» » » "არ მინდა, დროზე ადრე მოვკვდე" - გოგონამ ვეგეტარიანელობაზე უარი თქვა და გამოჯანმრთელდა

"არ მინდა, დროზე ადრე მოვკვდე" - გოგონამ ვეგეტარიანელობაზე უარი თქვა და გამოჯანმრთელდა

სტატისტიკის მიხედვით, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ხორცზე. ვიღაც ესთეტიკური მიზეზებით, სხვა - სინდისის გამოხატულების გამო, ვიღაც კი მოდური ტენდენციების გამო. და მაინც, რა არის უკეთესი: ხორცის მირთმევა თუ მასზე უარის თქმა? თუ ფიქრობთ, რომ ვეგეტარიანელობა მივიწყებულია, სერიოზულად ცდებით. ჩვენ ორივე ხელით ვემხრობით ხორცს და მის არსებობას ზრდასრული ქალის ყოველდღიურ რაციონში. იმისათვის, რომ საბოლოოდ თქვენც დაგარწმუნოთ, ჩვენ მოვამზადეთ მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ხორცზე უარის თქმა ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ქალის გარეგნობაზე.



ბევრი დარწმუნებულია, რომ ხორცი მხოლოდ მამაკაცის საკვებია. იგი ძლიერ სქესს ანიჭებს ამტანობას და კარგად ანაყრებს. თუმცა, ხორცი სუსტ ქალბატონებსაც სჭირდებათ! რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომ უნდა მიირთვას ხორცი სუსტი სქესის წარმომადგენელმა რეგულარულად და ყოველგვარი უარის გარეშე" მოიხმაროს ცხოველური წარმოშობის პროდუქტი. ასევე, გაგაცნობთ დიეტოლოგების რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

რომელი ხორცია უფრო სასარგებლო
ნიდერლადელმა კრისტელ კასუმიმ საკუთარი გამოცდილებით წარმოგვიდგინა, თუ რა ცვლილებები ხდება ქალის ორგანიზმში, თუ იგი უარს ამბობს ხორცზე დიდი ხნის მანძილზე, შემდეგ კი ისევ რთავს რაციონში ამ პროდუქტს. სულ პატარა გოგონამ დაიცვა ვეგანური დიეტა მთელი 4 წლის მანძილზე, იღებდა მხოლოდ ხილს, ბოსტნეულსა და მცენარეულ ცხიმს.



რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კრისტელს ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა: მუდმივი შფოთვა, კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება, საჭმლის მომნელებელი პროცესების დარღვევები, მენსტრუაციის შეწყვეტა 4 თვით. როცა საკვები გოგონასთვის დაავადების წყარო გახდა, მან უარი თქვა ვეგანობაზე და შეამჩნია, რომ თვალსა და ხელშუა დაიწყო გარდასახვა.



გოგონამ გაუმჯობესება Twitter-ზე თავის მიმდევრებს გაუზიარა: "მარცხნივ ვეგანია, რაციონში დიდი რაოდენობით ხილითა და ბოსტნეულით. მარჯვნივ: ცხოველური პროდუქტის 3-კვირიანი მოხმარების შედეგი. კანი გაუმჯობესდა, სახე ნაკლებად შესიებული. ყველაზე მეტად მომწონს იმის გააზრება, რომ ნაადრევად არმოვკვდები."



ახლა კრისტელი დროდადრო გვიზიარებს ხორცისშემცველ მენიუს და ქალებს მოუწოდებს, არ თქვან უარი ამ ძვირფას პროდუქტზე. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ხორცი ქალის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს. თუმცა, რომელი ხორცი? ქათამი თუ ძროხა, იქნებ ღორი? ყველაზე სასარგებლო ხორცი ქალისთვის - რომელია? ხორცის 4 სახეობა, რომლებიც ქვემოთაა მოცემული, ყველაზე სასარგებლოა ქალებისთვის.

  1. კურდღლის ხორცი
    კურდღლის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე დიეტური პროდუქტია, სწორედ ამიტომ, ჩვენ იგი სიის პირველ ადგილზე მოვათავსეთ. ცილისა და სასარგებლო მიკროელემენტების უხვი წყარო უნდა მიირთვათ რეგულარულად, განსაკუთრებით, ქალბატონებმა. კურდღლის ხორცი სწრაფად ანაყრებს შიმშილს, არ იწვევს წონაში მატებას და ამიტომ #1 პროდუქტია დიეტური კვებისთვის.



  2. ძროხის ხორცი
    ძროხის ხორცი პოპულარულია დაბალკალორიულობის, ცხიმების მინიმალური შემცველობისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო. სხვათაშორის, რკინის საუკეთესო წყაროდ ძროხის ღვიძლი ითვლება, რომლის სისტემატური მიღებაც ანემიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაა. ძროხის ხორცის ახალ ნაჭერში B ჯგუფის ვიტამინების, A, C, E, K და PP ვიტამინების მთელი სპექტრია, ასევე, ელასტინი და კოლაგენი.
    ძროხის ხორცის მოხმარება ავსებს კოლაგენის მარაგს ბუნებრივი გზით, რითიც ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, კანს უბრუნებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს. ამასთან, დიდი, რქიანი საქონლის ხორცის მიღება დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე, ამცირებს მჟავიანობას.



  3. ქათმის ხორცი
    ქათამი - დიეტური კერძების ხშირი ინგრედიენტია, რომელიც ქალური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. დიეტოლოგები ამ ხორცის მიღებას ურჩევენ იმ ქალბატონებს, რომლებსაც ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ, რადგან ეს პროდუქტი გვიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, ასევე, დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის მუშაობაზე.

    ქათმის ხორცი არანაკლებ სასარგებლოა ქალებისთვის, რომლებსაც აწუხებთ უძილობა, მუდმივი სტრესი და დეპრესია. ქათმის ხორცი, პრაქტიკულად, არ შეიცავს ნახშირწყლებს, სამაგიეროდ, შეიცავს ცილას, ვიტამინებსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ქალის ჯანმრთელობასა და სილამაზე.



  4. ინდაურის ხორცი
    ნაზი და სავსებით უცხიმო ინდაურის ხორცის მომზადებას განსაკუთრებული კულინარიული უნარები არ სჭირდება, მისგან კი უამრავი სასარგებლო და გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება: ინდაურს წვავენ, თუშავენ, აცხობენ, ამზადებენ სალათებს და ტენიან ბოსტნეულითა და ხილით. ინდაურის ხორცი შეიცავს A და E ვიტამინებს, უფრო მეტ ნატრიუმს, ვიდრ ძროხა ან ხარი, იმდენივე ფოსფორს, რამდენსაც თევზი. იგი შეუცვლელი პროდუქტია ქალის ორგანიზმისთვის.


ხორცის სარგებელი ორგანიზმისთვის ეჭვს არ ექვემდებარება: ცხიმების, ქოლესტერინისა და სასარგებლო მიკროელემენტების ნაკლებობა, რომლებსაც ხორცი შეიცავს, ზრდის ალერგიის, დეპრესიისა და კიბოს წარმოქმნის რისკს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.