-"ჩვენ ჰომეოპატთან ვმკურნალობთ" - იტყვის ვიღაც დიდ კამპანიაში და დაუყოვნებლივ იწყება ცხარე პოლემიკა.
ერთი რამ უდავოა: კლინიკური გამოყენების 200 წლის მანძილზე, ჰომეოპათიას არ დაუკარგავს აქტუალობა, პირიქით, იკრებს ძალებს და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
ჰომეოპათიით მკურნალობა
კლასიკური ჰომეოპათიის მამა გახდა გერმანელი ექიმი ქრისტიან ფრიდრიხ სამუელ განემანი(1755-1843). პრაქტიკის დაწყებისას, იგი საკმაოდ სწრაფად მიხვდა, რომ მისი თანამედროვე სამედიცინო მეთოდები არაფრად ვარგოდა.
მაშინდელი მოქმედი სარისკო სისხლგამოდენა, პრეპარატები ტოქსიკური ვერცხლისწყლისა და თუთიის შემცველობით, უსარგებლო ოყნა - ავადმყოფებს უფრო ცუდად ხდიდნენ, განკურნების ნაცვლად.
განემანმა შენიშნა, რომ ქინა, რომლითაც მალარიას კურნავენ, მასში იწვევდა სიცხეს. რამდენადაც მალარიის ძირითადი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა, მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ დაავადებას განკურნავდა იმ საშუალებით, რომელიც მისივე სიმპტომებს იწვევდა.
ამრიგად, მან პირველი პრინციპი დააარსა ჰომეოპათიისა, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური მედიცინიდან იყო ცნობილი: Simila similibus curantur (მსგავსი იკურნება მსგავსით). თვითონ სიტყვა "ჰომეოპათია", რომელიც განემანმა შემოიღო, ნიშნავს "მსგავს დაავადებას".
მსგავსი დაავადების მსგავსი მკურნალობის პრინციპმა თავისი როლი ითამაშა კლასიკური მედიცინის განვითარებაში. მაგალითია ვაქცინოპროფილაქტიკა: დაავადება აღიკვეთება ადამიანის ორგანიზმში შესუსტებული ან მოკლული გამღიზიანებლის მიკროსკოპული დოზის შეყვანით.
ჰომეოპათიის მეორე პრინციპად იქცა მცირე(მინიმალური) დოზების წესი: რაც ნაკლებია დოზა, მით უფრო მგრძნობიარედ რეაგირებს მასზე ორგანიზმი.
განემანმა განსაზღვრა, რომ დოზა უნდა შეამციროს მანამ, სანამ შხამი, შეუცნობელი სახით, არ შეიცვლის ორიენტაციას და არ იქცევა წამლად. ამისათვის, მოქმედ ნივთიერებას თანდათან ხსნიან წყალში ან სპირტის ხსნარში 10, 100, 1000, 10000 და მეტჯერ.
მიკროდოზები - ეს სკეპტიკოსების საყვარელი არგუმენტია. ისინი ამტკიცებენ, რომ გახსნის მაღალ საფეხურებზე პრეპარატში არ რჩება საწყისი ნივთიერების არც ერთი მოლეკულა.
თუმცა, ჰომეოპათიაში არსებობს გახსნის სხვადასხვა საფეხურები. ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკაში იყენებენ მეათედ ხსნარს D4, D6, D8 ან მეასედს 5CH, 9СН, ან15СН-ს, რომელშიც ჯერ კიდევ იპოვით ნივთიერების ნარჩენს.
ჰომეოპათია დღეს
დღეისათვის ჰომეოპათიის ბაზარზე, ჰომეოპათური პროდუქტის მწარმოებელი ევროპული კოალიციის შეფასებით, მოთხოვნა წელიწადში 6.4%-ით იმატებს და მოგება 1.24 მლრდ ევროს აღემატება. ანალიტიკოსები ხსნიან: ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ თანამედროვე ადამიანმა მიაღწია ზღვარს ჩვეულებრივი წამლების მოხმარებით.
ამრიგად, ევროპელი, საშუალოდ, წელიწადში იღებს 20 შეკვრა წამალს, ცხოვრების მანძილზე კი 14 ათას (!) აბს. წამლების არაზომიერი მოხმარება იწვევს ქრონიკული დაავადებების ფართოდ გავრცელებას და ზრდის სიკვდილიანობას წამლით მოწამლვის გამო.
