» » » ორგანიზმის ექსპრეს-წმენდა ტოქსინებისგან: რეცეპტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ

ორგანიზმის ექსპრეს-წმენდა ტოქსინებისგან: რეცეპტები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ

რატომ უნდა გადაღალოთ ორგანიზმი დიეტებით, როცა ისინი უფრო მეტს გავნებენ, ვიდრე გარგებენ? მართალია, ზოგიერთი დიეტა ძალიანაც ეფექტურია, თუმცა საქმე ისაა, რომ შედეგი მხოლოდ გარეგანად ფასდება. რაც შეეხება ცვლილებებს შიგნით, დიეტები ამ მხრივ საშიში და შეუქცევადია.



დეტოქს-სუპები - იდეალური საშუალებაა, გაწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისა და შლაკებისგან, გააძლიეროთ იმუნიტეტი და გააუმჯობესოთ ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისება. გაწმენდა არ მოითხოვს თვეებს ან კვირებს. იგი სულ 3 დღის მანძილზე გრძელდება, თქვენგან კი მხოლოდ 3 სხვადასხვა სუპის მომზადებას მოითხოვს, რომელთა რეცეპტებსაც ახლა რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ:

ბროკოლის სუპი


ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 750 მლ წყალი
  • 1 კბილი ნიორი
  • 500 გ ბროკოლი
  • 1 კონა რუკოლი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერით ხახვი და ნიორი. მოამზადეთ ბროკოლის ყვავილები და გარეცხეთ.
  2. აიღეთ ქვაბი სქელი ფსკერით და მოასხით ზეითუნის ზეთი. მოითმინეთ, სანამ ზეთი გათბება და დაუმატეთ ქვაბში ნიორი და ხახვი. მოამზადეთ დამახასიათებელი არომატის გაჩენამდე. დაუმატეთ ბროკოლი, მოთუშეთ, სანამ ყვავილები მკვეთრი მწვანე არ გახდება.
  3. დაუმატეთ წყალი და დაელოდეთ ადუღებას. დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. დაახურეთ ქვაბს და ხარშეთ სუპი ნელ ცეცხლზე 8-10 წუთით.
  4. როცა სუპი მზად იქნება, გადაასხით ბლენდერში, დაუმატეთ რუკოლი და ათქვიფეთ პიურეს მიღებამდე.
სუპი ჯანჯაფილითა და სტაფილოთი


ინგრედიენტები
  • 500 გ სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. ჯანჯაფილი
  • 700 მლ ქათმის ბულიონი
  • 100 გ ნაღები
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერით ხახვი. დახეხეთ ჯანჯაფილი წვრილად.
  2. მოთუშეთ ხახვი და ჯანჯაფილი ზეითუნის ზეთზე, 5-7 წუთის განმავლობაში.
  3. დაჭერით სტაფილო კუბიკებად და ჩაყარეთ ქვაბში. ჩაასხით ბულიონი. აადუღეთ მასა და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის მანძილზე.
  4. აიღეთ ცეცხლიდან, როცა სტაფილო დარბილდება. ბლენდერით გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ ნაღები, მარილი და წიწაკა.
  5. აადუღეთ პიურე და ხარშეთ კიდევ 5 წუთი. მზა სუპ-პიურე მიირთვით კამასთან და გაქხუხულ პურთან ერთად.
ოსპის სუპი


ინგრედიენტები
  • 450 გ ოსპი
  • 60 გ ნიახურის ღერო
  • 60 გ ხახვი-შალოტი
  • 10 გ ნიორი
  • 500 მლ კარტოფილის ბულიონი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 3 ლ წყალი
  • 250 მლ სოიოს რძე
  • 200 გ პომიდორი
  • 5 გ ქინძი
  • 30 გ ზეითუნის ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადება
  1. გაწმინდეთ კარტოფილი. მოხარშეთ და გაწურეთ. შეინახეთ ბულიონი.
  2. წვრილად დაჭერით ნიახურის ღეროები, ხახვი და ნიორი. შეწვით ყველაფერი ზეითუნის ზეთზე. დაუმატეთ ინგრედიენტებს გარეცხილი ოსპი და კარტოფილის ბულიონი. ხარშეთ 15 წუთით, ნახევრად მზადყოფნამდე.
  3. დაჭერით პომიდვრები შუაზე. ჩაყარეთ სუპში და აადუღეთ ნელ ცეცხლზე.
  4. გაათბეთ სოიოს ზეთი 90 °С-მდე და შეურიეთ იგი მზა სუპს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. სუპი მორთეთ ქინძით
შეგიძლიათ, სუპები მოამზადოთ წინასწარ, თუ დატვირთული გრაფიკი გაქვთ და იცით, რომ შესაძლოა ვერ მოახერხოთ სუპის მოგვიანებით მომზადება. ნუ შეყოვნდებით, სწორედ ახლაა თქვენი ორგანიზმი მზად, გათავისუფლდეს ტოქსინებისგან, რომლებიც მთელი წლის მანძილზე გროვდებოდა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.