კურკუმას ბოლქვს იყენებენ სანელებლად, საღებავად და სამკურნალოდ. კურკუმა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ინდური სანელებლისა "კარი".
კურკუმას გააჩნია უამრავი სამკურნალო თვისება: იგი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახორცებს ჭრილობებს, ადედებს სისხლსა და აუმჯობესებს მის ცირკულაციას.
როგორ უნდა გამოიყენოთ კურკუმა ჯანმრთელობისთვის
კურკუმა ჭარბად გამოიყენება თითქმის ყველა ინდურ კერძში. შესაძლოა, ინდოეთში სწორედ ამიტომაა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფილტვების, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევებისა.
ჩვენი კულინარიული ტრადიციები არ გვაძლევენ საკვებში კურკუმას გამოყენების საშუალებას, რათა საკუთარ თავზე გამოვცადოთ ყველა მისი სამკურნალო თვისება. ამიტომ, მარტივია კურკუმას მოხმარება სასარგებლო სასმლის გზით.
ინგრედიენტები
- 0.5 ჩ.კ. კურკუმა
- 1 ს.კ. თბილი წყალი
- 1 ჩ.კ. ნაღების კარაქი
- 1 მწიკვი დაფქული შავი წიწაკა
ჩაყარეთ კურკუმა წყალში, დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ. მწიკვი წიწაკა სანელებელს უკეთ ათვისებაში დაეხმარება. მიირთვით სასმელი დილით, უზმოზე.
კურკუმიანი წყლის სარგებელი
ჩვეულებრივი წყლის დალევაც სასარგებლოა უზმოზე, მაგრამ მისი და კურკუმის უნიკალური სამკურნალო თვისებების კომბინაცია ეფექტს რამდენჯერმე გაზრდის.
- ხსნის ანთებასა და ტკივილს ართრიტისა და ართროზის დროს(მომხმარებლების თქმით, სასმელი დიკლოფენაკის შემცველი მალამოსავით მოქმედებს);
- ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უშლის დიაბეტის გაჩენას ინსულინზე დამოუკიდებელ ადამიანებში;
- ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გაჩენას ადამიანის ორგანიზმში. ანელებს სიმსივნის ფართობის ზრდას;
- ასტიმულირებს ნაღვლის გამოდინებას;
- არეგულირებს საჭმლის მონელებას;
- წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან, აახლებს მის უჯრედებს;
- აუმჯობესებს ტვინის ცხოველქმედებას ხნიერ ადამიანებში;
- ატუტოვნებს ორგანიზმს, ტუტოვან პირობებში კი, როგორც ცნობილია, პათოგენური მიკროორგანიზმები ვერ ცხოვრობენ;
- აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს;
- არეგულირებს გაცვლით პროცესებს და ხელს უწყობს გახდომას.
მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, კურკუმას აქვს თავისი უკუჩვენებები: ფრთხილად იყავით ამ სანელებელთან, თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ღვიძლის მწვავე ფორმის დაავადებები გაწუხებთ.