მათ უნიკალური შემადგენლობა აქვთ, რომელიც მდიდარია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით, რაც ღირსეულ კონკურენციას უწევს საუკეთესო პოლივიტამინებსა და ბად-ებს(ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს).
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომ უნდა მიირთვათ დროდადრო ხამანწკები, განსაკუთრებით 40+ ასაკში და როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ხარისხის პროდუქცია.
როგორ მიირთმევენ ხამანწკებს
საფრანგეთში ხამანწკა ადგილობრივი სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად ითვლება. როგორც ღვინის შემთხვევაში, საოჯახო ფერმერები ზრდიან მოლუსკებს მთელი ატლანტისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ. ხამანწკის რბილობი სასარგებლო ნივთიერებების უნიკალური ბიოლოგიური ნაერთია, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია. 100 გ ამ პროდუქტში სულ 72 კალორიაა.
იმისათვის, რომ ხამანწკისგან სარგებელი მიიღოთ, აუცილებელია მისი სწორად შერჩევა და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მიირთვათ. ყველა ხამანწკა სპეციალურ აკვარიუმში უნდა ინახებოდეს, სუფთა წყალში. ცოცხალი ხამანწკა წყალში ოდნავ იხსნება. ყიდვის შემდეგ შეგიძლიათ იგი ყინულზე მოათავსოთ და მიირთვათ არაუგვიანეს 1 საათში. მკვდარი ხამანწკა ხომ სასარგებლო არაა და არც გასტრონომიულ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ხამანწკა უნდა გახსნათ ხელსახოცით, რათა ხელი არ დაიზიანოთ. მისი წვენი გამჭვირვალე უნდა იყოს, რბილობი კი მკვრივი და მწვანე ან იისფერი ელფერის გარეშე. ხამანწკა სუფრაზე იდება ყინულთან და ლიმონის ნაჭერთან ერთად. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სოუსებიც, თუმცა ეს სამოყვარულო დონეა. ასევე, ხამანწკას აცხობენ, თუმცა იგი სასარგებლო თვისებების ნაწილს კარგავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - რაც უფრო დიდია ხამანწკა, მით უფრო ბებერი და უგემურია იგი.
ხამანწკებს დიდი რაოდენობით სამკურნალო თვისებები და ნივთიერებები აქვთ შემადგენლობაში, რაც მათ საკვებ ღირებულებას ხსნის ადამიანისთვის. ხამანწკის რბილობში შედის A, C, D ვიტამინები და B ჯგუფის ყველა ვიტამინი, დიდი რაოდენობით მინერალები: მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, იოდი, სპილენძი, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, ქრომი, ფტორი, მოლიბდენი და ნიკელი. სწორედ თუთიის(ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას) მაღალი დონის გამო ითვლება ხამანწკა აფროდიზიაკად.
ხამანკის ლიპიდური შემადგენლობა მოიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს - ომეგა-3 და ომეგა-6. ცილოვანი შემადგენლობა - უმნიშვნელოვანესი ამინომჟავები, რომელთა უმეტესობაც შეუცვლელია, ამიტომ ითვლება ხამანწკა ძალიან სასარგებლო საკვებად.
ხამანწკების სასარგებლო თვისებები
- ფტორის მაღალი კონცენტრაცია აძლიერებს ძვლებსა და კბილის ემალს ბიოდანამატების გარეშე.
- აღადგენს იოდის დეფიციტს, აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
- აძლიერებს და აფართოებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, დადებითად მოქმედებს გულის კუნთებზე.
- ხამანწკის ხორცი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ართრიტის, ართროზის, კანის დაავადებებისა და ჰორმონალური დისბალანსის პროფილაქტიკისთვის.
- ახორციელებს სედატიურ ეფექტს ნერვულ სისტემაზე: გვეხმარება ქრონიკული დეპრესიის, უძილობისა და მომატებული გაღიზიანებადობის დროს.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- გამოდევნის ქოლესტერინს სისხლიდან.
- ხშირი მოხმარების შედეგად უმჯობესდება მხედველობა.
- ხამანწკებით ჩინურ მედიცინაში ამზადებენ პრეპარატებს თავის ტკივილების წინააღმდეგ.
- ხამანწკები სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ისინი შეიცავს ამინომჟავების ისეთ იშვიათ ნაერთებს, რომლებიც ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, აუმჯობესებს პროსტატის ჯირკვლის ფუნქციონირებას, ზრდის პოტენციას. აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ხელს უშლის სწრაფ გამელოტებას.
- დადებითად მოქმედებს ქალის ჰორმონალურ ფონზე, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას.