როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ მალამო ლაშქარას ფესვისგან
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ ლაშქარას ხმელი ფესვები
- 70 გრ ფიჭვის ფისი
- 350 გრ ღორის ქონი
- 300 გრ არაყი
მომზადების წესი:
- აიღეთ ლაშქარას ფესვები და გარეცხეთ, მაგრამ ნუ გაასუფთავებთ. ეს ხმელი ფესვები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 2-3 ჯერ, ფაფის კონსისტენციის მიღებამდე.
- ფისი ლითონის წურჭელში ჩაყარეთ და მოათავსეთ ადუღებულ წყალში და გააჩერეთ იქამდე, სანამ ის მთლიანად არ გალღვება.
- გაადნეთ ღორის ქონი ნელ ცეცხლზე და შემდეგ დაამატეთ მასში ფაფად ქცეული ლაშქარას ფესვები, დროდადრო ურიეთ კოვზით.
- გააჩერეთ ნაზავი ცეცლზე 40 წუთით, შემდეგ კი ჩაასხით გამდნარი ფისი და ხარშეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. უკვე ამის შემდეგ დაუმატეთ არაყი და ხარშეთ კიდევ 10 წუთით.
- შეგიძლიათ მიღებული ერთგვაროვანი ნაზავი გადმოდგათ ცეცხლიდან.
გარდა მათლაშუა თიაქრისა, ეს შემადგენლობა შეგიძლიათ შეიზილოთ მოტეხილობისა და სახსრების ტკივილის დროს. ეს მალამო ასევე კურნავს ტროპიკულ წყლულებსაც, ოღონდ ლაშაქარას მაგივრად საჭირო იქნება 4 კვერცხის ცილის დამატება.
დააყენეთ 20%-ანი ნაყენი ლაშაქარას ფესვებისგან არაყზე. დააყოვნეთ ის 25 დღით, დღეგამოშვებით შეანჯღრიეთ. დაუმატეთ მას 10%-იანი დიმექსიდი და შეიზილეთ პრობლემურ არეებში. ნაყენი დაგეხმარებათ ძვლის ქსოვილის აღდგენაში და გაიწოვს მალთაშუა თიაქარს.