არსებობს ვერტიკალური კლუმბის გაშენების ორი ვარიანტი.
პირველი ვარიანტისთვის დაგჭირდებათ ფართო დიამეტრის მილი, რომელსაც გაუკეთებთ ძირს, ხოლო მთელს სიგრძეზე, სიმეტრიულად ამოვჭრით 10-20 სმ. რადიუსის წრეებს. უკვე მზა კონსტრუქციაში ჩაყარეთ სუბსტრატი. აიღეთ რაიმე გრძელი, წვრილი ჩხირი. თითოეულ წრეში გააკეთეთ ჩაღრმავება და სათითაოდ მოათავსეთ მცენარეები.
მეორე ვარიანტისთვის დაგჭირდებათ: ფართო ქოთანი, ოდნავ მცირე ზომის თიხის ქოთანი ზომის ასაღებად, მაგარი მავთულის ბადე, ბადის საჭრელი, ბრტყელტუჩა, თოკი, ბასრი დანა და სქელი, შავი ცელოფნის ტომარა.
ქოთანი მოათავსეთ სიბრტყეზე, გარშემო შემოახვიეთ მავთულის ბადე და ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები, შეეცადეთ შეკრათ ცილინდრი. კარგად შეკრული, ცოლინდრული ბადიდან ამოიღეთ თიხის ქოთანი და ცილინდრში ჩაფინეთ შავი ცელოფნის ტომარა. შავი ფერის თასმით დააამაგრეთ ტომრის ზედა და ქვედა გვერდები. კარგად მოუკარით ძირი და მთლიანი კონსტრუქცია მოათავსეთ ფართო ქოთანში. მზა კონსტრუქციაში ჩაყარეთ მიწის სუბსტრატი.
ბასრი დანით ცილინდრის თითოეული უჯრის ცენტრში გააკეთეთ ჰორიზონტალური კვეთა და ჩარგეთ მცენარეები. დაიმახსოვრეთ, რომ ცილინდრული კლუმბის რწყვა ხორციელდება ცილინდრის ზევიდან, ამიტომ, არავითარ შემთხვევაში, არ მოუკრათ ცილინდრს თავი.