» » » ფინიკის პალმა - როგორ გავზარდოთ ეგზოტიკური მცენარე სახლის პირობებში

ფინიკის პალმა - როგორ გავზარდოთ ეგზოტიკური მცენარე სახლის პირობებში

დღესდღეობით ოთახის მცენარეები დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რადგან ისინი დიდებულად და პრესტიჟულად გამოიყურებიან თუმცა მათი ფასები დიდებულად იკბინება. რა უნდა გააკეთოთ, თუ ეგზოტიკური პალმა გსურთ, მაგრამ მისი ყიდვის ფული არ გაქვთ? გამოსავალი არსებობს - თავად გაზარდეთ.



ფინიკის პალმა უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც სახლის პირობებში ყოველგვარი სირთულის გარეშე შეგიძლიათ გაზარდოთ. მთავარია მისი დარგვის და მოვლის წესები დაიცვათ. ფინიკი - მზის დიდი მოყვარულია, სწორედ ამიტომ თავს კომფორტულად აღმოსავლეთ მხარეს იგრძნობს. პირველი 5 წელი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, ფინიკის დეკორატიული ღირებულება მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ გამოვლინდება. 

ინსტრუქცია:

1. ფინიკის პალმის დარგვა შეგიძლიათ ნაყოფისგან. ამ მცენარის გასაშენებლად გამომშრალი ან მზეზე გამხმარი ნაყოფის თესლი გამოგადგებათ, რომელსაც მიღებისთანავე რგავენ. რეკომენდებულია ფინიკი რობელენის თესლი. ეს დაბალი სიმაღლის პალმაა, რომელიც რამდენიმე ასეული წელი იზრდება. 



2. პირველად, ფინიკიდან თესლი ფრთხილად ამოიღეთ და თბილ წყალში კარგად გარეცხეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თესლს რბილობის მცირე ნაწილიც არ დარჩეს, რომელმაც დარგვის შემდეგ ნიადაგში შეიძლება ლპობა დაიწყოს.

3. ფრჩხილის ქლიბით ოდნავ გახეხეთ. დამუშავებული თესლი დაახლოებით 35 გრადუსის ტემპერატურის თბილ წყალში 3 დღით დაასველეთ. წყალი ყოველ 6 საათში ერთხელ გამოცვალეთ. როცა თესლი გასივდება, შეგიძლიათ ნიადაგში გადარგოთ. 

4. დასარგავად სადრენაჟო ხვრელების მქონე კონტეინერი აიღეთ. ნებისმიერი სადრენაჯო ფენა ჩააფინეთ და ქვიშისა და ტორფის თანაბარი ნაწილისგან შემდგარი ნიადაგის სუბსტრატი ჩაყარეთ. 

5. დასველებული თესლები ვერტიკალურად ჩარგეთ, მაგრამ ძალიან ღრმად არა, დაახლოებით 1.5 სმ სიღრმეზე. კონტეინერი ნებისმიერ თბილ ადგილას დადეთ. წყლის დასხმა არ დაგავიწყდეთ.



6. თესლი 1-6 თვის განმავლობაში იზრდება. როცა პირველი აღმონაცენები 8-10 სმ-მდე გაიზრდება, ცალკე ქოთანში გადარგეთ, რომელიც დაახლოებით 9 სმ-ის დიამეტრის უნდა იყოს. ყვავილის ქოთანი აავსეთ ნიადაგით (მიწა, ფოთლოვანი ნაწილი, ამავე რაოდენობის ქვიშა და ნეშომპალა. 



7. ფინიკის პალმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში  22–25° და ზამთარში 16–18 °C არის. ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა კარგი განათება, მთავარია, რომ მზის პირდაპირი სხივები მას არ ხვდებოდეს, განსაკუთრებით ზაფხულში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწვება. მოსარწყავად თბილ დამდგარ წყალს იყენებენ. კვირაში 3-ჯერ მორწყეთ გაზაფხულსა და ზაფხულზე, ხოლო ზამთარში კვირაში ერთხელ საკმარისი იქნება. 

8. რეკომენდებულია ახალგაზრდა პალმა წელიწადში ერთხელ ახალ ქოთანში გადარგოთ, რომლის დიამეტრიც წინა ქოთანზე 2 სმ-ით მეტი უნდა იყოს.

 

დამეთანხმეთ, ფინიკის პალმის გაზრდა აბსოლუტურად რეალურია. მიღწეულზე არ შეჩერდეთ, ეგზოტიკური მცენარეების კოლექცია გაზარდეთ და მალე ნამდვილი სათბური გექნებათ. ასეთი ზამთრის ბაღი ყოველი ადამიანის ოცნება არის, რომლის ასრულებაც სავსებით შესაძლებელია. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.