» » » ფიტოთერაპიის ოქროს რეცეპტები: ლიმფის გაწმენდა ერთი პროცედურით

ფიტოთერაპიის ოქროს რეცეპტები: ლიმფის გაწმენდა ერთი პროცედურით

ლიმფური სისტემა შედგება მრავალი ლიმფური სისხლძარღვისგან, რომლებიც არტერიებისა და ვენების პარალელურად გადის, და ლიმფური კვანძებისგან, რომლებიც სისხლძარღვების შეერთების ადგილას მდებარეობს.

ლიმფური სისტემა, რომელშიც ცირკულირებს ქსოვილებიდან გამოყოფილი ჭარბი სითხე(ლიმფა), დღე-ღამის მანძილზე ცდილობს შენი ორგანიზმის სისუფთავის დაცვას. იგი ერთგვარი ფილტრია, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციებისა და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებას.



იმისათვის, რომ ლიმფური სისტემა არ დაბინძურდეს, რაც სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, ონკოლოგიებსაც იწვევს, უნდა იცოდეთ მისი გაწმენდა. არსებობს ლიმფოცირკულაციის სტიმულირებისა და ლიმფის დეტოქსიკაციის სამედიცინო მეთოდები, თუმცა ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია. საბედნიეროდ, ლიმფის ეფექტურად გაწმენდა საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ.

ლიმფის წმენდა
ექიმები ამბობენ, რომ ლიმფური სისტემა, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიცაა, ვიდრე სისხლძარღვთა. მისი ფუნქციის დარღვევა იწვევს ლიმფური არხის დაბინძურებას - ლიმფოტოქსიკოზს.



ეს ზრდის დატვირთვას გამოყოფისა და დეტოქსიკაციის ყველა ორგანოზე: ღვიძლზე, ნაწლავებსა და თირკმლებზე. ამრიგად, იმუნიტეტი და ჯანმრთელობა პირდაპირ დაკავშირებულია ლიმფურ სისხლძარღვებთან. ლიმფის გაწმენდა რეკომენდებულია უამრავი დაავადების დროს.

როდის უნდა გაიწმინდოს ლიმფა
  1. მცირე მენჯის დაავადებების დროს
  2. კანის აკნესებრი გამონაყარის დროს
  3. სახსრების დაავადებების დროს
  4. კანზე პაპილომებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენის დროს
  5. ღვიძლის დაავადების დროს
  6. ქრონიკული თრომბოფლებიტის დროს
რჩევების რედაქცია გთავაზობთ ელენა სვიტკოს რეცეპტებს წიგნიდან "ოქროს რეცეპტები: ფიტოთერაპია შუასაუკუნეებიდან დღემდე", რომლებიც დაგეხმარებათ ლიმფური სისტემის გაწმენდასა და ფუნქციის აღდგენაში.

  1. გამაცოცხლებელი ჩაი ჩეხ მკურნალ როზა ფალეშნიკოვასგან
    აიღეთ 25 გ როზმარინი, 20 გ ბეგქონდარას ყვავილი, 15 გ ხვეული პიტნა, კუნელის 10 ყვავილი, 10 გ კულმუხოს ფესვი, 10 გ სამკურნალო ანგელოზას ფესვი.

    შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაასხით 2 ს.კ. ნარევს 1 ლ ცივი წყალი. აადუღეთ, გააჩერეთ 1 საათით და დალიეთ დღის განმავლობაში, თაფლთან ერთად. კურსი - 14 დღეს, აუმჯობესებს ლიმფის დინებას.



  2. თეთრი ბალახები
    შურიეთ 10 გ თეთრი ყრუ ჭინჭარი, 10 გ თეთრი აკაცია, 5 გ ჟასმინის ყვავილი, 5 გ გვირილა, 5 გ თეთრი იასამანი, 10 გ ფასმანდუკი(ყვავილები). აიღეთ ამ ნარევის 1 ს.კ. და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ 10 წუთით, გაწურეთ და დალიეთ დღის მეორე ნახევარში მცირე ყლუპებით, რამდენიმე მიღებად. მიიღეთ 7 დღის მანძილზე.



  3. ორგანიზმის გაწმენდა ფრანცისკ ბარდოკუს მეთოდით
    შურიეთ ლიმონის 2 ს.კ. წვენი, 2 ს.კ. ასკილის სიროფი, 200 მლ წყალი, ცოტაოდენი წითელი ცხარე ან კაიენური წიწაკა.
    გამოიყენეთ მხოლოდ ახალი წვენი და არა კონსერვირებული! მიიღეთ 2 კვირის მანძილზე, დაიწყეთ მიღება სავსე მთვარის პერიოდში. მიიღეთ 100 გ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეისვენეთ კურსებს შორის 2 კვირით.



  4. ბურახი ცხენისწაბლას კვირტებისგან
    დაგჭირდებათ 200 გ კვირტი, 2 ჭიქა სახლის არაჟანი, 3 ლ რძის შრატი, 1 ს.კ. დანაყული ქრისტესისხლა და 100 გ ნატურალური თაფლი.
    მოამზადეთ სასმელი დიდ შუშის ქილაში. მოამზადეთ რძის შრატი, ცოტა შეათბეთ, დაუმატეთ თაფლი და ქრისტესისხლა, წაბლის კვირტები და არაჟანი. ჭურჭელი დადგით სახლის მზიან მხარეს, 3 დღის მანძილზე. შემდეგ გაწურეთ და გადაასხით ბოთლებში, შედგით მაცივარში. მიიღეთ 2 თვის მანძილზე დღეში 2-3ჯერ, 100 მლ-ის ოდენობით.



  5. პირშუშხას ნაყენი
    ლიმფურ სისტემას კარგად წმენდს პირშუშხას ნაყენი წყლით (1:1 პროპორციით). რეკომენდებულია ამ ნაყენის მიღება დღეში სამჯერ, 1-2 ჩ.კ. ოდენობით, 10 დღის მანძილზე. ასევე, შეგიძლიათ გაიკეთოთ კომპრესები ამ ნაყენით და დაიდოთ გადიდებულ ლიმფურ კვანძებზე.


ლიმფური სისტემის გაწმენდა ასტიმულირებს იმუნიტეტს, გაშორებთ ალერგიას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ჩაიტარეთ იგი ჯერ 3-4ჯერ წელიწადში, შემდეგ კი 1-2ჯერაც საკმარისია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.