ინგრედიენტები:
- ცხვრის ხორცი - 1 200 გრამი
- ერბო - 1 სუფრის კოვზი
- ხახვი - 150 გრამი
- კომში - 1 კილოგრამი
- მიხაკ-დარიჩინი - 1/2 ჩაის კოვზი
- შაქარი - 1 სუფრის კოვზი
- მარილი და ქინძი - გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცს ორ თითზე ზევით ასცილდეს. ვადუღოთ, მოვხადოთ ქაფი. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ერბოში ალყად დაჭრილი ხახვი. ამაზე დავაწყოთ თხლად დაჭრილი გათლილი კომში (კომში უნდა იყოს ტკბილი), ზედ დავასხათ ქვაბიდან ამოღებული საკმაო წვენი და ვხარშოთ. როდესაც კომში და ხახვი მოიხარშება და ამავე დროს ხორციც დარბილება, ორივე ერთ ქვაბში მოვათავსოთ. თუ კომში ოდნავ მჟავეა, მაშინ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი მოვაყაროთ და შევაზავოთ მარილით და მიხაკ-დარიჩინით ან სხვა სურნელოვანი სანელებელით. შეიძლება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძიც.