ქაცვის ზეთის მომზადება ოჯახის პირობებში:
- ქაცვის ნაყოფიდან გამოწურავენ წვენს და აცივებენ ცივ ადგილას. გაცივებისას ზეთი ამოდის ზედაპირზე და ხდიან. ასეთი მეთოდით მიღებული ზეთი ითვლება შედარებით მაღალი ხარისხის ზეთად.
- წვენის გამოწურვისას დარჩენილ გამონაწურ ნარჩენებს დამატებით დააქუცმაცებენ, დაასხამენ მზესუმზირის ზეთს, აჩერებენ 2 კვირით და გამოწურავენ დაპრესვის მეთოდით. ასეთი ზეთი შედარებით ღია ფერისაა და დაბალი ხარისხისაა.
- წვენის გამოწურვის შემდეგ, გამონაწურ ნარჩენებს ახმობენ. შემდეგ აქუცმაცებენ საფქვავით, ასხამენ ზეითუნის ზეთს, აჩერებენ 2-3 კვირით, შემდეგ გამოწურავენ და ინახავენ ბნელ ადგილას მუქ ქილებში.
- იღებენ 1-1,5 ჩაის კოვზს 2-3-ჯერ დღეში 1 თვე და დამატებით კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში.
- ქაცვის ზეთს ხმარობენ კანის დასხივებით მიღებული დაზიანებისა და საყლაპავის დროს.
- კუჭის წყლულის მკურნალობის დროს იღებენ 1 სუფრის კოვზს 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვე.
- საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობის დროს იყენებენ ამ ზეთში დასველებულ ბამბის ტამპონებს (5-10 მლ ტამპონზე). ტამპონებს იცვლიან ყოველდღიურად. კოლიტის დროს, მკურნალობის კურსი შეიცავს 10-15 პროცედურას. საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს - 10-12 პროცედურას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორება 1-1,5 თვის შემდეგ.
- ქაცვის ზეთი გამოიყენება ასევე, დამწვრობის, ტროფიკული წყლულებისა და კანის დაავადებების დროს. წარმატებით გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, ანუსის ნაპრალებისა და შიდა ჰემოროის (ბუასილი) დროს.