დღეს "რჩევების" რედაქცია ანრი შენოს გასახდომ და გამასაჯანსაღებელ დეტოქსის წესებს გიზიარებთ. ცნობილი დიეტოლოგი ყოველთვის აზრიან რჩევებს იძლევა.
ორგანიზმის დეტოქსი
1. კვების დაბალანსება
ორგანიზმს რომ მუშაობა გაუადვილდეს და საკვებიდან ყველა სასარგებლო ელემენტის ათვისება შეძლოს, რაციონის კორექტირება უნდა მოახდინოთ. ეს დეტოქსის მთავარი წესია. ორგანიზმს ყოველთვის საჭირო რაოდენობის ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი ამინომჟავები, C ვიტამინი და პრობიოტიკები უნდა მიეწოდებოდეს. ყოველდღიური მენიუ ისე უნდა შეადგინოთ, რომ ამ ნივთიერების შემცვლელი პროდუქტები მოხვდეს.
ზოგიერთი პროდუქტი მედიკამენტებით უნდა ჩაანაცვლოთ, თუ მათ მიღებაზე პრინციპულად უარს ამბობთ. მაგ., თქვენ ორგანიზმს ძალიან სჭირდება ვიტამინები, რომელთაც თევზის ცხიმოვანი ნაწილი შეიცავს, მაგრამ მას ყველა არ ღებულობს. ამ ვიტამინების ნაკლებობას თევზის ცხიმის კაფსულები შეავსებს.
რაციონი სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ ორგანიზმმა რომელიმე ვიტამინის ან მინერალის ნაკლებობა არ იგრძნოს. სწორედ ასეთ შემთხვევაში საკვები სისტემა ისე იმუშავებს, როგორც საჭიროა, ხოლო ორგანიზმი დაგროვებულ ტოქსინებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდება.
2. სწორი მენიუს შემადგენლობა
ანრი შენოს მეთოდის მიხედვით დეტოქსი 3 დღე უნდა გრძელდებოდეს. ამ დღეებში თქვენი რაციონი მარცვლეული და უჯრედისის შემცვლელი ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს. მენიუში ხახვი და ნიორი აუცილებლად უნდა იყოს. ყოველ დილით 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ. დილით სუფთა ჰაერზე სეირნობით თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ღამით 1 ჭიქა წყალი თაფლით და ლიმონის წვენით უნდა დალიოთ.
დეტოქსის მენიუ თქვენზე უნდა იყოს მორგებული. შენოს მთელი მეთოდი იმაზე არის დაფუძნებული, რომ ყოველ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მენიუ მაგალითისთვის ასე გამოიყურება.
საუზმე: 1 ჭიქა დაბლენდერებული ხილი და ბოსტნეული. ის შეიძლება ნებისმიერი იყოს - მთავარია თქვენ მოგწონდეთ. საუზმის შემდეგ მწვანე ჩაის დალევა სასარგებლოა.
სადილი: 1 ხილი, როგორც აპერიტივი. ბოსტნეულის სალათი, მცენარეული რაფინირებული ზეთით და ლიმონის წვენით მორთული. 60 გრ ბრინჯი ბოსტნეულის სოუსით.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და 60 გრ ბრინჯი.
3. დეტოქსის ჩატარების გეგმა
ასეთი დიეტა 3 დღეზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს, რადგან ის ორგანიზმისთვის ნამდვილ სტრესად გადაიქცევა. თვეში მაქსიმუმ 1-ელ უნდა ჩაიტაროთ. დიეტოლოგები გირჩევენ 1 თვის გეგმა წინასწარ შეადგინოთ, დიეტისთვის სპეციალური დღეები გამოყოთ, როცა ზედმეტად დატვირთული არ იქნებით და საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას შეძლებთ.
4. განეწყვეთ დეტოქსისთვის
ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ყველაფერი სწორი განწყობით უნდა დაიწყოთ, მაშინ ყველაფერი ბევრად მარტივი იქნება. წარმატებული დეტოქსის საფუძველია - კარგი განწყობა. კონკრეტული მიზნები დაისახეთ, გაიაზრეთ თუ რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი და საქმეს შეუდექით.
ყოველი დღე ღიმილით დაიწყეთ. ფარდები გადასწიეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, მსოფლიოს გაუღიმეთ - აი ცხოვრებაც უკვე ლაგდება. მსუბუქი გაჭიმვები გააკეთეთ, კარგად გაიწელეთ. ეს თავს მხნედ გაგრძნობინებთ და კარგი განწყობით დაგმუხტავთ. გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების გაწმენდა.