» » » ფიტოთერაპიის ოქროს რეცეპტები: ლიმფურის გაწმენდა ერთი პროცედურით

ფიტოთერაპიის ოქროს რეცეპტები: ლიმფურის გაწმენდა ერთი პროცედურით

ლიმფური სისტემა ბევრი ლიმფური სისხლძარღვისგან შედგება, რომლებიც არტერიასა და ვენებში გადის და ლიმფური კვანძები, რომლებიც სისხლძარღვების გადაკვეთის ადგილას მდებარეობს. 



ლიმფური სისტემა, რომელშიც ქსოვილებიდან გადმოსული ჭარბი სითხე (ლიმფა) მოძრაობს, 24 საათი ორგანიზმის სისუფთავეზე მუშაობს. ის თავისებურ ფილტრს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში ინფექციის, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების და მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. 



ლიმფური სისტემა რომ არ დაიბლოკოს, რაც ბევრ დაავადებას, მათ შორის კიბოს, იწვევს, ის უნდა გაწმინდოთ. ლიმფური მიმოქცევის სტიმულირების და ლიმფის დეტოქსიკაციის სამედიცინო მეთოდები არსებობს, მაგრამ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. საბედნიეროდ, ლიმფის ეფექტურად გაწმენდა სახლის პირობებში შეგიძლიათ. 

ლიმფური სისტემის გაწმენდა

ექიმების თქმით, ლიმფური სისტემა სისხლის მიმოქცევის სისტემაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მისი ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში ლიმფური არხის დაბინძურება - ლიმფოტოქსიკოზი იქმნება. 



ეს ყველა დეტოქსიკაციის ორგანოზე ზეწოლას ზრდის: ღვიძლი, ნაწლავები, თირკმლები. ამდენად, იმუნიტეტი და ჯანმრთელობა პირდაპირ ლიმფურ სისხლძარღვებზე არის დამოკიდებული. ლიმფის გაწმენდა ბევრი დაავადების დროს არის აუცილებელი. 

როდის არის აუცილებელი ლიმფის გაწმენდა

1. მენჯის ორგანოს დაავადება

2. კანი და აკნე

3. სახსრების დაავადება

4. პაპილომების და პიგმენტური ლაქების გაჩენის დროს

5. ღვიძლის დაავადება

6. ქრონიკული თრომბოფლებიტი

"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ელენა სვიტკოს რეცეპტებს წიგნიდან "ოქროს რეცეპტები: ფიტოთერაპია შუა საუკუნეებიდან დღემდე", რომლებიც ლიმფური სისტემის გაწმენდაში და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობაში დაგეხმარებათ. 

1. სიცოცხლის მომნიჭებელი ჩაი ჩეხური სამკურნალო ფალეშნიკოვის ვარდით

აიღეთ 25 გრ როზმარინის ფოთლები, 20 გრ ტიმიანი, 15 გრ პიტნა, 10 კუნელის ყვავილი, 10 გრ მზიურას ფესვი, 10 გრ ანგელოზას ფესვი. 

ყველა ინგრედიენტი აურიეთ. 2 ს/კ ნარევს 1 ლიტრა ცივი წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. 1 საათით დააყენეთ. დღის განმავლობაში თაფლთან ერთად დალიეთ. კურსი - 14 დღე. ლიმფურ დინებას აუმჯობესებს. 



2. თეთრი ბალახები

10 გრ თეთრი ჭინჭარი, 10 გრ თეთრი აკაცია, 5 გრ ჟასმინის ყვავილები, 5 გრ გვირილა, 5 გრ თეთრი იასამანი (ყვავილები), 10 გრ ფასმანდუკი აურიეთ. ამ ნარევიდან 1 ს/კ აიღეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 

10 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და დღის მეორე ნახევარში მცირე ყლუპებით რამდენჯერმე დალიეთ. ეს ნაყენი 7 დღე დალიეთ. 

ბალახები შეგიძლიათ მოხარშოთ. ნარევის შემადგენლობა უმჯობესია ექიმთან ინდივიდუალურად შეადგინოთ. ნაყენი შეშუპების, ლიმფური სადინარისთვის ძალიან კარგია, ასევე ლიმფური სისტემის, ღვიძლის და კანის დაავადების დროს. 

3. ორგანიზმის გაწმენდა ბარდოკუს მიხედვით

2 ს/კ ლიმონის წვენი, 2 ს/კ "ჰოლოსასის" სიროფი, 200 მლ წყალი, ცოტა წიწაკა ერთმანეთს აურიეთ. 

მხოლოდ ახალ დაწურული წვენი გამოიყენეთ, არავითარ შემთხვევაში კონსერვირებული! სავსე მთვარის დროს დაიწყეთ და ორ კვირიანი კურსი ჩაიტარეთ. დღეში 3-ჯერ 100 გრ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. კურსებს შორის შუალედი - 2 კვირა. 



4. წაბლის ბურახი

დაგჭირდებათ 200 გრ წაბლის კვირტი, 2 ჭიქა სახლის არაჟანი, 3 ლ რძის შრატი, 1 ს/კ დაქუცმაცებული ქრისტესსისხლა, 100 გრ ნატურალური თაფლი. ნაყენი დიდი ზომის მინის ქილაში მოამზადეთ. მოამზადეთ რძისგან შრატი, ცოტა გააცხელეთ, თაფლი და ქრისტესისხლა, დაქუცმაცებული წაბლის კვირტი, ასევე არაჟანი დაუმატეთ. 

ჭურჭელი ფანჯარასთან მზის მხარეს დადგით, რომ 3 დღე იდუღოს. შემდეგ ნარევი გადაწურეთ და ბოთლებში გადაასხით, მაცივარში შეინახეთ. ასეთი ბურახი 2 თვის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ, 100 მლ დალიეთ. 

სასმელი ნაჩვენებია მათთვის, ვისაც დილით ყელის გასუფთავება უჭირს, ვისაც ნაკლები ლორწო აქვს, ფეხები ხშირად შეშუპებული აქვთ და ლიმფური კვანძები უდიდდებათ, ვისაც გაცივება აწუხებს. 



5. პირშუშხას ნაყენი

ლიმფურ სისტემას კარგად წმენდს პირშუშხას ნაყენი მდუღარე წყალზე  დაყენებული (პროპორცია 1:1). რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ 1-2 ჩ/ლ ნაყენის დალევა, 10 დღის განმავლობაში. ამასთან ერთდროულად შეგიძლიათ ნაყენის კომპრესებიც გაიკეთოთ და ლიმფური კვანძების გასადიდებლად გამოიყენოთ. 



ლიმფური სისტემის გაწმენდა იმუნიტეტს ასტიმულირებს, ალერგიას აქრობს, ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. თავიდან წელიწადში 3-4-ჯერ იტარებენ, შემდეგ 1-2-ჯერ საკმარისია. 

პროცედურის ჩატარება უკუნაჩვენებია ორსულობის და მეძუძური დედების შემთხვევაში. ლიმფის გაწმენდა ექიმის კონტროლით ხდება დიაბეტის, ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების შემთხვევაში. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.