Rchevebi,com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ხორცის ლღობისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას აყენებს ზიანს.
- ცხელი ლღობა
ნუ დაასხამთ საყინულედან გამოღებულ ხორცს მდუღარე ან თბილ წყალს. თქვენ ხომ იდეალურ პირობას ქმნით მავნე ბაქტერიების გასამრავლებლად. ასეთი ლღობის შემდეგ, შესაძლოა, სერიოზული დაავადება გაგიჩნდეთ. შესაძლებელია, გაგიკვირდეთ კიდევაც, მაგრამ ხორცის სწორად გალღობა ხდება ცივ წყალში, რომლის ტემპერატურაც 0 გრადუსთან ახლოსაა. ეს სწრაფი და უსაფრთხოა. - გალღობა მაცივარში
ზოგიერთი დიასახლისი თავს ჭკვიანად თვლის და საყინულიდან ხორცს არა ღია ჰაერზე, არამედ მაცივრის ქვედა თაროებზე ათავსებს. მაცივარში მართლაც შესაძლებელია ხორცის გალღობა, თუმცა მხოლოდ ყველაზე ქვედა თაროზე, რაღაც ჭურჭელში. სხვაგვარად, ზედა თაროდან სისხლი იწყებს ჩამოწვეთას, სითხე მთელ პროდუქტზე აღმოჩნდება, რაც ბაქტერიებისა და სოკოების გაჩენის პირობას ქმნის. - გალღობა სხვა პროდუქტთან ერთად
არ შეიძლება გაყინული ხორცის ბოსტნეულთან(გაყინულთანაც კი!), სანელებლებთან და მსგავს პროდუქტთან ერთად მოთავსება. როგორც მიხვდით, მსგავსი კომბინაცია ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გავრცელებას. ამასთან, ხორცის ორი სხვადასხვა სახეობაც არ უნდა გალღვეს ერთი ჭურჭელში. მანამ, სანამ ხორცს სხვა პროდუქტთან ერთად მოათავსებთ, დარწმუნდით, რომ მთლიანად გალღვა. - ხორცის რეცხვა
არ გარეცხოთ ხორცი, სანამ იგი არ გალღვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხორცზე არსებული ბაქტერიები გადავა ნიჟარაზე, ხელებზე, ჭურჭელზე.. ხორცის გარეცხვა აუცილებელია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება. - განმეორებითი გაყინვა
გახსოვდეთ: ხორცი იყინება ერთხელ! თუ იგი გაალღვეთ, მაგრამ კერძის მოსამზადებლად მთლიანად არ დაგჭირდათ, არ დააბრუნოთ იგი საყინულეში. ან რამე სხვა მოამზადეთ, ან ერთი დღით მაცივარში შედგით და მეორე დღეს მოამზადეთ სხვა კერძი. განმეორებითი გაყინვა და გალღობა ხორცს გემოვნურ თვისებებს უკარგავს, ამიტომ, კერძი აღარ გამოვა ისეთი, როგორიც უნდა გამოსულიყო. გარდა ამისა, ხორცზე გროვდება დიდი რაოდენობით პარაზიტი.
თუ განმეორებით გაყინეთ ხორცი, მომზადების დროს იყავით ფრთხილად. უმჯობესია, მოხარშოთ იგი და მხოლოდ შემდეგ შეუდგეთ კერძის მომზადებას. - ფენით გალღობა
სასაცილოდ ჟღერს, თუმცა, ბევრი დიასახლისი, განსაკუთრებით კი დამწყები, ასე იქცევა. გაყინულ ხორცზე ცხელი ჰაერის ზემოქმედებით ზედაპირი ცხელდება, შიგნით კი ყინული რჩება. ამიტომ, ნუ გაალღობთ ხორცს ნურც ფენით და ნურც მიკროტალღურ ღუმელში. - გაყინული ხორცის მომზადება
ფიქრობთ, რომ თხელ ნაჭრებად ხორცის დაჭრით გეძლევათ მისი ტაფაზე შეწვის საშუალება? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ არ ღირს. ხორცი გადაიწვება გარედან, შიგნიდან კი ძალიან მყარი გამოვა. იგი ტაფიდან ზეთის შხეფებსაც გამოისვრის.