» » » რა მოხდება, თუ ყოველდღე მიირთმევთ შავ ქლიავს ან ჩირს?

რა მოხდება, თუ ყოველდღე მიირთმევთ შავ ქლიავს ან ჩირს?

ქლიავის ჩირი გამომშრალი შავი ქლიავია, რომელიც სხვადასხვა სახეობას მოიცავს: ვენგრული(იტალიური და ჩვეულებრივი), სტენლი, რენკლოდ ალტანა, კრომანი. ხარისხიანი ქლიავის ჩირი უნდა იყოს რბილი, მაგრამ დამყოლი და არამშრალი. სწორი გამოშრობის შემთხვევაში, ერთი კგ ახალი ქლიავისგან იღებთ 200 გ ჩირს.



პირველად ქლიავის ჩირი ძვ.წ. VI საუკუნეში მიიღეს კასპიის ზღვის სანაპიროებზე. მეცნიერები თვლიან, რომ ადგილობრივებმა დაიწყეს ხილის მზეზე გამოშრობა იმ მიზნით, რომ ვარგისიანობის ვადა გაეხანგრძლივებინათ.



შავი ქლიავი გამოიყენება ტკბილეულის, დესერტის, სალათების, ხორციანი და ბოსტნეულის ცხელი კერძების მოსამზადებლად, ღვეზელის შიგთავსად და კომპოტის ინგრედიენტად. ხალხი ქლიავის ჩირს უამრავი დაავადების სამკურნალოდაც იყენებს.

ქლიავის ჩირის შემადგენლობა: ვიტამინები და მინერალები
ჩირის ვიტამინური შემადგენლობა იმდენად მდიდარია, რომ ამ პროდუქტის რაციონიდან გამორიცხვა დანაშაულია!

ვიტამინები 100 გ ქლიავის ჩირში:
  1. A, რეტინოლი და მისი ექკვივალენტური შენაერთი - 38.713 მგ;
  2. B5, პანტოტენატი - 0.419 მგ;
  3. C, ასკორბინის მჟავა - 0.577 მგ;
  4. B1, ტიამინი - 0.049 მგ;
  5. B6, პირიდოქსინი - 0.203 მგ;
  6. E, ალფა-ტოკოფეროლი, ტოკოფეროლის ეკვივალენტი - 0.427 მგ;
  7. B2, რიბოფლავინი - 0.184 მგ;
  8. PP, ნიკოტინის მჟავა, ნიაცინის ეკვივალენტი - 1.879 მგ;
  9. B9, ფოლიუმის მჟავა - 3.904 მგ;
  10. B4, ქოლინი - 10.093 მგ.
გარდა ამისა, შავ ჩირში აღმოჩენილია ისეთი სასარგებლო ნაერთებიც, როგორებიცაა ფილოქინონი(ვიტამინი k, შემადგენლობა - 59.494 მკგ 100 გ პროდუქტზე) და ბეტაინი(0.399 მგ 100 გ-ზე).

მაკროელემენტები 100 გ ქლიავის ჩირში
  1. ფოსფორი - 68.773 მგ;
  2. მაგნიუმი - 40.836 მგ;
  3. კალიუმი - 731.294 მგ;
  4. ნატრიუმი - 1.944 მგ;
  5. კალციუმი - 42.106 მგ;
  6. ფტორი - 3.966 მგ.


საშუალო ზომის ქლიავის ჩირი 15 გ იწონის. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ლებანში დაახლოებით 36 კკალ-ია. სტანდარტულ 200 მლ-იან ჭიქაში 250 გ-მდე მშრალი ქლიავი ეტევა. ამ ულუფის ენერგეტიკული ღირებულება 600 კკალ-ია.

შავი ქლიავის ჩირის სარგებელი ორგანიზმისთვის
ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ცელულოზას კონცენტრაცია ქლიავის ჩირში გაცილებით მაღალია, ვიდრე თავად ქლიავში, ამიტომ, ჩირი გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა სამკურნალო მიზნებისთვის.



შავი ქლიავი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემისათვის. დიეტოლოგები ხშირად ნიშნავენ მას, როგორც კუჭში გამხსნელ საშუალებას, ასევე, ნაღვლის გადინებისა და კუჭის წვენის გამოყოფის გასაუმჯობესებლად.
თუ ყოველდღიურად 5 ლებან ჩირს მიირთმევთ, სამუდამოდ დაივიწყებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე და დაკარგავთ ჭარბი წონის დიდ ნაწილს. ქლიავის ჩირის სარგებელი სხვა ორგანოებსა და სისტემებზე ასეთივე ნათელია.

  1. ოსტეოპოროზის დროს
    სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს ოსტეოპოროზის დიაგნოზს უსვამენ, ხოლო ყოველ მესამეს ოსტეოპენია(ძვლოვანი მასის შემცირება) აღენიშნება.



    შავი ჩირი დაგეხმარებათ ძვლების სიმყიფის აღკვეთაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მენოპაუზის ასაკის ქალბატონებში. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადესმ რომ 10 ცალი ჩირის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ ოსტეოპოროზისა და მოტეხვის რისკის შემცირებაში.

    "მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვსაუბრობდი ხილის უამრავი სახეობის სარგებელზე, მათ შორის, ლეღვის, ფინიკის, მარწყვის ჩირისა და ქიშმიშის, თუმცა არც ერთი მათგანი არ ფლობს ისეთ თვისებებს, როგორსაც ქლიავის ჩირი. ჯანსაღი ძვლებისთვის შავი ქლიავი აუცილებელია" - აღნიშნავს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბაჰრამ არჯმანი.



