ყვავილის გახარების ფორმულის ძიებაში, უჩვეულო რჩევას გადავაწყდი: ორქიდეა ხის კალათაში გადარგეთ. ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე და საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა! გადარგვიდან ძალიან მალე ჩემმა ორქიდეამ ბევრი კვირტები გამოიღო.
ორქიდეას ხის კალათაში გადარგვა პლასტამასის ქოთანსა და ბლოკს შორს შესანიშნავი კომპრომისია. კალათა ფესვებს ჰაერს ადვილად აწვდის და მათ დაზიანებას ხელს უშლის. მწვანე სილამაზე კალათაში რომ გადარგოთ, ამ მარტივ სქემას მისდიეთ!
ორქიდეას გადარგვა სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ
- ხის ან ბამბუკის კალათა
- ხავსი
- ქერქი (მსხვილი და პატარა)
- ხავსი კალათის ძირში, ასევე კალათის კედლებზე მოათავსეთ.
- მსხვილი ქერქი კალათის ძირში ჩადეთ.
- მცენარე კალათაში ჩადეთ და წვრილი ქერქით ამოავსეთ.
- ხავსი ბოლო ფენა დააფარეთ.
ასეთი კალათა უფრო დეკორატიული იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასის ქოთანი. მირჩევნია, ის კედელზე ჩამოვკიდო, ასე ფანჯრის თაროზე უფრო მეტი ადგილი რჩება. ასევე კალათა ორქიდეას იმ სახეობებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ყვავილები ქვემოთ აქვთ დაშვებული.
თუ თქვენი მეგობრები ორქიდეას მოყვარულები არიან, ეს სტატია აუცილებლად გაუზიარეთ!