ლიმონიანი წყალი უზმოზე
სასმლის მოსამზადებლად დაუმატეთ 2 ს.კ. ლიმონის წვენი 1 ჭიქა თბილ წყალს. გემოსთვის დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. ჯანმრთელობის ელექსირი მზადაა.
რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ 10 მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი უზმოზე.
- აჩქარებს საჭმლის მონელებას
ლიმონი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, რაც ეხმარება საჭმლის მომნელებელ პროცესებს. საკვები უფრო ხარისხიანად გადამუშავდება, უკეთ ითვისება, ნარჩენი პროდუქტის რაოდენობა კი მცირდება. ლიმონმჟავა, ასევე, აჩქარებს ორგანიზმიდან ფეკალური მასების გამოყოფას. - ხელს უწყობს წონაში კლებას
ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინურ ბოჭკოს, რაც ამცირებს მადას და უზრუნველყოფს სიმაძღრის ხანგრძლივ შეგრძნებას. - წმენდს კანს
ლიმონიანი წყლის მოხმარების 3 დღის თავზე თქვენ შეამჩნევთ, რომ კანი გაღიავდა, შემცირდა გამონაყარი. სისხლი, ვიტამინებითა და ჟანგბადით გაჟღენთილი, კვებავს თითოეულ უჯრედს: ორგანიზმი ახალგაზრდავდება არამხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედან. - ატიმულირებს იმუნურ სისტემას
ლიმონიანი წყალი არამხოლოდ ვიტამინ C-ს წყაროა, არამედ პასუხს აგებს დაავადებების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტულობაზე. ეს სასმელი გვეხმარება საკვებიდან რკინისა და კალციუმის უკეთ ათვისებაში. - გმატებთ ენერგიას
ვიტამინები, მინერალები და ეთერზეთები, რომლებსაც ლიმონი შეიცავს, ორგანიზმზე ნატურალური ანტიდეპრესანტის სახით მოქმედებს. ასევე, ლიმონის წყალი არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, განიჭებთ სიფხიზლეს. ეს სასმელი სრულყოფილად ცვლის დილის ყავას. - აახლებს სუნთქვას
ცნობილია, რომ ნერწყვი პირში დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს კლავს. ლიმონის წვენი, ნერწყვის გამოყოფის გაძლიერებით, უმკლავდება უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. - არეგულირებს მჟავიანობას
ლიმონმჟავა გვეხმარება pH-ის საჭირო დონის შენარჩუნებაში ორგანიზმის თხევად პირობებში, გამოდევნის შარდმჟავას, რომლის დაგროვებაც სახსრების სხვადასხვა დაავადებას იწვევს. - აშორებს ყელის ინფექციებს
ლიმონის წვენი გამორჩეულია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით. მისი წყალში გაზავებითა და უზმოზე მირთმევით, თქვენ წმენდთ პირის ღრუსა და ყელს, რითაც ხელს უშლით ინფექციების განვითარებას. - არეგულირებს წნევას
ამ სასმელს შეუძლია ლიმფური სისტემის გაწმენდა და ლიმფის დინების გაუმჯობესება. კალიუმი, რომელსაც ლიმონი სიცავს, არეგულირებს ბიოლოგიური სითხეების რაოდენობას, ხოლო მაგნიუმი ადუნებს არტერიებს.
გამოდის, რომ ლიმონის წვენი, მოქმედებით, ჰგავს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებს. ასევე, იგი ამცირებს თირკმლების უნარს, გამოიმუშავოს ანგიოტენზინი - ჰორმონი, რომელიც ავიწროებს სისხლძარღვებს და ზრდის წნევას. - წმენდს შარდგამომყოფ გზებს
ლიმონის წყალი მოქმედებს მსუბუქი შარდმდენი ეფექტით და ცვლის შარდის მჟავიანობას. შარდმდენი გზების გავლისას, ასეთი შარდი ეფექტურად წმენდს მათ დაგროვებული ბაქტერიებისგან.
დაიწყეთ ლიმონის წვენის დალევა უზმოზე და მალევე დარწმუნდებით ამ ჩვევის გასაოცარ უპირატესობებში.
თუმცა, ამ შესანიშნავ სასმელსაც აქვს უკუჩვენებები: შაქრიანი დიაბეტი, კნტ-ს დაავადებები, ალერგია ციტრუსზე. იმისათვის, რომ ლიმონმჟავამ კბილის ემალი არ დააზიანოს, მიირთვით სასმელი საწრუპავით.