» » » ოროვანდის ზეთი - კანის იდეალური მოვლა, დაემშვიდობეთ დანაოჭებულ და გამომშრალ სახის კანს

ოროვანდის ზეთი - კანის იდეალური მოვლა, დაემშვიდობეთ დანაოჭებულ და გამომშრალ სახის კანს

ოროვანდი ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა და რთულ ყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. მისი ხალხური სახელია - ბირკავა, ყანის ბირკა. თავისი ამტანობის და გამძლეობის გამო ბირკავა თითქმის ყველგან იზრდება-ბაღში, ბოსტანში, ხრამში, უშენადგილას, გზის პირას და მდინარის ნაპირას.
ბირკავას ზეთი - პრეპარატი მზადდება მცენარის ძირებიდან და შეიცავს მასში არსებულ ყველა აქტიურ ნივთიერებას. ის ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს მის ზრდას, აშორებს ქერტლს, ხსნის ქავილს. ასევე კარგად მოქმედებს სახის, ხელების და სხეულის კანზე, ატენიანებს და კვებავს მშრალ, მომჭკნარ კანს.

Rchevebi- ს რედაქცია სწორედ მისგან დამზადებულ სახის მოვლის საშუალებებს გთავაზობთ:

ბირკავას ზეთის კრემი მშრალი კანისთვის

ინგრედიენტები:
  • ბირკავას ზეთი - 20 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 20 მლ
  • კომშის რბილობი - 10 გრ
  • ხურმის რბილობი - 10 გრ
  • ხენდრო - 10 გრ
  • ყვავილის თაფლი - 10 გრ

    მომზადების და გამოყენების წესი:
    ხილის რბილობი, ზეითუნის ზეთი და თაფლი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. მომზადებულ კრემს წვეთობით დავუმატოთ ბირკავას ზეთი და ურიოთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე. წავისვათ კრემი სუფთა სახეზე, ზედმეტი მოვიშოროთ ხელსახოცით. პროცედურა გავიკეთოთ კვირაში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვე.

    ბირკავას ფოთლების ლოსიონი სახის კანისთვის

    ინგრედიენტები:
  • ბირკავას ფოთლები - 20 გრ
  • ბირკავას ძირები - 20 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 150 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ნედლეული დავაქუცმაცოთ, დავასხათ ზეითუნის ზეთი, დავდგათ წყლის აბაზანაზე, გავაჩეროთ 10 წთ, შემდეგ გავაციოთ და გავწუროთ.
მომზადებული ლოსიონი წავისვათ სუფთა სახეზე. პროცედურა ყოველდღე ჩავიტაროთ. კურსი - 14 დღე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.