ანდაზა ამბობს: "ვინც სელს დათესავს, ოქროს მიიღებს". ადრე ამის აზრს ვერ ვხვდებოდი, ახლა უკვე ვიცი, რომ ეს პატარა თესლები ჯანმრთელობას, რომელიც ოქროზე ძვირფასია, დიდი ხნით აძლიერებენ.
სისხლძარღვების გაწმენდა სახლის პირობებში
თანამედროვე კვლევები ამტკიცებს: სელის თესლი გულის, სისხლძარღვების, კანის, თმის და კუჭ-ნაწლავების დაავადებების მკურნალობას ეფექტურად ხელს უწყობს.
მასში შემავალ ნახევრად გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავა ომეგა-3-ს წნევა ნორმაში მოჰყავს, არტერიის ელესტიურობის დაკარგვას აფერხებს და არტერიის შიდა კედლებში ქოლესტერინის დაგროვებას 75%-ით ამცირებს.
სელის უჯრედისი ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ეფექტი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის, საკვები ბოჭკოების და ლიგნანების ერთმანეთთან კავშირის შედეგია.
ყოველი სელის თესლი - ღირებული ბუნებრივი კონცენტრატია, რომელიც ცილების, ვიტამინების, ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების, ლიგნანენის და უჯრედისისგან შედგება. სისხლძარღვების სამკურნალოდ ოქროს ფასის სელის თესლის მთელი ძალით გამოყენება შეგიძლიათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით:
ინგრედიენტები
- 1/3 ჭიქა სელის თესლი
- 1 ლ წყალი
მომზადება
1. საღამოს თესლს წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 2 საათით წყლის ორთქლზე გააჩერეთ.
2. დილით, მას შემდეგ რაც სასმელი გაგრილდება, გადაწურეთ მინის ქილაში.
3. დაახლოებით 850 მლ ჟელეს მსგავსი სითხე უნდა მიიღოთ. ის მთელი 5 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ: 1/3 ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს ჭამის წინ.
4. ეფექტს რომ მიაღწიოთ, ასეთი ჟელეს მსგავსი სითხე 15 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ. სამი თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. დედაჩემს ძალიან უშველა.
როგორ ხედავთ, სისხლძარღვების განკურნება ყველას შეუძლია, მხოლოდ მოთმინება და სურვილის ქონა არის აუცილებელი. შედეგი არ დააყოვნებს - თავს არა მხოლოდ შინაგანად, არამედ გარეგნულადაც კარგად იგრძნობთ.