Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ გასტრონომიული უპირატესობების ფსიქოლოგიურ გაშიფრვაზე, რომელსაც ექიმი სულე გვთავაზობს.
გემოვნური უპირატესობები
თითოეული პროდუქტი, რომელსაც ჩვენ რაციონიდან გამოვრიცხავთ, ფლობს კონკრეტულ სიმბოლურ აზრს. ანუ, პროდუქტზე უარის თქმა ქვეცნობიერის დონეზე ხდება და უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. მოდით, გავეკრკვეთ, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე.
- ვეგეტარიანელობა
ხორცზე უარის თქმა, ფსიქოლოგიურ დონეზე, ნიშნავს საკუთარივე აგრესიისგან გაქცევის სურვილს, ასევე, სიკვდილის შიშზე მეტყველებს. ესაა სიკვდილისგან დამალვის მცდელობა. ამრიგად, ვეგეტარიანელობა მეტყველებს საკუთარი აგრესიის წინაშე შიშს. იმის ნაცვლად, რომ მოვლენებს ფხიზლად, ცივი გონებით შეხედოთ და გადაწყვეტილება მიიღოთ, პრობლემებზე უბრალოდ თვალს ხუჭავთ. - რძეზე უარის თქმა
რძე - საკვები პროდუქტი, რომელსაც დაბადებისთანავე ვიღებთ. ნებისმიერი ადამიანისთვის იგი დედასთანაა დაკავშირებული, რძის პროდუქტზე უარის თქმა კი ქვეცნობიერის დონის სურვილია, გათავისუფლდეთ დედობრივი კონტროლისგან. ეს ეხება შაქარსაც, რადგან იგი, სუფთა სახით, დედის სიმბოლოდ აღიქმება.
თუ ადამიანი რძეს სოიოთი ან სხვა მცენარეული რძით ანაცვლებს, ეს მიუთითებს პრობლემაზე თვალის დახუჭვის სურვილს. - რძე - დედის, პური - მამის
თუ რძე დედას გვაგონებს, პური - მამის სიმბოლოა. ყველა პატრიარქალური ცივილიზაცია ხომ პურეული კულტურის ირგვლივ განვითარდა. პურზე უარის თქმა მიუთითებს მშობლების საყვედურებისა და კონტროლისგან გათავისუფლების სურვილზე. თუ ერთდროულად უარს ამბობთ რძესა და პურზე, ეს დიდ პრობლემებზე მიუთითებს ნათესავებთანაც. - Seignalet
ეს დიეტა ძალიან პოპულარული იყო 80-იან წლებში. იგი მეტყველებდა დაავადების გაჩენაში ოჯახური კონფლიქტების როლზე. თავად დიეტოლოგი, რომელმაც ეს დიეტა შეიმუშავა, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. სწორედ ეს ორგანოა ოჯახური ურთიერთობებისა და იმ განცდების სიმბოლო, რომლებიც ოჯახში სიყვარულის უკმარისობასთანაა დაკავშირებული. - მცენარეული ზეთი
არსებობდა კიდევ ერთი დიეტა, რომელიც დიეტოლოგ კუზმინს მიეწერება. იგი გვთავაზობდა, შეგვემცირებინა რძისა და პურეულის მოხმარება, მის ნაცვლად კი მეტი მცენარეული ცხიმი მიგვეღო. ზეითუნის ზეთი სტრუქტურით ძალიან ჰგავს დედობრივ რძეს. ექიმი სულე თვლის, რომ ეს დიეტა უხდება მათ, ვისაც თავისი ფესვების პოვნა და ოჯახთან ურთიერთობის დალაგება სურთ. - პროტეინის დიეტები
ეს დიეტები ჩვენივე ცილებთან გვაგზავნის, რომლებიც ჩვენს მეხსიერებასა და ემოციებს ატარებენ. ისინი გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან. გამოდის, რომ ცილების დიეტა ქვეცნობიერული სურვილია დამოუკიდებლობისა. - მონოდიეტა
ნებისმიერი მონოდიეტა მოიცავს კონკრეტულ საკვებ პროდუქტს. აქ უნდა გაითვალისწინოთ, ზუსტად რომელ პროდუქტს აირჩევთ. მაგალითად, ყურძნის დიეტა იზობილიისკენ მისწრაფებას აღნიშნავს. - დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით
ასეთი დიეტის მიმდევრები ეძებენ რწმენის გამყარების, ფესვების პოვნისა და საკუთარი წარმომავლობის უკეთ შესწავლის შესაძლებლობებს. ამასთან, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას.