აკნე სახეზე
ყველაფერი შეიცვალა, როცა ქმართან ერთად ისრაელში, მის ნათესავებთან წავედით. დასვენების გარდა, ეილატეში მე მოვხვდი დერმატოლოგთან, რომელმაც აკნეს მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. პირველი, რაც ექიმმა მითხრა - ეს იყო რძის პროდუქტზე უარის თქმა. მეორე - რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანა.
თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი რაციონის შეცვლას და ვფიქრობდი, რომ კანის მდგომარეობა მოსავლელი კოსმეტიკის შეცვლის გამო გაუმჯობესდა. ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდი ჩვეულ კვებას. არ გასულა ერთი კვირაც და მუწუკებმა თითო-თითოდ დაიწყო გაჩენა. ყოველ დღე სულ უფრო მეტი ხდებოდა, დაემატა ქერცვლა და წითელი ლაქები. მე მაშინვე გამახსენდა ისრაელი დერმატოლოგის სიტყვა: "აკნე გარეგანად არ იკურნება!"
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, კანის მთავარი მტერი შაქარია. რაფინირებული შაქარი იწვევს ფერმენტირებას ნაწლავებში და ამრავლებს პათოგენურ ბაქტერიებს. კანი პირველად რეაგირებს ასეთ დისბალანსზე. ჩნდება ლპობისმაგვარი მუწუკები სახეზე. მათაც კი, ვისაც ჯერ არ აქვს აკნე, თუმცა ტკბილს ეტანებიან, დროთა განმავლობაში გაუჩნდებათ კანის პრობლემები.
შაქარი, ასევე, ზრდის ინსულინის დონეს, რომელიც ასტიმულირებს სტრესის ჰორმონის გამოყოფას. ინსულინის მკვეთრი გამოდინება შაქრის ჭარბად მოხმარებისას დიდ დატვირთვას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლებზე.
ჩვეული რაფინირებული შაქარი იწვევს გლიკირებას - გლუკოზის ჭარბი მოლეკულები ემაგრება კოლაგენს და კოლაგენურ ბოჭკოებს უკარგავს ელასტიურობას. ჩნდება მუწუკები არამხოლოდ სახეზე, არამედ ზურგსა და ხელებზეც.
რძის პროდუქტებში არსებული ლაქტოზა ყველაზე გავრცელებული მიზეზია საკვები აუტანლობისა. ასაკთან ერთად, ადამიანი კარგად ფერმენტებს, რომლებიც სრულად გადაამუშავებს ლაქტოზას. შედეგად, იმუნური სისტემა მუდმივად ებრძვის ანთებით პროცესს, რომელიც კანზეც აისახება.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღაზიის რძე შეიცავს ჰორმონებისა და ქიმიური ნივთიერებების მაღალ დონეს, ადამიანთათვის უცხოს. ვერავითარი ქიმიური დამუშავებით ვერ გააქრობთ ამ ნივთიერებებს.
ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით რძის პროდუქტებს მოიხმარენ, ერღვევათ სასქესო ჰორმონების - ესტროგენებისა და პროგეტერონის ბალანსი. კანი რეაგირებს ასეთ დისბალანსზე უჯრედების მეტისმეტი ზრდით, რომლებიც ბლოკავს ფორებს. ბაქტერიები კავდება კანზე და იწვევს გამონაყარს, რომელიც დიდხანს არ გადადის.
გამონაყარის მოსაშორებლად, უნდა გამოავლინოთ აკნეს გაჩენის მიზეზები. ნუ ენდობით კრემს, რომელიც დაქალს დაეხმარა, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის. მზად იყავით, რადგან აკნეს მკურნალობა ხანგრძლივია. იმისათვის, რომ ექიმთან მისვლამდე თავი მოიმზადოთ, რჩევების რედაქციამ მოამზადა რამდენიმე რეკომენდაცია.
როგორ ვებრძოლოთ აკნეს
- არასდროს დააჭიროთ მუწუკებს! მაშინაც კი, თუ ძალიან გინდათ. მუწუკების ადგილას ჩნდება ნაწიბურები, რომელთა მოშორებასაც დიდი დრო სჭირდება, ხანდახან კი სამუდამოდ რჩება. ეცადეთ, სახეს ხელების არ შეეხოთ. არ იაროთ სახის საწმენდად და მსგავს სისულელეებზე კოსმეტოლოგთან. ნებისმიერი კანის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ ექიმმა-დერმატოლოგმა.
- ექიმმა უნდა დაადგინოს დაავადების ხასიათი, ჩვეულებრივი აკნეა ეს თუ სხვა დაავადების სიმპტომი. მაგალითად, დემოდეკოზი ან ბანალური ალერგია. მკურნალობის მეთოდები ხომ სავსებით განსხვავდება.
- აკნეს მკურნალობა ხანგრძლივია. არ შეწყვიტოთ მკურნალობა პირველი ეტაპის ჩავარდნის შემთხვევაში, ან სწრაფად გაუმჯობესების დროს. გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა არანაკლებ 12 კვირისა. განსაკუთრებით სიტუაციებში, ნახევარი წელიწადი ან მეტი.
- არ გამოიყენოთ სხვადასხვა პრეპარატი კანის მკურნალობისთვის. ბევრი თვლის, რომ აკნეს წინააღმდეგ ყველა საშუალება გამოადგებათ, თუმცა ცდებიან. სხვადასხვა პრეპარატის კომბინაცია უფრო აღიზიანებს კანს და აუარესებს სიტუაციას.
- შეარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები წარწერით "არაკომედოგენური" ან "აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის". ასეთი კოსმეტიკა არ შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ბლოკავს ფორებს.
- მკაცრად დაიცავით დერმატოლოგის რეკომენდაციები და მიიღეთ პრეპარატები სწორად. მკურნალობის კურსის დაცვა წარმატების 50%-ია.
- არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნულ ვადაზე ადრე. არსებობს რისკი, რომ აკნე დაბრუნდება 4-6 კვირაში. განაგრძეთ ერთი პრეპარატის გამოყენება მაინც, რათა კანის ანთება არ განმეორდეს.
- სწორი კვები - სუფთა და ჯანმრთელი კანის წინაპირობაა. შეზღუდეთ შებოლილი, შემწვარი, ცხარე საკვები რაციონში. მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს, ჩიფსებს, გაზიან სასმელებს, ალკოჰოლს.
- ეცადეთ, არ მიირთვათ ტკბილეული და შაქრიანი პროდუქტი მკურნალობის დროს. შაქრის ასათვისებლად ორგანიზმს კალციუმი და B ჯგუფის ვიტამინები სჭირდება, როცა სწორედ ეს ორი აგებს პასუხს კანის ჯანმრთელ ფერზე.
- გამორიცხეთ რაციონიდან რძე და დაიყვანეთ მინიმუმამდე რძემჟავის პროდუქტები(კვირაში მაქსიმუმ ორჯერ). რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი? კანის ჯანმრთელობა თუ ტკბილი ყავა.