დღეს "რჩევების" რედაქცია ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და სახლში მომზადებული შაქრის გარეშე ჯემის რეცეპტს გაგიზიარებთ.
ჯემი შაქრის გარეშე
ასეთი ჯემის მომზადება ჩვეულებრივზე რთული არაა. რა თქმა უნდა დროის დახარჯვა და ზოგიერთი წესის დაცვა დაგჭირდებათ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ასეთი ჯემი რამდენიმე მიდგომით მზადდება, მისი შენახვისთვის კი კარგად გარეცხილი მინის ქილები დაგჭირდებათ. რომელი ჯემის მომზადება შეგიძლიათ შაქრის გარეშე? სინამდვილეში, ნებისმიერის.
1. მარწყვის ჯემი
სეზონზე, საკმარისი რაოდენობის ჯემი უნდა მოამზადოთ, რომ შემდეგ მისი გემოთი ზამთარში დატკბეთ. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. ნაყოფი კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ, პირსახოცზე გააშრეთ. კენკრა ქვაბში მოათავსეთ, დატოვეთ, სანამ წვენს გამოუშვეს, შემდეგ კი გაზზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ და გაზი გამორთეთ. მარწყვი ქილებში გადაანაწილეთ, 20 წუთით სტერილიზაცია გაუკეთეთ და თავსახური დაახურეთ.
ქილები თავდაყირა გადმოაბრუნეთ. ნარევს გაცივების საშუალება მიეცით. ამის შემდეგ ბნელ და გრილ ოთახში დადგით. ასეთი ჯემი ბლინების შიგთავსისთვის საუკეთესო იქნება.
2. ქლიავის ჯემი
ეს ჯემი ბავშვობიდან. მახსოვს, ბებია სამუშაოზე წასვლის წინ მე და ჩემ დას ჯემს, რძეს და პურს გვიტოვებდა. დიდი ბედნიერება, პურზე წასმული ქლიავის ჯემი და ჭიქა რძე, მეტს ვერც მოიფიქრებთ. კარგი მოგონებები, მაგრამ დროა რეცეპტზე გადავიდეთ.
ჯემისთვის ყველაზე წვნიანი ქლიავი დაგჭირდებათ, ასევე ოდნავ მწიფე. ქლიავი კარგად გარეცხეთ, კურკები მოაშორეთ და დიდ ჭურჭელში მოათავსეთ. ნაყოფი მანამდე უნდა ხარშოთ, სანამ წვენს არ გამოუშვებს, პერიოდულად აურიეთ. თქვენ სქელი ჯემი უნდა გამოგივიდეთ, რომელშიც კოვზი უნდა გაჩერდეს, მაშინ ჯემი მზად იქნება.
ეს მარტივი საქმე არაა. ამისთვის თქვენ ქლიავის რამდენჯერმე ადუღება დაგჭირდებათ. თავიდან 1 საათით ადუღეთ, შემდეგ 8-9 საათით გააჩერეთ. შემდეგ კიდევ 1 საათით ადუღეთ და 8-9 საათი გააჩერეთ. ასეთი ციკლი 5-ჯერ უნდა გაიმეოროთ. მაშინ სქელ ჯემს მიიღებთ, რომელიც ქვაბის კედლებს მარტივად შორდება. შეიძლება ჩაითვალოს რომ ჯემი მზადაა.
სანამ ჯემი ჯერ კიდევ ცხელია, ქილებში გადაანაწილეთ და გაგრილების საშუალება მიეცით. თავსახურის დაფარება საჭირო არაა. ზემოდან მყარი ზედაპირი წარმოიქმნება, რომელიც ჯემს დაიცავს. ასეთი ნადების გამოჩენის შემდეგ, პერგამენტის ქაღალდი უნდა დააფაროთ და მაცივარში შეინახოთ. არანაირი შაქარი!
3. ალუბლის ჯემი
ალუბლის ჯემის მოსამზადებლად ორი ქვაბი და მწიფე ალუბალი დაგჭირდებათ. ამ ჯემს წყლის ორთქლზე მოვამზადებთ. ერთი ჯამი ნახევრად წყლით აავსეთ. მეორეში ალუბალი (ყუნწები მოაშორეთ) მოათავსეთ და ქვაბი მდუღარე წყალში ჩადგით. ნახევარი საათის განმავლობაში წყალი ძალიან უნდა დუღდეს, შემდეგ კი ცეცხლი შეამცირეთ.
დაბალ ცეცხლზე ჯემი ზუსტად 3 საათით უნდა ადუღოთ. შემდეგ გააგრილეთ და ქილებში გადაანაწილეთ. თავსახური დაახურეთ ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. მაცივარში შეინახეთ.
4. ჟოლოს ჯემი
ამის მოსამზადებლად თქვენ ემალის ვედრო დაგჭირდებათ. ვედროს ძირში რამდენიმე ნაწილად გაკეცილი მარლა დაგჭირდებათ. მშრალ ქილაში ჟოლო ჩაყარეთ. ჟოლოს ერთი განსაკუთრებულობა აქვს: მისი გარეცხვა მომზადების წინ აუცილებელი არაა. ჟოლოს ქილა ვედროში ჩადგით, ვედროს ცოტა წყალი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით.
სანამ წყალი დუღდება, ჟოლო წვენს გამოუშვებს. მისი რაოდენობა შემცირდება, ამიტომ კენკრა მუდმივად დაუმატეთ. მას შემდეგ, რაც ქილა სრულად წვენს გამოუშვებს, საათის განმავლობაში აადუღეთ. შემდეგ თავსახური დაახურეთ, თავსახურით ქვემოთ დადგით და გააგრილეთ. მაცივარში შეინახეთ.
5. ვაშლი მოცხარის წვენში
ეს ჩემი საყვარელი რეცეპტია. ეს ჩვეულებრივი ჯემი არა, არამედ გემრიელი და სასარგებლო. მის მოსამზადებლად 1 კგ ვაშლი და მოცხარი დაგჭირდებათ. თავიდან კენკრას მივხედოთ. ცეცხლზე დადგით და ადუღეთ, სანამ კენკრა ბოლომდე არ გადნება. ეს მასა სახეხზე გაწურეთ და ქილებში გადაანაწილეთ, ქილები ნახევრად აავსეთ. ახლა ვაშლები გაჭერით, ყუნწები და კურკები მოაშორეთ. მოცხარით სავსე ქილებშ მოათავსეთ, 30 წუთით სტერილიზაცია გაუკეთეთ და თავსახური დაახურეთ. აი თქვენი ჯემიც მზადაა!
ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ ჯემი შაქრის დამატების გარეშე. სწორედ ამ მარტივი რეცეპტის წყალობით შეგიძლიათ ახლობლები გაახაროთ. ასე კენკრა უფრო ბევრი ვიტამინს შეინარჩუნებს და ნაკლებად კალორიული იქნება.
თქვენ ზამთრისთვის რას ამზადებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!