» » » ქლიავის მწნილი - იდეალური დანამატი ხორციანი კერძისთვის

ქლიავის მწნილი - იდეალური დანამატი ხორციანი კერძისთვის

ქლიავის სახეობები 2,000-ს ითვლის, ამიტომ, ყოველთვის შეგიძლიათ, შეარჩიოთ ნაყოფი გემოთი და ფერებით: მოტკბოდან მომჟავომდე და მკვეთრი ყვითლიდან იისფრამდე. მთელი აგვისტოსა და სექტემბრის პირველი ნახევრის მანძილზე ჩვენ ვტკბებით ამ სპეციფიკური ხილით.

თუმცა, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, შემოდგომაზე ვერ მივირთმევთ ქლიავის მთელ მოსავალს, ზამთარში კი გვინდება მისი გემოს გახსენება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევისთვის მხოლოდ დაკონსერვებული ქლიავი გამოგადგებათ. ამიტომ, დღეს მოგიყვებით, როგორ უნდა დააკონსერვოთ ქლიავი ზამთრისთვის.



დაკონსერვებული ქლიავი ზამთრისთვის
ქლიავი ძალიან პოპულარული პროდუქტია, ამ ხილის მონაწილეობით კი უამრავი საინტერესო რეცეპტი მოიპოვება.
დღეს ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც იმსახურებს პირველ ადგილზე დგომას, როცა საუბარი ქლიავის კონსერვებზეა. ინგრედიენტები 1-ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.



ინგრედიენტები
  • მყარი ქლიავი (რაოდენობა დამოკიდებულია სახეობაზე - ქლიავმა ქილა უნდა შეავსოს)
  • 70 გ შაქარი
  • 40 გ 9%-იანი ძმარი
  • წიწაკის 5 მარცვალი
  • 5 ც მიხაკი
  • 0.5 ჯოხი დარიჩინი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
მომზადება
  1. ლიტრიან ქილაში მჭიდროდ ჩაალაგეთ გარეცხილი ქლიავი. დაასხით წყალი ბოლომდე - ეს მოცულობაა მომავალი მარინადის მოცულობა.



  2. ქილიდან წყალი გადაასხით ქილაში. დაუმატეთ ძმარი და შაქარი. აადუღეთ მარინადი.


  3. ქლიავიან ქილაში ჩადეთ დარიჩინი, წიწაკა, მიხაკი და დაფნა. ჩაასხით ქილაში მარინადი, გაასტერილეთ ქილები 7 წუთით და მოხუფეთ.
  4. მოხუფული ქილები გადააბრუნეთ და გააჩერეთ. 2-3 კვირაში ქლიავის ჭამა უკვე შეგიძლიათ. გემრიელად მიირთვით.



    დაკონსერვებული ქლიავი კურკებით საკმაოდ მყარია - იგი არ იჭყლიტება უფორმო ქილაში, პირში ხმატუნობს. ასე მომზადებული ქლიავი კარგია ზაფხულშიც კი, განსაკუთრებით, სადღესასწაულო სუფრაზე. ნაყოფი საკმაოდ ტკბილი, სურნელოვანი და ოდნავ ცხარე გამოვა.


ახლა ქლიავი უკვე მოსულია, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან შანსი და დააკონსერვეთ იგი ახლავე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.