ხალხური რეცეპტები ფერიმჭამელების წინააღმდეგ
რეცეპტი 1
რეკომენდებულია დღეში რამდენჯერმე სახის დაბანა ადეკოლონით.
რეცეპტი 2
კარგ ეფექტს იძლევა დასალევი სოდა. ფერიჭამიებს მოაყარეთ 2-3 წუთით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-ჯერ.
რეცეპტი 3
რეკომენდებულია, დღეში 2-3-ჯერ გვირილის ორთქლის აბაზანების მიღება. ამისთვის, ჭიქაში ჩადეთ ორი მუჭა გვირილა და დაასხით მდუღარე წყალი. როდესაც ნახარში გაცივდება, აადუღეთ და მასთან სახე დახარეთ.
რეცეპტი 4
კანისთვის სასარგებლოა ნაძვის ნემსების ნახარში. ორ მუჭა ნემსებს დავასხათ ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დავდგათ ცეცხლზე 10 წუთით. ცხელი ნახარშით დავიბანოთ სახე, შემდეგ კი ადეკოლონი წავისვათ.
რეცეპტი 5
ძალიან ეფექტურია "მარგარიტკების" ნიღაბი. დაჭყლეტილი ყვავილები დავიდოთ სახეზე, 15-20 წუთით მოვიშოროთ და კანი ადეკოლონით გავწმინდოთ.
რეცეპტი 6
ამ დაავადების დროს არ შეიძლება მალამოების წასმა. გასაწმენდად გამოვიყენოთ სუფთა ბამბა.
რეცეპტი 7
ძალიან მნიშვნელოვანია, თვალ-ყური ვადევნოთ კვებას.
უარი უნდა ვთქვათ ტკბილეულზე, ცხარე და მჟავე საჭმელზე. ვჭამოთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
რეცეპტი 8
1 სუფრის კოვზ კორობელას გამხმარ ყვავილებს და ფოთლებს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 10-15 წუთი და მაშინვე გავფილტროთ.ნახარში კანის დაბანვისთვის გამოვიყენოთ.
რეცეპტი 9
1 ჭიქა თბილ წყალში ჩავასხათ 1 ჩაის კოვზი გულყვითელას ნაყენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად ავურიოთ. წავისვათ სახეზე ბამბიანი ჩხირების დახმარებით.
რეცეპტი 10
აკნეს და ცხიმიანი კანის დროს, სახეზე დავიდოთ გოგრის ნაჭრები.