ორქიდეას გადანერგვა
- მინის ქოთანში
გამოცდილი მებაღეები გირჩევენ ორქიდეა მინის ქოთანში გადარგოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქოთანს ნახვრეტი აქვს. და რაც უფრო მეტი ნახვრეტი აქვს, მით უკეთესი. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ თამამად გაზარდოთ ორქიდეა ზუსტად ისე, როგორც პლასტმასის ქოთანში.
მინის ქოთანი ნახვრეტის გარეშე ან ერთი ნახვრეტით მხოლოდ ორქიდეა ვანდას, ასკოცენდას ან ფალენოფსისის გასაზრდელად გამოგადგებათ. ასეთ შემთხვევაში მცენარის უამრავი გადანერგვა ხდება. - ხის მორები
მათ , ვისაც სურს რომ პლასტმასის ქოთნიდან ორქიდეა ხის მორებში გადარგოს, უნდა იცოდნენ რომ მხოლოდ გაზაფხულზე უნდა გადარგოთ. ამ დროს მცენარის ფესვები სწრაფად იზრდება. ეპიფიტური მცენარეების, რომლებიც ხის მორებზე იზრდება, მფლობელმა უნდა იცოდნენ რომ ასეთ ფორმაში ყვავილის ფესვები სწრაფად შრება, ამიტომ ხშირი დატენიანება აუცილებელია. უმჯობესია თუ ორქიდეას ხის მორებზე მცირე ზომის სათბურში გაზრდით. - რამდენიმე მცენარის ერთ ქოთანში გადარგვა
ასეთი კომპოზიცია უბრალოდ შეუდარებელია. მათ, ვინც რამდენიმე ორქიდეას ერთ ჭურჭელში გადარგვას გადაწყვეტს, რამდენიმე მომენტი უნდა იცოდნენ. ერთ ჭურჭელში მცენარეების ფესვები ერთმანეთში იხლართება, ასევე დაავადებების სწრაფად გადადება ხდება, თუ მხოლოდ ერთი ორქიდეა აყვავილდება, დიდი შესახედავი აღარაა. საუკეთესო გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც რამდენიმე ორქიდეას გაერთიანება სურს, ასეთი იდეა: ერთ კალათში რამდენიმე ვაზა ორქიდეა მოათავსეთ ცალ-ცალკე ქოთნებით. - ბამბუკის კაშპო
ორქიდეას გაზრდის ეს მეთოდიც ხშირ მორწყვას მოითხოვს, რადგან სუბსტრატი და ობი ასეთ კაშპოში სწრაფად შრება. ვისაც, ხელნაკეთი ნივთები უყვარს, კაშპოს თავად გაკეთებას შეძლებს. - კიბე მცენარეებისთვის
თაროზე მცენარეების გაზრდა უკვე მოდური აღარაა. ფანჯრის მოსაწყენი გაფორმება სხვადასხვა თაროებმა ჩაანაცვლეს. ასეთი კიბის შეძენა ან თავად გაკეთება ნამდვილად ღირს. - ბადე ქოთანი
სუბსტრატის არ არსებობა ორქიდეასთვის - სარისკო, მაგრამ საინტერესო იდეაა. ყველაფერი იმიტომ, რომ მცენარე უფრო ხშირად უნდა მორწყათ არა მხოლოდ წყლით, არამედ სხვადასხვა საკვები დანამატებით, რადგან მცენარემ საიდანღაც საკვები ნივთიერებები უნდა მიიღოს. - დეკორატიული ტოტი
ასეთი უპრეტენზიო ტოტის და ორქიდეას ყვავილის დახმარებით ზღაპრული კომპოზიციის შედგენა არის შესაძლებელი. ორქიდეას ფესვები ტოტში კარგად უნდა მოათავსო, დღეში მინიმუმ 2-ჯერ უნდა მორწყათ.
შესაძლოა, უკვე გიცდიათ ორქიდეას გადანერგვა რომელიმე მეთოდის, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში. ველოდებით ლამაზ სურათებს და ჭკვიანურ რჩევებს!