» » » ექიმი-ქირურგი აცხადებს: ვიშნევსკის მალამო გასული საუკუნეა. მისგან გართულებები იმდენია, რომ

ექიმი-ქირურგი აცხადებს: ვიშნევსკის მალამო გასული საუკუნეა. მისგან გართულებები იმდენია, რომ

ვიშნევსკის მალამო პრაქტიკულად ყველას აქვს სახლის აფთიაქში. მას ყველა და რეგულარულად იყენებს. მისით კურნავენ სისხლ ჩაქცევას, ჭრილობას, ჩირქგროვას, ძირმაგარას, დერმატიტს - ზოგადად ყველაფერს, რისი მკურნალობაც მალამოთი შეიძლება. აი თანამედროვე ექიმები მისი გამოყენების კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან და რასაც მთელი რიგი ადეკვატური მიზეზი აქვს. 



"რჩევების" რედაქცია შეეცადა გარკვევას, რაშია საქმე, შეიძლება თუ არა ვიშნევსკის მალამოს გამოყენება და რამდენად არის უსაფრთხო. 

ვიშნევსკის მალამოთი მკურნალობა

ვიშნევსკის მალამო ან ვიშნევსკის ბალზამი ლინიმეტი, საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. ეს მწვანე სუბსტანცია ალექსანდრე ვიშნევსკიმ 1927 წელს გამოიგონა. მან ბევრი დრო განვლო, თუმცა თანამედროვე მედიცინაში მისით აღფრთოვანებულები არიან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

ვისაუბროთ ამ სასწაული მალამოს შემადგენლობაზე. პირველი და მთავარი ინგრედიენტია - არყის ხის კუპრი, რომელიც თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებით არის ცნობილი. მეორე ნივთიერება, რომელიც შემადგენლობაში შედის - ქსეროფორმი. ეს კომპონენტები თითოეულ გრამ მალამოში 30 მგრ-ია, დანარჩენი - აბუსალათინის ზეთი. ომის დროს მალამოს ყველგან იყენებდნენ, რადგან სხვა ძლიერ მოქმედი მედიკამენტი საჭირო რაოდენობით არ არსებობდა. 



90 წლის წინ ჭრილობის მკურნალობის ვიშნევსკის მიდგომა დაფასებული იყო. მაშინ ექიმმა ბევრი ადამიანი გადაარჩინა. თუმცა დღეს, გაურკვევია ეს მალამოს კომპონენტების დამსახურება არის თუ არა. შესაძლოა, დიდი როლი შეასრულა ექიმის აზრმა, რომ ჭრილობა კარგად უნდა დამუშავდეს და შეუღწევადი სახვევი, რომელსაც მალამოს ზემოდან აფარებდნენ. 

ომის შემდგომ პერიოდში ბევრი ექიმი დაჟინებით მოითხოვდა ვიშნევსკის მალამოს ხმარებიდან ამოღებას. ამბობდნენ იმაზე, რომ ამ საშუალების გამოყენება მთელ რიგ გართულებას იწვევს, ამასთან მალამოს ეფექტურობა მეცნიერულად ვერ დამტკიცდა. 

მალამოს მოქმედების მექანიზმი მარტივი იყო: ჭრილობაზე ჰაერგაუმტარი ფენის დადება, ის ქსოვილების გათბობას იწვევდა და ჩირქის გამოდევნას. მაგრამ ეს გათბობა მალამოს ფენის ქვეშ მიკრობების ზრდასაც უწყობდა ხელს, რაც გართულებებს იწვევდა, მათ შორის განგრენას. 



ექიმების და მეცნიერების დარწმუნების მიუხედავად, მალამო პოპულარობა მაინც შეინარჩუნა. დსთ-ს ქვეყნებში ის ჯერ კიდევ იყიდება და ხალხი მისი საშუალებით ბუასილის, ნაწლავის ლორწოვანი გარსის, ძირმაგარას და ბევრი სხვა დაავადების განკურნებას ცდილობს. აი მხოლოდ ექიმები და მეცნიერები ერთ დასკვნამდე მივიდნენ - ვიშნევსკის მალამო უიმედოდ მოძველებულია. 

შეიძლება, 90 წლის წინ მალამო ზოგიერთი ტიპის ბაქტერიის წინააღმდეგ ეფექტური იყო, მაგრამ ახალია, მუტაციური შტამების მიკროორგანიზმების წინააღმდეგ მალამოს მოქმედება დიდ ეჭვს იწვევს. სავარაუდოდ, დიდი ხანია ადაპტირდნენ და მალამო მათ ზიანს არ აყენებს. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობებით, მალამოს ხანგრძლივი გამოყენება კანის კიბოს და ლეიკემიის გაჩენას რისკს ზრდის. ამასთან საფრთხეშია არა მხოლოდ პაციენტი, არამედ ის, ვინც მალამოს უსვამს. 



დსთ-ს ბევრ ქვეყანაში მალამო საერთოდ აკრძალულია, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი საერთოდ ცნობილი არაა. მრავალი წლის გამოცდილება ადასტურებს, რომ ის ჭრილობის სამკურნალოდ ეფექტური არაა. კუპრი ჰიპერგრანულაციის გამო ჭრილობას შეხორცებაში ხელს უშლის. ზეთის ფენა ჭრილობას ჟანგბადს არ აწვდის, რაც ანაერობული ინფექციის განვითარების საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ მალამო ჭრილობის მდგომარეობას უფრო ართულებას და არ კურნავს. 

აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ უმჯობესია სხვა მალამოები გამოიყენოთ. მალამო ხანგრძლივი დროის განმავლობაშ ეფექტური ვერ იქნება, რადგან ბაქტერიები და სხვა ცოცხალი მიკროორგანიზმები ევოლუციას განიცდიან და ნებისმიერი მედიკამენტის მიმართ გამძლეობა შეიძლება გამოიმუშავონ. გარდა ამისა დაფიქრდით: შეუძლებელია არყის ხის კუპრი აბუსალათინის ზეთთან ერთად ყველა დაავადების მკურნალი იყოს. სხვადასხვა ჭრილობა სხვადასხვანაირ მიდგომას საჭიროებს, რომლის შესახებაც მხოლოდ ექიმი თუ გეტყვით. 

თუ ექიმი ვიშნევსკის მალამოს გამოგიწერთ, მაშინ მის პროფესიონალიზმში შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ. დაიმახსოვრეთ, ლინიმეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მასტიტის, გინეკოლოგიური დაავადებების, ძირმაგარას, ართროზის, ართრიტის, ალერგიის დროს. და საერთოდ ახლა რთული საპოვნელია, თუ რას უხდება ვიშნევსკის მალამო. მალამოს გამოყენება უფრო ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე გაგკურნავთ!

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? დაწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ გაუზიარეთ მეგობრებს. ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.