მაგალითად, გერმანიაში, მოწამლვის შემთხვევათა 73%-ს წამლით მოწამლვა შეადგენს. ბოლოს და ბოლოს, გვერდითი მოვლენები აჭარბებს მედიკამენტის სარგებელს, რაც პაციენტს აიძულებს, მოიძიოს ალტერნატიული გზა მკურნალობისა.
პაციენტთა უმრავლესობისთვის, ჰომეოპათია მკურნალობის მოძველებული, ხალხური მეთოდია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას ფიტოთერაპიაში ან ხალხურ მედიცინაში ურევენ. როგორც ხედავთ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია ჰომეოპათიაზე.
რჩევების რედაქციამ გაარკვია 9 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვენდოთ ჰომეოპათიას და გამოვიყენოთ სამკურნალოდ. თუ მკითხველებს შორის მოიძებნება ჰომეოპათიის სპეციალისტები, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში გამოცდილება, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა ენდოთ ჰომეოპათიას
- უამრავი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (აცეტილქოლინი, სეროტონინი, მელატონინი) კონცენტრაცია ჩვენს ორგანიზმში ძალიან მცირეა, რაც საკმაოდ ჰგავს ჰომეოპათურ ხსნარებს.
- მედიცინის ამ ნაწილს წარმატებით შეგვიძლია ვუწოდოთ "მიკროდოზული მედიცინა" ან " მკურნალობა ნივთიერებების ნანოკონცენტრაციულ დიაპაზონში". სამწუხაროა, თუმცა ტერმინის სიძველე აშინებს თანამედროვე მომხმარებლებს.
- ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჰომეოპათიას მიმართავდნენ და მიმართავენ: პოლ მაკარტნი, იეგუდი მენუხინი, ინგლისის სამეფო სახლი ყველა სამეფო წარმომადგენლით - ისინი არ იღებენ ფულს ჰომეოპათიის რეკლამაში. ისინი უბრალოდ იყენებენ მას.
- სასიამოვნოა, როცა შენზე ზრუნავენ. ექიმი-ჰომეოპათი, როგორც წესი, ყურადღებიანი და ჩართულია, მუდმივად გეკითხებათ შეგრძნებების ყველა დეტალზე. მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, რათა სწორად დანიშნოს მკურნალობა.
ჩვეულებრივი ექიმი, რომელიც მკურნალობას სტანდარტულად ნიშნავს, თქვენთან მინიმალურ კონტაქტს ამყარებს - მხოლოდ პროტოკოლს ასრულებს. - ჰომეოპათია ეხმარება ცხოველებსაც - მას იყენებს ნიდერლანდელი და გერმანელი ვეტერინარების 80%. განსაკუთრებით აქტუალურია ეს ონკოლოგიურ დაწესებულებებში, სადაც ცხოველებს ზრდიან "ქიმიის" გამოყენების გარეშე, სადაც კურნავენ ელიტურ, ჯიშიან ცხოველებს, მაგალითად, დოღის ცხენებს, რომელთათვისაც ზოგიერთი ქიმიური პრეპარატის მიღება უბრალოდ დაუშვებელია.
- ჰომეოპათთან მკურნალობა უფრო ეკონომიური და ერგონომიური პროცესია, რომელიც ანაცვლებს ფულისა და დროის ფლანგვას სხვადასხვა, ვიწროპროფილიან სპეციალისტებთან ვიზიტებს. შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს სრული მკურნალობა სჭირდება და არა ცალკეული ნაწილების გაუმჯობესება.
- თუ ჰომეოპათიის მკურნალობა ასეთი საზარელი და არაეფექტური იყო, მაშინ დღევანდელ სამედიცინო ლიტერატურაში იგი არსად შეგვხვდებოდა.
- ჰომეოპათური პრეპარატების სიიაფემ შთააგონა მაჰათმა განდიც კი, ჰომეოპათიის პოპულარიზაციისთვის.
- დაბოლოს - ჰომეოპათია - ეს არც მტკივნეულია და არც საშიში.