» » » 20 აუცილებელი მინერალული ნივთიერება, რომელიც ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია

20 აუცილებელი მინერალული ნივთიერება, რომელიც ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია

არსებობს 100-მდე მინერალური ნივთიერება, რომელთაგან 20 ადამიანის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.

მაგნიუმი - ცილებისა და ნახშირწყლების სინთეზისთვის საჭირო ფერმენტების შემადგენლობაში შედის. მას დამამშვიდებელი, სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება აქვს.
მაგნიუმით მდიდარია მცენარეული სურსათი, განსაკუთრებით - ქატო, სოიის ფქვილი, ტკბილი ნუში, ნიგოზი, ბარდა, ხორბალი, გარგარი, თეთრთავა კომბოსტო.

კალიუმი - ნივთიერებათა ცვლის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, იგი აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისთვის.
კალიუმი უხვადაა გარგარის ჩირში, ლეღვში, ფორთოხალში, მანდარინში, კარტოფილში (500 გ კარტოფილი კალიუმის დღიურ მოთხოვნილებას მთლიანად აკმაყოფილებს). K-ით მდიდარია ასკილი, შავი მოცხარი, მარწყვი, საზამთრო, ნესვი, სოია, ალუჩა, კიტრი, ბრიუსელის კომბოსტო, თხილი, ნიგოზი, ოხრახუში, ქიშმიში, ქლიავი, ჭვავის პური და შვრია.

კალციუმი - ძვლებისა და კბილების ერთგვარი საშენი მასალაა. ის მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, აქტიურად არის ჩართული გულის კუნთის შეკუმშვის აქტში. Ca უამრავ პროდუქტშია, მაგრამ ყველაზე იოლად მაინც რძის ნაწარმიდან შეითვისება (კალციუმის შეთვისებაში კი D ვიტამინი მონაწილეობს). დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისია ნახევარი ლიტრი რძე ან 100 გრამი ყველი. კალციუმს უხვად შეიცავს ლობიო, სოიო, ოხრახუში, ხახვი, გარგარის ჩირი, ვაშლი, ტკბილი ნუში, კვერცხის გული.
გახსოვდეთ: თერმული დამუშავებისას (ადუღებისას, შეწვისას, მოხრაკვისას) პროდუქტი 25%-მდე კალციუმს კარგავს. ამ ელემენტის შეთვისებას კი ხელს უშლის ჭვავის პური, მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი და საზოგადოდ ცხიმიანი საკვები.

ნატრიუმი - მონაწილეობს კუჭის მჟავის წარმოქმნაში, თირკმელების მიერ ცვლის პროდუქტების გამოდევნაში, ზოგიერთი ფერმენტის გააქტიურებაში, სისხლის მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში. Na-ს ძირითადი წყარო სუფრის მარილია. უმჯობესია, მარილი (მეტად მცირე რაოდენობით) კერძს მომზადების შემდეგ მოაყარონ და არა მომზადებისას.

ფოსფორი - ნივთიერება ცვლის პროცესების აქტიური კომპონენტია. იგი ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის. მისი დეფიციტი ნეგატიურად აისახება მეხსიერებაზე, მხედველობაზე. ფოსფორით მდიდარია რძე, ხაჭო, ყველი, სოკო, კვერცხის გული, ნიგოზი, ბრინჯი, სოიის ფქვილი, ხორბლის პური, ბოლოკი, ბარდა, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ძროხის ხორცი, ღვიძლი, ბოცვრის ხორცი.

იოდი - ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია. იოდის შემცველი პროდუქტებია: ზღვის კომბოსტო, თევზი, ხამანწკები, ხახვი, პრასი, ნესვი. მცირე ოდენობით იოდი რძის პროდუქტებშიც მოიპოვება.

გოგირდი - ორგანიზმის უჯრედების, ფერმენტების, ჰორმონების ერთერთი მთავარი კომპონენტია. გოგირდის შემცველი პროდუქტებია: ხორცი, კვერცხი, შვრია, წიწიბურა, რძე, ყველი, ბარდა და კომბოსტო.

მანგანუმი - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს. მანგანუმი ახორციელებს სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულაციას.
ის უხვადაა მარცვლეულში, განსაკუთრებით - შვრიაში, ლობიოში, ბარდაში, საქონლის ღვიძლში.

სპილენძი - აუცილებელია რკინის ასათვისებლად (მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში). სპილენძი მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებაში. სპილენძს შეიცავს: ხორცი, თევზი, პურ-ფუნთუშეული, რძე, ხილი, კენკრა.

თუთია შედის ფერმენტების შემადგენლობაში, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუთიით მდიდარია ხორბალი და ხორბლის ქატო, ლობიო, ბარდა, სიმინდი... ასევე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუბალი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი და სტაფილო.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.