დამოუკიდებლად.
ფიზიოთერაპევტები ბობ შრუპი და ბრედ ჰეინეკი გვასწავლიან ზურგის ტკივილის შემცირების 3 ეფექტურ საშუალებას, საკუთარი სხეულის დაზელით. - იოგა
იოგა მძლავრი ინსტრუმენტია სხეულზე მუშაობისთვის. იგი არამხოლოდ აძლიერებს კუნთებს, არამედ უზრუნველყოფს ხერხემლის ღრმა მოდუნებასა და გაწელვას, იდეალურად ხსნის სტრესს. ამ ვიდეოში რამდენიმე ეფექტური სავარჯიშოა ზურგის ტკივილის შესამსუბუქებლად: - ფიზიკური სავარჯიშოები
თუ ზურგის ტკივილი განპირობებულია ცხოვრების უმოქმედო წესით, თქვენ დაგეხმარებათ სპეციალური ფიზიკური სავარჯიშოები. ისინი ხერხემალს უბრუნებენ მოქნილობას, სახსრებს კი - ჯანმრთელობას.
თუმცა, თუ თქვენი ზურგის ტკივილი ტრავმის ან ჭარბი ფიზიკური სავარჯიშოების შედეგია, გამოიყენეთ უფრო მსუბუქი სავარჯიშოები (ცურვა, ძუნძული, ველოსპორტი, პილატესი).
გთავაზობთ რამდენიმე საშიშ ნიშანს, რომლებიც მიუთითებს სამედიცინო გამოკვლევების აუცილებლობაზე:
- უსიამოვნო შეგრძნნებები ზურგის არეში გრძელდება 6 კვირაზე მეტხანს.
- ტკივილი სულ უფრო ინტენსიური ხდება (ნებისმიერი საშუალების გამოყენების მიუხედავად).
- გაქვთ გარკვეული დამატებითი სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, კუჭის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხელებისა და ფეხების გაბუჟება.
- ტკივილი იცვლის ინტენსიობასა და ხასიათს.