"ვინც დათესავს სელს, მოიმკის ოქროს" - ამბობს უცხოური გამონათქვამი. აქამდე ამის აზრი არ მესმოდა, ახლა კი ვიცი, რომ სელის პატარა მარცვლები აუმჯობესებს ჯანმრთელობას, რომელიც ოქროზე უძვირფასესია.
სისხლძარღვების წმენდა საშინაო პირობებში
თანამედროვე კვლევები ამტკიცებს, რომ სელის თესლი ხელს უშლის და ეფექტურად კურნას გულის, სისხლძარღვების, კანის, თმებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს.
მასში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 არეგულირებს წნევას, ხელს უშლის არტერიების ელასტიურობის დაკარგვას და 75%-მდე ამცირებს არტერიების შიდა კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებას.
სელის ცელულოზას, ნაწლავებში ქოლესტერინთან შეერთებით, გამოაქვს იგი ორგანიზმიდან. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ეფექტი ომეგა-3ის ცხიმოვანი მჟავების, საკვები ბოჭკოებისა და ლიგნანების ურთიერთმაძლიერებელი მოქმედების დამსახურებაა.
თითოეული სელის თესლი ძვირფასი ბუნებრივი კონცენტრატია, რომელიც შედგება ცილების, ვიტამინების, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, ლიგნანებისა და ცელულოზასგან. სელის თესლების სასარგებლო თვისებების სრულად გამოყენებისთვის წარმოგიდგენთ რაცეპტს:
ინგრედიენტები
- 1/3 ჭიქა სელის თესლი
- 1 ლ წყალი
- საღამოს დაასხით სელს წყალი, აადუღეთ და ორი საათით დადგით ორთქლის აბაზანაზე.
- დილით, როცა ნახარში გაჩერებული იქნება, გაწურეთ და გადაასხით თავსახურიან შუშის ქილაში.
- უნდა მიიღოთ დაახლოებით 850 მლ კისელისმაგვარი სითხე. იგი უნდა მიირთვათ 5 დღის მანძილზე: 1/3 ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს, ჭამამდე.
- ეფექტის მისაღწევად, მიირთვით ასეტი კისელი 15 დღის მანძილზე. 3თვის შემდეგ გაიმეორეთ კურსი. დედაჩემს ეს ძალიან დაეხმარა.