» » » რომიდან გამაცოცხლებელი რეცეპტი ჩამოვიტანე! აღარავითარი ნალექი, ნაღები ან სანელებელი

რომიდან გამაცოცხლებელი რეცეპტი ჩამოვიტანე! აღარავითარი ნალექი, ნაღები ან სანელებელი

ვიღაცამ ოდესღაც მოიფიქრა, რომ ლიმონთან ერთად მხოლოდ ჩაის მირთმევა შეიძლება, თანაც შავის, თუმცა ნამდვილმა კოფემანებმა იციან, რომ მჟავე ლიმონისა და მაგარი ესპრესოს კომბინაცია აძლიერებს სასმლის მაფხიზლებელ ეფექტს რამდენჯერმე. მკვეთრი, სასარგებლო და არატრივიალური ყავა რომანო გამოირჩევა მკვეთრი გემოთი, ცნობილია მაფხიზლებელი ეფექტით, მკვეთრი სიმჟავისა და მსუბუქი სიმწარის კომბინაცია გიპყრობთ პირველივე ყლუპით.



-"იმისათვის, რომ მაგარმა სასმელმა არ გავნოთ, პირიქით, გარგოთ კიდევაც, აუცილებლად დაუმატეთ ლიმონი დილის ყავას" - ამბობენ ექიმები და, როგორც ჩანს, მათი მოსაზრების ჩახშობას აზრი არ აქვს. მე, როგორც რჩევების რედაქციის სხვა წევრებს, მიყვარს ესპრესო-რომანო, ვაფასებ და არაფერზე გავცვლი. აი, რატომ!

ყავა ლიმონით
მაფხიზლებელმა ყავამ ლიმონით თავისი სახელი რომისგან - თავისი სამშობლოსგან მიიღო. იქვე საუბრობენ და აუჩქარებლად მიირთმევენ მას თითქმის ყოველ კუთხეში, მოსამზადებლად კი მხოლოდ ნატურალურ ყავის მარცვლებს, ლიმონის ახლადდაწურულ წვენსა და ცედრას იყენებენ.

რატომ მაინცდამაინც ლიმონი? ლიმონის წვენს უნიკალური თვისება აქვს - იგი ამცირებს ორგანიზმზე კოფეინის ნეგატიურ მოქმედებას, ამიტომ ყავა რომანო გჩუქნით ძალების მოზღვავებას მძიმე სამუშაო დღის შემდეგ და გეხმარებათ დილით ადრე ადგომაში ისე, რომ თქვენზე უარყოფითად არ მოქმედებს.



ლიმონიანი ყავის მოხმარება შეუძლია პრაქტიკულად ყველას, რითიც არამხოლოდ კოლოსალურ სიამოვნებას, არამედ სარგებელსაც მიიღებენ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთა რაციონშიც ეს მაფხიზლებელი სასმელი აუცილებლად უნდა შედიოდეს.

ყავა ლიმონით - რითია იგი სასარგებლო ჩვენთვის?
  1. ლიმონიანი ყავა სასარგებლოა დაბალი წნევის მატარებელთათვის და მათთვისაც, ვისაც ქრონიკული შაკიკი აწუხებს. ამასთან, ყავა ავიწროვებს სისხლძარღვებს არა მყისიერად, არამედ მაქსიმალურად დელიკატურად, მსუბუქად მოქმედებს ორგანიზმზე.


  2. მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს, ცოტახნით სძინავს და არ აქვს საკმარისი ცხოვრებისეული ძალა, ასევე, სასარგებლო იქნება სიფხიზლის ტალღის მიღება ლიმონიანი მაგარი სასმლისგან. იმისათვის, რომ ესპრესო-რომანომ იმოქმედოს ისე, როგორც საჭიროა, მიირთვით იგი დილით ადრე, საუზმიდან ან სადილიდან 40-60 წუთის შემდეგ.

  3. კოფეინი ასტიმულირებს ცნს-ს, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას, არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ამ გაქტორების შესაბამისობა ყავას გაციების წინააღმდეგ შესანიშნავ საშუალებად ხდის, ხოლო თუ სასმელში ლიმონის წვენსაც დავუმატებთ, სამკურნალო ეფექტი რამდენჯერმე გაძლიერდება.


  4. რომანო სასარგებლოა მათთვის, ვისაც მადის ნაკლებობა აწუხებთ. ყავა აიძულებს კუჭს, არ იზარმაცოს და გამოიმუშავოს მეტი წვენი, მაგარი სასმლის მოხმარება კი საკვების მერეა რეკომენდებული, აუცილებლად ლიმონის ნაჭერთან ერთად.

  5. ვინაიდან ლიმონთან ერთად ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და ტოქსინების გამოდევნას, მისი ზომიერი მოხმარება დადებითად აისახება ჯანმრთელობასა და კანის მდგომარეობაზე.


    ყავის მცოდნეები რომანოს უმატებენ ნაღებს, ალკოჰოლს, თაფლს, ჯანჯაფილსა და არაჟანსაც კი, თუმცა პირადად მე უპირატესობას კლასიკურ რეცეპტს ვანიჭებ, რომლის სწორი მომზადებაც დაუვიწყარ სიამოვნებად მოგგვრით.

    ინგრედიენტები
    • 7 გ დაფქული, ნატურალური ყავა
    • 30 მლ სუფთა წყალი
    • 5 მლ ახლადდაწურული ლიმონის წვენი
    • თხელ სპირალად მოხსნილი ლიმონის ცედრა
    • შაქარი გემოვნებით
    მომზადება
    1. მოხარშეთ ყავა თუქულ ან გაიზერულ ჯეზვეში. (შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის აპარატიც)
    2. ლიმონს ფრთხილად მოხსენით კანი და დაწურეთ. ეცადეთ, არ ჩააგდოთ ყავაში კურკები და რბილობი.
    3. ლიმონის წვენი მზა ყავაში ჩაასხით, მორთეთ ცედრით ან ლიმონის ნაჭრით და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით.

სასიამოვნო ყავის სმას გისურვებთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.