  2. ყაბზობის დროს
    ქლიავის ჩირი მსუბუქი, თუმცა ეფექტური გამხსნელი საშუალებაა. იმისათვის, რომ ქრონიკულ ყაბზობას გაუმკლავდეთ, საკმარისია საკვების ყოველ მიღებამდე მიირთვათ ცხელ წყალში დალბობილი 3 ცალი ჩირი ან დალიოთ ნახევარი ჭიქა ჩირის ნახარში.



  3. გულისთვის
    პოლიფენოლები, კალიუმი და სხვა ნუტრიენტები, რომლებიც ორგანიზმში შავი ქლიავის ჩირის მიღებით ხვდება, გულის კედლებს ანიჭებს გამძლეობასა და სიმყარეს, აძლიერებს გულის კუნთს, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს. ამის წყალობით, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ამ პროდუქტს, მნიშვნელოვნად მცირდება გულის დაავადებების გაჩენის რისკი.

  4. თირკმლებისთვის
    მშრალი ქლიავი შარდმდენი ფუნქციით გამოირჩევა, რითიც უმკლავდება ძლიერ შეშუპებებსაც კი, აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციონირებას, გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს ორგანიზმიდან.

  5. მხედველობისთვის
    შავი ქლიავი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. პროდუქტის მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან ან ვინც თვალის ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა.

  6. ავიტამინოზის დროს
    ახალი ქლიავი მდიდარი წყაროა სასარგებლო ნივთიერებებისა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევენ 3-4 ქლიავის ჩირს, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან ჰიპოვიტამინოზსა და ვიტამინების, მიკრო- ან მაკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებებს.



  7. ანგინის დროს
    მშრალი ქლიავის რბილობი შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. ჩირის ნახარში ეფექტური საშუალებაა პირის გამოსავლებად ანგინის, სტომატიტის ან სხვა დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს საყლაპავის ან პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება.

  8. დაბერების პროცესის შესანელებლად
    შავი ქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანტური ნაერთებით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმს, წარმატებით დაიცვას თავი თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ჩირის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ ორგანოების, ქსოვილებისა და სისტემების დაბერების პროცესის შენელებაში, შეამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკებს.



  9. იმუნიტეტის გასაძლიერებლად
    ჩირის მოხმარებისას, ორგანიზმში ხვდება ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ინფექციური და გრიპული დაავადებების რისკს, მინიმუმამდე დაჰყავს გარე-ფაქტორების მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებზე.

  10. ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის
    B ჯგუფის ვიტამინები და სხვა ნუტრიენტები, რომლებიც ჩირის რბილობშია, აფხიზლებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ორგანიზმზე სტრესის ნეგატიურ გავლენას, გვეხმარება შფოთვასთან, მომატებულ გაღიზიანებასთან და უძილობასთან ბრძოლაში.

  11. კოჟრებთან და უხეშ კანთან ბრძოლა
    ხალხურ მედიცინაში ქლიაცის ჩირს კოჟრებთან და გამაგრებულ კანთან საბრძოლველადაც იყენებენ. მშრალი ქლიაცი იხარშება ცხიმიან რძეში 7 წუთით, შემდეგ იჭრება შუაზე და ლაგდება დაზიანებულ მონაკვეთზე. ქლიავის გაციების შემდეგ, იგი უნდა ჩაანაცვლოთ ახლით. ასეთი პროცედურის ჯამური ხანგრძლივობა 10 წუთია.

  12. პოტენციის გასაზრდელად
    ქლიავის ჩირის რეგულარული მოხმარების დროს იზრდება პოტენცია, უმჯობესდება ეაკულატის შემადგენლობა მამაკაცებში, მცირდება პრემენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომი ქალებში.
შავი ქლიავის ჩირის გამოყენება გასახდომად



ჩირის ენერგეტიკული ღირებულება 256 კკალ-ია. დაახლოებით 57 გ შაქრისგან შდგება. პროდუქტი კალორიულია, თუმცა ეს ხელს არ გიშლით გახდომაში. ჩირის უნიკალურ თვისებებზე დაფუძნებულია სხვადასხვა პოპულარული დიეტა, მათ შორის, აღმოსავლურიც.

ნაღველ- და შარდმდენი, ასევე, კუჭში გამხსნელი მოქმედების წყალობით, შავი ჩირი გეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში ფეკალური ნადებისგან, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში.

კიდევ ერთი უპირატესობა ქლიავის ჩირისა - მასში კალიუმის დიდი შემცველობაა. კალიუმი უბადლოა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური მიმდინარეობისათვის. ყველამ იცის, რომ ჭარბი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად იჩენს თავს, კალიუმის ნორმალური შემცველობა ორგანიზმში ამ პრობლემას გადაჭრის.

შავი ქლიავის ჩირის გამოყენების წესები გასახდომად
  1. ჩირის დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 100 გ-ს.
  2. მიირთვით ჩირი დღის პირველ ნახევარში.
  3. არავითარ შემთხვევაში არ შეუთავსოთ ქლიავი კუჭში გამხსნელ სხვა საშუალებებს.
მშრალი ხილი უნდა მიირთვათ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. დაუმატოთ სალათებს, ფაფებსა თუ სასმელს. ჯანსაღი დაბალანსებული დიეტასთან ერთად, შავი ჩირი იდეალური სასუსნავი იქნება საკვების მიღებებს შორის ინტერვალში. ასე გაიქრობთ შიმშილის გრძნობას. ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, რომელიც კუჭში სისავსის შეგრძნებას ქმნის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.